top of page
არტურ ჩობანიანი

როგორ არეგულირებს კანონი "ცილისწამებას"


მოგეხსენებათ რომ, საქართველოს კონსტიტუცია ადგენს რომ, ყოველ ადამიანს გააჩნია სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, დაუშვებელია ადამიანის დევნა სინდისის, სიტყვისა და აზრის გამო და ასევე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, თუმცა რათქმა უნდა ეს უფლება არ არის აბსოლუტური ძალის მატარებელი და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ისეთ შეთხვევაში თუ იგი ლახავს და არღვევს სხვა სუბიექტების უფლებებს.

კანონით დაცულია ადამიანის აბსოლუტური თავისუფლება, ხოლო რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას იგი გააჩნია ყველას გარდა, ადმინისტრაციული ორგანოებისა. ამ შემთხვევაში, იგულისხმება როგორც აზრის აბსოლუტური თავისუფლება, ისე პოლიტიკური, სიტყვისა და დებატების თავისუფლება, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მოძიების, შენახვისა და გავრცელების თავისუფლება, ცენზურის დაუშვებლობა. აღნიშვნის ღირსია რომ, ს.ს.კ-მა მოახდინა ცილისწამების კრიმინალიზაცია და ითვალისიწინებდა სისხლისაამართლებრივ პასუხისმგებლობას ცილისწამებისთვის და დამამძიმებელ გარემობებში ადგენდა საპატიმრო სასჯელსაც კი. თუცმა 2004 წელს განხორციელდა საკანონდმებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც 2004 წლის 24 ივნისს მიღებული კანონით განხორციელდა ცილისწამების დეკრიმინალიზაცია ანუ სისხლის სამართლის კოდექსში გაუქმდა შესაბამისი მუხლი(148-ე მუხლი) და დღესდღეობით ცილისწამება დანაშაულს აღარ წარმოადგენს, ხოლო ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირებულია საქართველოს სპეციალური კანონით ე.წ. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მე-13 და მე-14 მუხლებში. აღნიშნულ კანონში მოცემულია ცილისწამების დეფინიცია, კერძოდ: ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელება სხვა პირზე, რაც ზიანს აყენებს მას.


ცილისწამება საჯარო და კერძო პირთა მიმართ:


გასაზიარებელია რომ, აღნიშნული კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს საჯარო და კერძოდ პირის მიმართ ცილისწამებას და თითოეულ შემთხვევაში ითვალისიწნებს სპეციალურ რეგულაციებს. კერძოდ საჯარო პირი ნიშნავს საქართველოს კანონით „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს, ასევე ისეთ პირებს რომელთა გადაწყვეტილება და აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, პირსა რომლისკენაც ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. რაც შეეხება კერძო პირს იგი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც არ წარმოადგენს საჯარო პირს და ადმინისტრაციულ ორგანოს. აღსანიშნავია რომ, ორივე შემთხვევაში ცილისწამების ფაქტის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა იმას თუ ვინ იყო ცილისმწამებელი არა იმას თუ ვის მიმართ განხორციელდა ცილისწამება ანუ გადამწყვეტი ფაქტორი ცილისწამების კვალიფიკაციის დროს არის ცილისწამების არა სუბიექტი არამედ ობიექტი.


სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი კერძო და საჯარო პირთა მიმართ ცილისწამებისას:


სასამართლო პრაქტიკა ფორმირებულია იმგვარად რომ, საჯარო პირად მიჩნეულია ასევე გარდა თანამდებობის პირებისაა ასევე მაგ. ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მსახიობი და ა.შ. მიუხედავად მის მიერ დაკავებული პოზიციისა ანდა მისი ცნობადობისა, შესაბამისად საჯარო პირის ცილისწამებას ადგილი ექნება იმ შემთხვევაშიც თუ განხორიცელდა იგი მაგ. ცნობილი მსახიობის ანდა ჟურნალისტის მიმართ.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის მიხედვით კერძო პირის ცილის წამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში თუკი პირი დაამტკიცებს რომ, მოპასუხის განცხადება არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს, უშუალოდ მის შესახებ და თუ მას მიადგა ზიანი. ეს 2 წინაპირობა ანუ მცდარი ფაქტებისა და ზიანის არსებობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კერძო პირის ცილისწამების განსაზღრელად. რაც შეეხება, საჯარო პირის ცილისწამებას ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, თუკი დაზარალებულია სუბიექტი გარდა აღნიშნული 2 გარემოებისა დამატებით კიდევ დაამტკიცებს იმასაც, რომ გავრცელებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ანდა მოპასუხემ გამოიჩინა ისეთი დაუდევრობა, რამაც არსებითად მცდარი ფაქტის გასაჯაროობა გამოიწვია, როგორც ვხედავთ საჯარო პირის ცილისწამების ფაქტის დადგენისათვის დამატებით მესამე პირობაც უნდა არსებობდეს განსხვავებით კერძო პირის ცილისწამებისაგან.


