• Beka Mosashvili

უნაკლო ნივთის გადაცემის მოვალეობა


საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით „გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი“.

კანონის ეს მოთხოვნა არის სავალდებულო და იმპერატიული ხასიათის, რომლის ცვლილება და რაიმე დათქმის გაკეთება მის შესახებ მხარეთა შეთანხმებით არის დაუშვებელი.

ეს მიდგომა ემსახურება მყიდველის ინტერესების დაცვას და გამყიდველის მხირდან სახელშეკრულებო ვალდებულებისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების უზრუნველყოფას.


როდესაც მხარეთა შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, მხარეები თანხმდებიან ხელშეკრულების არსებით პირობებზე. გამყიდველი აწესებს გარკვეულ საფასურს ნივთზე, ხოლო მყიდველს აქვს მოლოდინი, რომ მიიღებს მისთვის სასურველ ნივთს შესაბამისი მახასიათებლებით. ესეიგი ნივთი ნივთობრივად ნაკლის მქონედ ჩაითვლება იმ შემთვევაში, თუკი იგი არ არის თავსებადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთისა, მაგალითად: არ შეესაბამება ხარისხს, თვისებას, წონას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უვარგისია ნორმალური სარგებლობისათვის.


გარდა ვიზუალური თუ ფიზიკური მახასიათებლებისა, ნივთი ნაკლის მქონე არ უნდა იყოს უფლებრივი კუთხითაც, რაც ნიშნავს იმას, რომ მესამე პირს უფლება არ უნდა ჰქონდეს განაცხადოს მასზრე რაიმე სახის პრეტენზია. ასეთი შეიძლება იყოს მესამე პირისგან საკუთრების უფლებაზე რაიმე პრეტენზია.


ხშირად პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც პირი შეიძენს სამშენებლო კომპანიისგან სახლს ისე, რომ მას ხელშეკრულების დადებისას არ ეუბნებიან რომ საკუთრებაზე რეგისტირებული არის მაგალითად იპოთეკა, რაც შემდგომში მყიდველის ინტერესებს რისკის ქვეშ აყენებს.

ასევე გახშირებულ მაგალითს წარმოადგენს ავტომობილის შეძენა სხვადასხვა კომპანიებისგან ან ფიზიკური პირებისგან, როდესაც ავტომობილის ყიდვა ზოგჯერ ხდება უმარტივესი ხელშეკრულებით, სადაც საერთოდ არ არის საუბარი მყიდველის ინტერესებზე და არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ახალი ნაყიდი ავტომობილი გამოდის მწყობრიდან იმავე დღეს (გზაში) და შემდეგ ცხადია იწყება ხანგრძლივი დავა თანხის დაბრუნებაზე ან შეკეთებზე.


ასეთ შემთხვევებში გამყიდველი ვალდებულია გამოასწოროს ნაკლი გონივრულ ვადაში და გაიღოს ამისათვის საჭირო ხარჯი. მყიდველ უფლება აქვს ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა სსკ-ის 352 მუხლის მიხედვით.


ამიტომ ჩვენ გირჩევთ, ნებისმიერი სახის ქონების შეძენამდე აუცილებლად გაიაროთ კონსულტაცია ადვოკატთან და შეამოწმოთ ნივთის სამართლებრივი მდგომაროება, მოამზადოთ სათანადო ხელშეკრულება და დაიცვათ საკუთარი ინტერესები.

60 views0 comments