🔴 ავტომატური შაშხანა- სრულად ავტომატური (fully automatic rifle) იარაღი, საიდანაც გასროლის ავტომატური ჯერი ხორციელდელდება სასხლეტზე ერთხელ დაჭერით, ამიტომაც მას ეწოდება ,,ავტომატი“ .
🔴 სურათზე წარმოდგენილი არის სხვადასხვა წარმოების და მოცულობის, სიმძლავრის და სხვა მახასიათებლების მქონე ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი. (მათ შორის ვხედავთ გლოკს) ხშირად ეშლებათ სრული ავტომატური სისტემა ნახევრად ავტომატურ რეჟიმში, რომელიც არ აწარმოებს ავტომატური ჯერით გასროლას და საჭიროა ყოველჯერზე თითის სასხლეტზე მიწოლა.
ასევე ავტომატური იარაღი არ ნიშნავს აუცილებლად ავტომატს, რადგან ამ კატეგორიაში შედის ისეთი იარაღებიც, რომლებიც არ აწარმოებენ ავტომატური ჯერით გასროლას). იხილეთ ქვემოთ ავტომატური იარაღის განმარტება:
ავტომატური იარაღი-ცეცხლსასროლი იარაღი, რომელშიც გადატენა და შემდეგიგასროლახდება ავტომატურად წინა გასროლის ენერგიის ხარჯზე. ავტომატური იარაღს განეკუთვნება:ავტომატი,ტყვიამფრქვევი, ავტომატურიშაშხანა,პისტოლეტი, ყუმბარმტყორცნი დასაარტილერიო ქვემეხი.
ავტომატი - (ბერძნული automatos – თვითმოქმედი), ინდივიდუალური ცეცხლსასროლი იარაღი, შემუშავებული სიმძლავრის მიხედვით შაშხანისა და პისტოლეტის ვაზნებს შორის შუალედურ პოზიციაზე მყოფი ვაზნისთვის.
ანალოგიურ იარაღს შესაძლებელია სხვა სახელწოდებაც ჰქონდეს (მაგალითად, საიერიშო შაშხანა). ავტომატი ითავსებს შაშხანების შორს სროლას, სიზუსტეს და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის სისწრაფეს.
ვიდეოში დეტალურად იხილავთ თუ როგორ მუშაობს კალაშნიკოვის (აკ-47) სისტემის იარაღის მექანიზმი.
სურათზე წარმოდგენილი არის კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური შაშხანა "აკ-47", დაშლილ მდგომაროებაში.
ავტომატი, როგორც ხელის სხვა ცეცხლსასროლი იარაღი შედის მცირე შეიარაღების კატეგორიაში.
🔴ავტომატური იარაღი წარმოადგენს საბრძოლო კატეგორიას.
საბრძოლო იარაღი დამზადებულია ქარხნული წესით, ერთ-ლულიანია, ლულის არხში აქვს ნაჭდევები/ხრახნილები ანუ იარაღი ხრახნილულიანია, აუცილებლად დატანებული აქვს ქარხნული ნომერი კორპუსზე (ლაზერით ან ტვიფარის სახით) და დამამზადებელი ქარხნის დამღა. ამ ჯგუფის ცეცხლსასროლ იარაღებს მიეკუთვნება: პისტოლეტი, რევოლვერი, ავტომატური-პისტოლეტი, ტყვიამფრქვევი, ავტომატური და სნაიპერული შაშხანა.საბრძოლო იარაღი განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურებისათვის ან სხვა ბარიერის/ობიექტის დასაზიანებლად.
ავტომატური იარაღი, ისევე როგორც სხვა დანიშნულების და კატეგორიის იარაღი, აღირიცხება მკაცრი აღრიცხვის წესით შესაბამისი უწყბების მიერ.
საქართველოში მსგავსი იარაღი არ არის სამოქალაქო ბრუნვაში, შესაბამისად გამორიცხულია მისი რეგისტრაცია შინაგან საქმეთა სამინისტორს მომსახურების სააგენტოში. შესაბამისად თუნდაც სიმბოლურად ან სუვენირის სახით ერთი საბრძოლო ვაზნის შენახვაც კი წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისტინებულ დანაშაულს (მუხლი 236)
Comments