აღსანიშნავია რომ, როგორც კერძო პირის ასევე საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში აუცილებელია რომ ფაქტი იყოს მცდარი, ისეთ შემთხვევებში როდესაც, პირის მიერ გამოთქმულია მხოლოდ აზრი ანდა დაფიქსირებულია მისი სუბიექტური პოზიცია ცილისწამებად ვერ ჩაითვლება. ზემოთდასახ. კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს როდესაც ცილის წამება შეიძლება გამოირიცხოს საერთოდ, კერძოდ ეს არის შემთხვევა როცა კანონით წინასწარ გამოირიცხება ინფორმაციის გავრცელებისათვის პასუხისმგებლობა მაგ. შემთხვევა როდესაც პირმა განცხადება გააკეთა დაზარალებული პირის თანხმობით ანდა საქმე გვაქვს ფართო საზოგაოდოებრივ ინტერესთან.


სასამართლოსთვის მიმართვა ცილისწამების დროს:


პირს აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს კანონით აღიარებული უფლებების ხელყოფისა და შელახვის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისაგან, ჩარევისაგან დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით. ცილისწამების დროს, პირის სარჩელი-იმისთვის რომ სასამრთლოს მიმართოს და მოითხოვოს თავისი ინტერესების დაცვა, განსაზღვრულია სპეციალური და გარკვეული დრო ანუ ცილისწამებისათვის სარჩელის შეტანა გარკვეულ ვადაშია მხოლოდ შესაძლებელი, კერძოდ ეს არის 100 დღე მას შემდეგ და იმ მომენტიდან რაც პირი გაეცნო ან მას შეეძლო გასცნობოდა ინფორმაციას.

რას ნიშნავს შეეძლო გაცნობოდა? ტერმინში „შეეძლო გასცნობოდა“ იგულისხმება ნებისმიერი მედიასაშუალებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც არის საჯარო და რომელზეც წვდომა შეეძლებოდა პირს იმ მომენტში. იგი თავს ვერ იმართლებს რომ გარკვეული მიზეზების გამო მან ეს ინფორმაცია ვერ წაიკითხა თავის დროზე. ცილის წამების შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს რომ მიყენებული ქონებრივი(მატერიალური) ანდა არაქონებრივი(მორალური) ზიანი აუნაზღაურდეს ასეთ შემთხვევაში ზიანი უნდა იყოს მიზეზობრივ კავშირში ცილის წამების აქტთან, ანუ უნდა არსებობდეს ცილისწამებასა და მიყენებულ ზიანს შორის კაუზალურობა.


პასუხისმგებლობის გამომრიცხველი შემთხვევები ცილისწამებისას:


1. ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობას არ იწვევს განცხადება რომელიც, გაკეთებულია დავუშვათ პოლიტიკური დებატების ფარგლებში, ასევე უზენაესი წარმომადგენლობითი ორგანოს, ავტონომომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ანდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობისა და სამსახურეობრივი ფუნქციის შესრულებისას.


2. თუ საქმე გვაქვს საზოგადოებრივ ინტერესთან და სხვ.


3.ასევე გამორიცხავს პასუხისმგებლობას ისეთი განცხადება რომელიც გაკეთდა წინასასმართლო ანდა სასამართლო პროცესზე დავუშვათ სახალხო დამცველის წინაშე, პარლამენტის, ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ან საკრებულოს ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს კომიტეტების თუ კომისიების სხდომაზე პირის მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელების ფარგლებში.


4.ცილისწამების თაობაზე სამოსამართლო დავის საგანი არ შეიძლება გახდეს ისეთი განცადება რომელიც ეხებოდა პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს და რომელშიც დაზარალებული სუბიექტი არ იყო ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული.


5.ცილისწამების თაობზე სასამართლო დავა არ შეიძლება ეხებოდეს ასევე სახელმწიფო ან ადმინსიტრაციული ორგანოს პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვას.


6. თუკი პირმა განცხადება გააკეთა თვითონ დაზარალებული სუბიექტის თანხმობით ამ შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა გამოირიცხება.


7. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ გამოთქმულია მხოლოდ აზრი, ასევე დაფიქსირებულია პოზიცია და ა.შ., ცილისწამება არ დადგება.


8. ასევე გამოირიცხება ცილისწამების განცხადებისას პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაშიც თუკი მისი განცხადება წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს.


9. პირს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ შემთხვევაშიც თუკი მისი ქმედება არ იყო ბრალეული ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა რომ ცილისწამებლურ განცხადებას ავრცელებდა.


