• Beka Mosashvili

რატომ არის საჭირო საქორწინო ხელშეკრულება
















🤵👰საქორწინო ხელშეკრულება 🔴 მეუღლეთა უფლებებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსი, მაგრამ მეუღლეებს შეუძლიათ მათი ქონებრივი უფლებები დაარეგულირონ განსხვავებულად საქორწინო ხელშეკრულების დადებებით. 🔵საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და აუცილებელი არის მისი ნოტარიული დამოწმება. 🔴 საქორწინო ხელშეკრულებით შეიძლება მოწესრიგდეს როგორც ამჟამინდელი, ასევე სამომავლო ქონების ბედი💎🚙💰💍 მეუღლეთა მონაწილეობა ხარჯებში და შემოსავლებში, სხვა ფინანსური საკითხები. 🔵ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ქორწინებამდე ან ქორწინების შემდეგ. ქორწინებამდე დადებული ხელშეკრულება ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ და მოქმედებს იქამდე. ვიდრე მეუღლეები არ განქორწინდებიან ან შეთანხმებით არ მოხდება შეწყვეტა. 🔴 ხელშეკრულებაში ცვლილება ხდება ორმხრივი შეთანხმებით და არა ცალმხრივად. ერთ-ერთ მეუღლეს რომელიც იმყიფება გაუარესებულ.მდგომარეობაში და მის მიმართ მოქმედებს უსამართლო პირობები, მას უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ხელშეკრულების ცვლილევისათვის.


ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მეუღლეები გადაწყვეტენ განქორწინებას და ყავთ საერთო შვილები და დგება საკითხი თუ როგორი იქნება მათი უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ (მაგალითად რომელი შვილი იცხოვრებს ერთ-ერთ მშობელთან, ვინ გადაიხდის სწავლის და სხვა ხარჯებს, რა ოდენობით, ნახვის დღეების განსაზღვრა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი დეტალი),ამის მარტივად გადაჭრაში მხარეებს ეხმარებათ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც თავიდანვე არის მოწესრიგებული ყველა საკითხი, რომელიც შეიზლება სადავო გახდეს განქორწინების შემდეგ.

სხვა შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს საქორწინო ხელშეკრულება და ვერც მეუღლეები თანხმდებიან სადავო საკითხებზე, დავას განიხილავს სასამართლო, რომელიც მოარიგებს მხარეებს ან მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოწესრიგდება სადავო საკითხები.

💻⌨️www.advokat.ge #ხელშეკრულება

#საქორწინოკონტრაქტი

#ადვოკატი

#ადვოკატები

#საადვოკატობიურო

59 views0 comments