გიყვარს წერა? გინდა საზოგადოებამ გაგიცნოს? მაგრამ არ იცი სად გამოაქვეყნო შენი ნაწერი? მაშინ წაიკითხე ეს პოსტი ბოლომდე #ერთადგავაზიაროთ
ვისი სტატიები გამოქვეყნდება? ყველა იურისტს, მათ შორის ბაკალავრის და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულ იურისტებს, სამართლის სფეროთი დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.
რა სახის და რა შინაარსის სტატია გამოქვეყნდება? ნებისმიერი სტატია, რომელიც ეხება სამართლებრივ ანალიზს, საკანონმდებლო სიახლეებსა და ცვლილებებს (მოსაზრებები), პირადი გამოცდილებიდან (მაგალითად; სასამართლო საქმის/კაზუსის მიმოხილვა), ნებისმიერი ნორმის ანალიზი ან/და განმარტება, ინსტრუქციული ხასიათის სტატიები, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ინფორმაცია/სტატია და ა.შ.
როგორ შეარჩიო თემა/საკითხი? ამას თავად წყვეტთ, თავად აფასებთ დღეს საზოგადოებაში და სამართლებრივ სისტემაში რა არის აქტუალური და რა იქნება საზოგადოებისთვის საინტერესო.
რა ტექნიკური და სამართლებრივი კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილო? პირველ რიგში #შევქმნათსაკუთარი პატივი ვცეთ სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას და ნაყოფს, შესაბამისად დავიცვათ სხვათა საავტორო უფლებები და მივუთითოთ დეტალურად წყარო სხვისი მოსაზრების გამოყენების შემთხვევაში. ამ კუთხით პასუხისმგებელი ხართ თქვენ!!! - სტატიაში არ ავსახავთ პირად და სხვათა პერსონალურ მონაცემებს. #ვწეროთქართულად და ქართული ტერმინებით, word -ის დოკუმენტში (ზომა 11; sylfaen) გამართული გრამატიკით და აკადემიური წერის სტანდარტების დაცვით. არ უნდა აღემატებოდეს 700-750 სიტყვას. #არსადგვეჩქარება, დროში არ ვართ შეზღუდულები, გავაკეთოთ კარგი ანალიზი, შევამოწმოთ მისი გამართულობა და შემდეგ გამოვაგზვანოთ. #რჩევა შეარჩიეთ ის საკითხები რომელიც თქვენთვის საინტერესოა და პირველ რიგში თქვენ დაგეხმარებათ ახალი საკითხის ათვისებაში , ასევე გაითვალისწინეთ თანამედროვე ცვლილებებიც.
რამდენჯერ შემიძლია გამოქვეყნება? #ულიმიტოდ, იმ სტატიების ავტორები, რომლებიც ყოველთვის დაიცავენ წესებს და მათ სტატიებს ეყოლებათ სისტემატიური მკითხველი, ექნებათ შესაძლებლობა ყოველკვირეულად ან ყოველთვიურად გამოაქვეყნონ მათი სტატიები და გააცნონ საზოგადოებას.
ფასიანია ეს სერვისი? არა, რადგან ადვოკატის აკადემია ორიენტირებულია იმაზე, რომ ახალგაზრდა იურისტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს უსასყიდლოდ საკუთარი რესურსით, ამას ვაკეთებთ 2016 წლიდან.
შესაბამისად ეს ურთიერთობა არ წარმოშობს კომერციულ/ფინანსურ ვალდებულებებს და წარმოადგენს მოხალისეობრივ სამსახურს.
ჩვენი მიზანია ბევრ ადამიანს მივცეთ საკუთარი თავის და პოტენციალის მაქსმალური რეალიზების შესაძლებლობა. ამიტომ #ძალაერთობაშია და ჩვენ ყოველთვის დაგეხმარებით.
სად გამოქვეყნდება? საადვოკატო ბიუროს ვებ-გვერდზე www.advokat.ge -ს ბლოზე , ასევე ფეისბუქ გვერდზე "ადვოკატის აკადემია-advokat.ge" და სხვაგან გაზიარება ეს უკვე თქვენს სურვილზე და მონდომებაზე არის.
გამოქვეყნებულ სტატიებზე მიეთითება თქვენი სახელი და გვარი, გამოქვეყნების თარიღი, შესაბამისად დაცული იქნება თქვენი საავტორო უფლებები.
ვიტოვებთ სტატიის რედაქტირების უფლებას.
არ გამოქვეყნდება სტატია, რომელშიც არ იქნება დაცული ზემოაღნიშნული მოთხოვნები.
სტატიებს აგზვანით მეილზე btdlegalgroup@gmail.com და უთითებთ სათაურს, რამდენიმე სამუშაო დღეში მიიღებთ დადასტურებას.
Comments