10. და ბოლოს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობა გამოირიცხება იმ შემთხვევაშიც, როცა კანონით წინასწარ გამოირიცხება ინფორმაციის გავრცელებისათვის პასუხისმგებლობა.


აღნიშვნის ღირსია რომ, იმ შემთხვევაში თუ ცილისწამებლური ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო მედიაში ჟურნალისტის მიერ ასეთ დროს მოპასუხეს მხარეზე სასამართლოში იქნება არა ეს ჟურნალისტი ანუ კონკრეტული ინფორმაციის გამომქვეყნებელი, არამედ თვითონ მედიასაშაულების მესაკუთრე.


გარდაცვლილის მიმართ ცილისწამების საკითხის რეგულირება:


მოკლედ რომ, შევეხოთ გარდაცვლილი პირის მიმართ ცილისწამების თემას, უნდა ითქვას რომ მოქმედი კანონდმებლობა ადამიანის ღირსების დაცვას ახორციელებს პირის გარდაცვალების შემდეგაც და კანონით დადგენილია რომ გარდაცვლილი პირის მიმართ ცილისწამების თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვა, შეუძლია პირს რომელსაც, გააჩნია საამისოდ დაცვის ღირსი ინტერესი. კერძოდ, მაგ., გარდაცლვილის მემკვიდრეებს, მათ შეუძლიათ გარდაცვლილის სახელისა და ღირსების ისეთი დაცვის მოთხოვნის დაყენება, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც.

ამასთან, გასაზიარებელია ის მოსაზრება რომ, სახელის პატივისა და ღირსების შელახვისათვის ასევე მორალური ზიანისათვის ქონებრივი ანუ მატერიალური ანაზღაურების მოთხოვნა ადამიანის გარდაცვალების შემდეგ დაუშვებელია.


სასმაართლო განხილვის პროცესი ცილისწამებისას:


სასამართლო განხილვის პროცესს, რაც შეეხება კანონის მიხედვით სასმამრთლოს ეკისრება ვალდებულება რომ ცილისწამების თოაბაზე სარჩელის მიღების შემდეგ მან მიიღოს ზომები მხარეთა მოსარიგებლად. მას აქვს უფლება რომ გადადოს საქმის განხილვა და მორიგებისათვის დანიშნოს სპეციალური ვადა რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.

ზემოაღნიშნული, კანონის თანახმად პირს ენიჭება კვალიფიციური პრივილეგია ანუ ნაწილობრივ ან პირობით თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელების შემთხვევაში, თუკი მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და გაატარა ქმედითი ღონისძიებები ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად. ცილისწამებასთან დაკავშირებით მოაპსუხეს შეიძლება სასამართლომ დააკისროს დადგენილი ფორმით ცნობის გამოქვეყნება სასმართლო გადაწყვეტილების შესახებ თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ რომ მოპასუხისათვის ბოდიშის მოხდის იძულება არის კანონით აკრძალული და დაუშვებელი. თუკი, მოპასუხე კანონით დადგენილ ვადაში განახორციელებს გავრცელებული ინფორმაციის შესწორებას ან უარყოფას მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისთვის ასეთ შემთხვევაში, მოპასუხეს შეიძლება დაეკისროს ასევე მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ანდა არაქონებრივი ანაზღაურებაც. ზემოთ, ჩვენ მიერ აღინიშნა რომ, საქართველოში ადრე მოქმედი სპეციალური მუხლით ცილისწამება ითვლებოდა დანაშაულად და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენის შემთხვევაში საპატიმრო სასჯელიც კი იყო გათვალისწინებული.


ცილისწამების რეგულირება ევროპის ქვეყნებში:

ამასთან დაკავშირებით მოკლედ აღვნიშნავთ რომ, ცილისწამების დასჯადობაზე ზოგიერთ ევროპის ქვეყანას მათ შორის განვითარებულ ქვეყნებსაც, მაგ. ესპანეთის სისხლის სამართლის კოდექსით ცილისწამებასა და შეურაცხყოფას სპეციალური თავი აქვს დათმობილი, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსში დღესაც არის დადგენილი პასუხისმგებლობა შეურაცხყოფისათვის და იგი ისჯება 2 წ-მდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დამამძიმებელ გარემობებში ჩადენილ ცილისწამებისთვის კი დადგენილია სანქცია თავისუფლების აღკვეთით 5 წ-მდე ვადით.

საბოლოო ჯამში დასახ. ნაშრ-ში, საუბარი გვქონდა ცილისწამებაზე კერძოდ იმაზე თუ რას ითვალისწინებს კანონმდებლობა ცილისწამაბის საკითხებთან დაკავშირებით და რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.


არტურ ჩობანიანი

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.


703 views0 comments

Comments


bottom of page