აბსოლუტური მონარქია მმართველობის უძველესი ფორმაა და იგი სათავეს მსოფლიოს პირველ ცივილიზაციებთან იღებს. სწორედ მაშინ, როდესაც მსოფლიოში ჩაისახა სახელმწიფოებრიობის პირველი ელემენტები, წარმოიშვა მმართველობის აბსოლუტური მონარქიული ფორმა. მსოფლიოს ისტორიის ასპარეზზე ვხვდებით როგორც ბევრ დიდებულ, ასევე წარუმატებელ აბსოლუტურ მონარქებსაც. სახელმწიფოს მმართველობის ამ ფორმასთან დაკავშირებით მოსაზრებები ოდითგანვე სხვადასხვაგვარი იყო.
ჯერ კიდევ ძვ.წ. V ს-ში იულიუს კეისარი, ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფიგურა მსოფლიო ისტორიაში, სწორედ აბსოლუტური მონარქის, ანუ ერთპიროვნული მმართველის ამბიციებს შეეწირა. ცეზარს ღრმად სწამდა, რომ ერთპიროვნული მმართველობა ყველაზე ოპტიმალური იყო, რადგანაც მისი მოსაზრებით, რაც უფრო ნაკლები ადამიანი მართავდა ქვეყანას, მით უფრო ცოტა იყო შანსი შეცდომების დაშვებისა. თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ მისი თანამედროვე სენატორები, რომლებმაც კეისარი ერთპიროვნული მისწრაფებების გამო სენატის სხდომაზე სიცოცხლეს გამოასალმეს. მიუხედავად ამისა, იულიუს კეისრის დამსახურება ძალიან დიდი იყო რომის წინაშე. თუმცა, რომაელმა ხალხმა ვერ დათმო მისი უდიდესი მონაპოვარი - რესპუბლიკური სახელმწიფოს ელემენტები.
აბსოლუტური მონარქიის ყურადსაღები მაგალითია აბსოლუტიზმი საფრანგეთში. სწორედ აბსოლუტიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომლის შედეგადაც საფრანგეთის აბსოლუტური მონარქი - ლუი XVI გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს გილიოტინაზე იმ ბრალის გამო, რაც მას საფრანგეთის წინაშე მიუძღვოდა. მისი და მისი წინამორბედი მონარქების არაგონივრულმა მმართველობამ ქვეყანა გაკოტრების პირას მიიყვანა. საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ, რომლის მონაპოვარიცაა „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“, საბოლოოდ დაამხო აბსოლუტიზმი.
თუმცა, მსოფლიოს და, მათ შორის, საქართველოს ისტორიაც იცნობს მრავალ წარმატებულ აბსოლუტურ მონარქს. საქართველოში მმართველობის ამ ფორმას მრავალწლიანი ისტორია აქვს. სწორედ აბსოლუტური მონარქების ხელში გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ თავისი ისტორიის ოქროს ხანა თუ ძნელბედობის ჟამი.
დავით IV აღმაშენებელი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აბსოლუტური მონარქია. დავითის სახელს უკავშირდება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მისმა ჯანსაღმა, ინოვაციურმა და მტკიცე პოლიტიკურმა ხედვამ სახელმწიფო ძლიერების ზენიტში აიყვანა. ქვეყანაში ნებისმიერი სფერო მეფის, როგორც აბსოლუტური მონარქის სრული კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, რასაც დავითი ახერხებდა მისი ძლიერი სამოხელეო აპარატის მეშვეობით.
დღესდღეობით აბსოლუტური მონარქია მმართველობის ნაკლებ გავრცელებული და იშვიათი ფორმაა. იგი დღეს გვხვდება მხოლოდ აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში: საუდის არაბეთში, ომანში, ბრუნეისა და ყატარში. ამ ქვეყნებში უმაღლესი ხელისუფალი არის მონარქი, რომელიც ითვლება ასევე ქვეყნის უმაღლეს სასულიერო პირად და სახელმწიფოს მართავს ერთპიროვნულად, მართლმსაჯულება კი ხორციელდება მისი სახელით. ჩვეულებრივ ამ ქვეყნებში არ არსებობს არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოები და კონსტიტუცია; თუმცა ყატარში ვხვდებით 1972 წლის ოქტრირებულ დროებით კონსტიტუციას. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ყატარში დღესდღეობით მოქმედი 2003 წლის კონსტიტუციის თანახმად , ხელისუფლების ორგანიზაციას საფუძვლად დაედო ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რომლის მიხედვით საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს ალ-შურას საბჭო , აღმასრულებელი ემირის მიერ მინისტრთა კაბინეტის დახმარებით, ხოლო სასამართლო ხელისუფლებას - სასამართლო ორგანოები ემირის სახელით. აღნიშნული თავისებურებიდან გამომდინარე, მმართველობის ფორმა ყატარში ემსგავსება დუალისტურ მონარქიას.
