top of page

ავეჯის მაღაზიასთან მოგებული დავა

Writer's picture: Beka MosashviliBeka Mosashvili

ირაკლიმ და ელენემ ახლახანს შექმენს ოჯახი, შეიძინეს საცხოვრებელი ბინა და გადაწყვიტეს ავეჯით მისი მოწყობა.

მათ თბილისში მიმართეს ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიას, შეარჩიეს დივანი და სამზარეულოს მაგიდა კატალოგიდან. იქიდან გამომდინარე, რომ მაღაზიას ადგილზე მარაგში არ ჰქონდა ეს მოდელები, მაღაზიის მენეჯერმა უთხრა რომ ერთ თვეში ჩამოვიდოდა აღნიშნული მოდელები და ადგილზე მიუტანდნენ.

ირაკლი და ელენე დათანხმდა ამ შემოთავაზებას, მაღაზიასთან გაფორმდა ხელშეკრულება ავეჯის ნასყიდობის თაოაბაზე, სადაც ეწერა რომ კონკრეტული მოდელის ავეჯი მათ მიეწოდებოდათ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა მათ საცხოვრებელ მისამართზე. მათ წინასწარ მაღაზიას გადაურიცხეს ავეჯის საფასური 3200 ლარი.


ახლად დაქორწინებული წყვილი აპირებდა ოჯახში სტუმრების დაპატიჟებას და წვეულები მოწყობას, მაგრამ რაც დრო გადიოდა ნათელი იყო, რომ მაღაზია ერთ თვეში ავეჯს არ მიუტანდა. მართლად გავიდა ერთი თვე და ერთი კვირა, მაგრამ მაღაზიამ არ შეასრულა ვალდებულება. როდესაც დამკვეთმა (ირაკლიმ) დარეკა მაღაზიაში და მოითხოვა განმარტება, მათ უთხრეს რომ 15 დღეში ნამდვილად იქნებოდა მზად ყველაფერი. ირაკლიმ ადამიანურად გაითვალისიწნა მაღაზიის თხოვნა, მაგრამ მიუხედავად მისი მხრიდან კეთილსინდისერი ქმედებისა, მაღაზიამ მაინც არ შეასრულა ვალდებულება.


ცხადია ირაკლიმ და ელენემ მოითხოვეს თანხის უკან დაბრუნება, მაგრამ მაღაზია კვლავ აგრძელებდა უშედეგო დაპირებების მიცემას და არასანდო კომუნიკაციას, რადგან მრავალი დაპირების მიუხედავად არც ავეჯი იქნა მიტანილი და თანხასაც რატომღაც არ აბრუნებდნენ.


ჯამში გავიდა დაახლოებით 4 თვე, შემდეგ მომმართეს მე და როდესაც საქმეში ჩავერთე, უშუალოდ გავესაუბრე მენეჯერს, კომპანიის დირექტორს და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოვითხოვე დაუყოვნებლივ ან თანხის დაბრუნება.

კომპანიამ პირველივე შეტყობინებისთანავე გონივრულ ვადაში (5 კალენდარულ დღეში) ჩემს კლეინტებს დაუბრუნა მათი კუთვნილი თანხა 3200 ლარი და ბოდიშიც მოიხადა.


ყველა მეწარმე სუბიექტმა პატივი უნდა სცეს მომხმარებლის უფლებებს, დროულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და იზრუნოს სერვისის ხარისხზე. ზოგჯერ ადგილი აქვს გარკვეულ დაუძლეველ ძალას, რის გამოც ვერ სრულდება ვალდებულება მაგრამ თვეების მანძილზე კლიენტის მოტყუება და უშედეგო დაპირბებეის გაცემა ნამდვილად ლახავს მომხარებლის უფლებებს და ასევე ცხადია თავად კომპანიაც ბაზარზე კარგავს სანდოობას.


მოცემული დავა წარმატებით დასრულდა მოლაპარაკების ფარგლებში, მაგრამ თუკი ავეჯის მაღაზია არ დათანხმდებოდა ჩვენს პირობებს და არ დააბრუნებდა, ჩვენ აუცილებლად მივმართავდით სასამართლოს სარჩელით და მოვითხოვდით თანხის უკან დაბრუნებას, რაც კომპანიისთვისაც უარესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვინიდან სასამრთლოში დავა დაკავშირებული არის ხარჯებთან, რომლის ანაზღაურება მოუწევდა მაღაზიას ჩვენს მიერ საქმის მოგების შემდეგ.


რჩევა:

მოცემულ საქმეში როგორც ნახეთ, ირაკლიმ და ელენემ მაღაზიასთან გააფორმეს წერილობითი ხელშეკრულება და არა ზეპირი, რაც დასამტკიცებლად უფრო რთული იქნებოდა, ასევე თანხა მაღაზიას ჩაურიცხეს საბანკო გადარიცხვის წესით და არა ხელზე ანგარიშსწორებით, რაც მატი მხრიდან არის წინდახედულობის გამოხატულება. რადგან თუკი არ იქნებოდა წერილობითი გარიგება და თანხასაც ნაღდი ფულის სახით მისცემდნენ, მტკიცება უფრო რთული გახდებოდა.

ამიტომ გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი მაგალითი და დაიცავით საკუთარი უფლებები.


*მოცემულ საქმეში ცხადია შეცვლილია სახელები და ამბავი გადმოცემულია ზოგადად საზოგაოების ინფორმირების და სამართლებრივი ცნოებიერების ამარლების მიზნით.

Recent Posts

See All

Комментарии


ყველა უფლება დაცულია © ბექა მოსაშვილი 2019 

bottom of page