• Beka Mosashvili

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რეგულირება


🔴ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება რეგულირდება "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით.


🔴საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, როდესაც აუცილებელია: მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალების, შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის თავიდან არიდება/პრევენცია/შეჩერება.

🔴მიზანი: ვითარების უსწრაფესი ნორმალიზაცია, კანონიერებისა და მართლწესრიგის აღდგენა.

🔴საგანგებო მდგომარეობა ცხადდება დროებით გარკვეული ვადით და შეზღუდვებით.


🔴საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის რომელიმე ნაწილში.

🔴თუკი მიღებული იქნება გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის შესახებ, გადაწყვეტილების ტექტსი და ინფორმაცია თუ რა უფლებები იქნება შეზღუდული და რა მოცულობით, რამდენი ხნით და რა მიზნით, ვრცელდება საჯაროდ და საქვეყნოდ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით.

🔴ასეთ დროს შესაძლოა შეიზღუდოს ზოგიერთი უფლება. მაგალითად: მოქალაქეთა ქვეყნიდან გასვლის და შემოსვლისთვის დაწესდეს სპეც. რეჟიმი, შეიზღუდოს მოქალაქეთა საჯაროდ შეკრება, საკუთრების უფლება, კავშირგაბმულობის განსაკუტრებული რეჟიმი დაწესდეს, გამოყენებულ იქნეს იურიდიული პირების რესურსი საზოგადოებრივი ონტერესებისთვის სათანადო ანაზღაურებით, დაწესდეს საინფორმაციო საშუალებებზე კონტროლი, შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და ა.შ.

🔴შესაძლებელია გამოცხადდეს ასევე კომენდანტის საათი.


მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ.


წესებს დამრღვევ პირებს დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები👀


🔴ცხადია მნიშვნელოვანია მოსახლეობის მიერ ასეთ დროს დროებით დადგენილი წესების დაცვა, ასევე სახელმწიფოს მზაობა ასეთ დროს არ გადააჭარბოს რომელიმე უწყებამ უფლებამოსილებას და ყველა უფლება გამოყენებულ იქნეს გონივრულად და მხოლოდ საზოგადოების ინტერესების და უსაფრთხოებისათვის.

2 views0 comments

ყველა უფლება დაცულია © ბექა მოსაშვილი 2019 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now