საინტერესოა ყატარის აბსოლუტური მონარქიული სახელმწიფოს მიღწევები თანამედროვე მსოფლიოში: ბოლო 10 წელიწადში საშუალო ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი მსოფლიოში ყატარს აქვს. მისი ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 13%-ით იზრდება. ყატარი ტერიტორიითაცდამოსახლეობითაცპატარაქვეყანაა. უმუშევრობისდონე 0.1%-ია, რაცსამუშაოძალისნაკლებობითააგამოწვეული. ყატარისეკონომიკურისიძლიერეცალსახადნავთობისადაგაზისსაბადოებსეფუძნება, რომლებიც 1940 წელსაღმოაჩინეს. ყატარისეკონომიკურიზრდაგანპირობებულიანავთობისადაგაზისმოპოვებისზრდით. ამასთანერთად, ყატარსბევრიკაპიტალიდაუგროვდადაქვეყანაშისაინვესტიციოფონდებიშეიქმნა. ესფონდებიინვესტიციებსუმსხვილესკომპანიებშიახორციელებენ. ყატარის სუვერენულიფონდი $115 მილიარდსფლობსდასიდიდითმსოფლიოშიმეთორმეტეა. ყატარში, ფაქტობრივად, არარისგადასახადები: მხოლოდნავთობისწარმოებაიბეგრება 10%-ით. ისამმაჩვენებლით, ბაჰრეინთანერთად, გადასახადებისგანყველაზეთავისუფალქვეყნებსშორისაა. მაშასადამე, ობიექტურად შეგვიძლია თქვათ, რომ უძველესი მმართველობის ფორმის მქონე ეს სახელმწიფო გარკვეული თვალსაზრისით ფეხს უწყობს თანამედროვე მსოფლიოს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში არ არის დაცული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომელთა გარანტირება უმნიშვნელოვანესია.
მაშასადამე, აბსოლუტური მონარქია მმართველობის ყველაზე ძველი ფორმაა. ის უდიდესი ისტორიული წარსული, რომელიც მას აქვს, საშუალებას გვაძლევს მმართველობის ეს ფორმა მრავალი ეპოქისა და სახელმწიფოს ფონზე განვიხილოთ. ისტორია გვიჩვენებს, რომ მემკვიდრეობა და წარმომავლობა, რაც აბსოლუტური მონარქის მთავარი პრეროგატივაა ძალაუფლების მიღებისას, არ არის მყარი და ობიექტური გარანტია იმისა, რომ კონკრეტული პიროვნება იქნება ღირსეული და წარმატებული მმართველი. ჯერ კიდევ რომის იმპერიის ეპოქაში, რომაელებმა ეს ფაქტი ნათლად გაისიგრძეგანეს. სწორედ ამიტომ, რომის იმპერიაში დამკვიდრდა ე.წ. „ნაშვილები იმპერატორების“ ტრადიცია. სამეფო ოჯახი იშვილებდა სპეციალურად არჩეულ ახალშობილს და სათანადო აღზრდის მეშვეობით აყალიბებდა მას მომავალ იმპერატორად. ე.წ. „ნაშვილებ იმპერატორთა“ რიცხვს განეკუთვნება რომის იმპერიის არაერთი წარმატებული მონარქი.
მე ვერ დავეთანხმები იულიუს კეისარს და მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი თუ ორგანოა ჩართული სახელმწიფოს მართვაში, მით უფრო მინიმალურამდე დადის შესაძლო შეცდომების რიცხვი. ისტორია საშუალებას მაძლევს, რომ ჩემი მოსაზრება არგუმენტებით გავამყარო. ხალხის მმართველობის უპირატესობა აბსოლუტურ მონარქიულ მმართველობაზე ნათლად იკვეთება ბერძენ-სპარსელთა ომებში, რომელიც ძვ. წ.-ის VI-V სს-ში მიმდინარეობდა. ამ ომში ბერძენთა გამარჯვება ნიშნავდა ბერძნული ცივილიზაციის გამარჯვებას სპარსულ ცივილიზაციაზე, რამაც საბოლოოდ აჩვენა ხალხთა მმართველობისა და დემოკრატიული საზოგადოების უპირატესობა.
ამდენად, რაც უფრო მეტ ალტერნატივას შორის კეთდება არჩევანი, მით უფრო დიდია შანსი ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებისა. თანამედროვე, ცივილიზებულ მსოფლიოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული სახელისუფლებო შტოების, პლურალისტული პოლიტიკური გარემოს, კანონის უზენაესობის, არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანოების და სხვა დემოკრატიული ელემენტებისა თუ ინსტიტუტების არსებობა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული და უზრუნველყოფილი ადამიანის ძირითადი, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, როგორც სახელმწიფოს ბირთვი.
ავტორი: გვანცა შონია
გამოყენებული ლიტერატურა:
· „შესავალი საკონსტიტუციო სამართალში“- ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე.
· „მსოფლიოს რვა ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა“- ავტორი: ბესო ნამჩავაძე; (ბიზნეს-გამოცემა - Forbes Georgia)
Comentários