ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 2020 წლის 21 მარტს, რომლითაც სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაგვიწესდა. მაგრამ დღეიდან საქართველოში აღარ იმოქმედებს კომენდანტის საათი და საგანგებო მდგომარეობაც გაუქმდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აღარ იმოქმედებს საგანგებო მდგომაროება, მაინც ძალაში რჩება არსებული შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ეხება მოქალაქეებს და მეწარმე სუბიექტებს.
გაუქმდა კომენდანტის საათი და მოქალაქეებს შეუძლიათ შეუზღუდავად გადაადგილება, მათ შორის გაუქმდა აკრძალვა რომელიც ეხებოდა ავტომობილით გადაადგილების დროს 3 ზე მეტი ადამიანის ტრანსპორტირებას.
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კვლავ იარსებებს შეზღუდვები.
ძალაში რჩება მოქალაქეთა ვალდებულება ყველა დახურულ დაწესებლებაში და სივრცეში დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე.
ტაქსით გადაადგილებისას მგზავრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ორ ადამინაზე მეტი და საჭიროა მძოლმა ატაროს პირბადე.
70 წლის და მეტი ასაკის ადამინები შეუზღუდავად შეძლებენ გადაადგილებას.
ადგილზე კვების სერვისით ვერ ისარგებლებენ რესტორნებში, სწრაფი კვების თუ სხვა სახის დაწესებულებებში.
შეზღუდული იქნება ისევ სავაჭრო ცენტრების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების ფუნქციონირება (გარდა ონლინ ვაჭრობისა).
აზარტული თამაშების მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ ონლიან სივრცეში.
ყველა მეწარმე სუბიექტი, რომელთაც დართეს უფლება ფუნქციონირება, ისევ ვალდებულნი არიან დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების მიერ დაწესებული მოთხოვნები და რეკომენდაციები.
Comments