მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ორივე მშობელს თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენის ვალდებულება, მათ უნდა ამყოფონ შვილები ნორმალური განვითარებისათვის საჭირო პირობებში.
სამწუხაროდ საქართველოში არის დამკვიდრებული შეხედულება, რომ თითქოს ალიმენტი შესაძლოა მხოლოდ მამას დაკისროს, სინამდვილეში კი სამართლებრივად სრულიად შესაზლებელია რომ დედასაც დაეკისროს ალიმენტი, თუკი ის გაურბის შვილის რჩენის ვალდებულებას.
ჩვენი კომპანია საოჯახო დავების საქმეების წარმოებაში მიღებისას, უპირატესად განიხილავს არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავიგოთ თუ რა სჭირდება ბავშვს და დავეხმაროთ მშობელს მისი მოთხოვნის ფორმულირებაში.
თავის მხრივ კლიენტი/მშობელი ვალდებულია შეძლებისდაგავრად წარმოადგინოს ის ინფორმაცია ან/და დოკუმენტები რითაც დასტურდება ბავშვის საჭიროებები და ხარჯები. მაგალითად: ბავშვი შეიძლება სწავლობდეს კერძო სკოლაში/ბაღში, სჭირდებოდეს განსაკუთრებული პირობები ან მკურნალობა, ექიმთან პერიოდული კონსულტაცია და მედიკამენტები. ყოველივე ამის გათვალისწინებით გამოითვლება ალიმენტი ოდენობა.
ხშირად კონსულტაციის დროს ხშირად დასმულ კითხვას წარმოადგენს თუ რა ოდენობით დაეკისრება მშობელს ალიმენტი. აქ გასათვალისწინებელი არის რიგი ფაქტორები: მშობლის შემოსავალი და მისი ფინანსური ვალდებულებები, არის თუ არა მასზე დამოკიდებული ფინანსურად სხვა პირი, რა სჭირდება ბავშვს მისი ასაკის გათვალისწინებით და ა.შ.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა საქმე არის ინდივიდუალური და სასამართლოც აუცილებლად იზრუნებს იმაზე, რომ დაცული იყოს საქმის განხილვისას უპირატესად ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ასევე მხარეთა თანასწორობა კანონის წინაშე.
როგორც წესი ალიმენტის ოდენობაზე მშობლები თავად თანხმდებიან, მაგრამ შემდეგ ისე ხდება რომ ერთ-ერთი მშობელი არღვევს გადახდის პირობას და საქმე მაინც სასამართლოში გადაინაცვლებს.
ასეთ შემთხვევაში ადვოკატი დაგეხმარებათ თქვენი შვილის სასარგებლოდ მეორე მხარეს დაეკისროს ალიმენტი იმ ოდენობით რაც საჭიროა და საკმარისია ბავშვის რჩენის და ნორმალური განვითარებისათვის.
თქვენ ადვოკატს უნდა მიაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტები, მათ შორის: ბავშვის დაბადების მოწმობა და მეორე მხარის/მშობლის მონაცემები.
ალიმენტის დაკისრების თაობაზე სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ალიმენტის მოთხოვნისათვის არ არის აუცილებელი ცოლ-ქმარი იმყოფებოდეს რეგისტირებულ ქორწინებაში.
ჩვენ დაგეხმარებით თქვენი არასრულწლოვანი შვილის ინტერესების და უფლებების დაცვაში სასამართლოში საქმის წარმოების ან მორიგების გზით.
댓글