მოგეხსენებათ რომ, ტერმინი ფრენშაიზინგი არ არის ქართული ბუნების და მისი წარმოშობა უკავშირდება ევროპის სახელმწიფოებს. უპირველეს ყოვლისა ძირითად თემაზე გადასვლამდე მინდა განგიმარტოთ თუ რას წარმოადგენს ფრენშაიზინგი. ფრენშაიზინგი არის შერეული ტიპის ხელშეკრულება, რომელიც იჯარის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი ელემენტებით არის მოცული.
როგორც აღვნიშნეთ იგი შერეული ტიპის ხელშეკრულებაა, რომლის დეფინიცია მოცემულია ს.ს.კ-ის 340-ე მუხლში, კერძოდ შერეული ხელშეკრულების არსი ასეთია-ეს არის სპეციალური ხელშეკრულება რომლის შინაარსს ხელშეკრულების მხარეები აყალიბებენ და რომელიც შედგება მხარეთა თავისუფალ ნების საფუძველზე განსაზღვრულ პირობებისგან. შერეული ხელშეკრულება ისეთი ხელშეკრულებაა, რომელიც მოიცავს კანონით გაუთვალისწინებელ ერთზე მეტ სახელშეკრულებო პირობას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს შერეული ხელშეკრულების კონსტრუქციის შემოფარგვლა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებით და მან ასევე უნდა მოიცვას კანონით გაუთვალისწინებელი სახელშეკრულებო მოდელებიც.
თუმცა კონკრეტული კონსტრუქციის შერეულ ხელშეკრულებად დასაკვალიფიცირებლად აუცილებელია, რომ მასში შემავალი, მინიმუმ, 1 ხელშეკრულება მაინც კანონით იყოს გათვალისწინებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე იქნება ატიპიური და არა შერეული ხელშეკრულება ანუ ფრენშაიზინგი. ფრენშაიზის მიმღებს, საკუთარი სახელითა და ხარჯზე, გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე, უფლება აქვს გამოიყენოს ფრენშაიზის მიმცემის არამატერიალური ქონებრივი უფლებები, სავაჭრო ნიშნები, ნიმუშები, შეფუთვა, საქონლის წარმოების, შეძენის, გასაღებისა და საქმიანობის ორგანიზაციის კონცეფცია. ფრენშაიზის მიმცემი ვალდებულია განუწყვეტლივ განავითაროს მოქმედების ერთიანი სისტემა და საქმიანი ჩვევების გაზიარებით, ინფორმაციების მიწოდებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით მხარი დაუჭიროს ფრენშაიზის მიმღებს. მეორე მხრივ მას მეტ-ნაკლებად აქვს ფრენშაიზინგის მიმღებისათვის გადაცემულ სისტემაზე განსაზღვრული საკონტროლო უფლებები. რაც შეეხება ამ ფენომენის წარმოშობას მას იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებებისგან განსხვავებით არა აქვს დიდი წარსული თუმცა ის დიდი ხანია უკვე არსებობს. ფრენშაიზინგი განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახდა პოპულარული. ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში ვხვდებით, როგორც ტერმინ ფრენშაიზინგს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსში), ფრანჩაიზინგს (ინტერნეტ სივრცეში) და ასევე ფრენჩაიზინგს (ბიზნეს ლიტერატურაში) და ამასთან, სამივე მათგანი გამოიყენება ერთი აზრით. ეს სპეციფიკური მოვლენა პირველად აღმოცენდა ა.შ.შ-ში და შემდგომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ფრენშაიზინგი მნიშვნელოვანია სამეწარმეო აქტივობისათვის, გააჩნია მრავალი უპირატესობა და იზიდავს დამწყებ ბიზნესმენებს. მართებულად მიმაჩნია იმის თქმა, რომ დღესდღეობით საქართველოში ფრენშაიზინგის უდიდესი პერსპექტივა არსებობს, როგორც რეგიონულ ასევე საერთაშორისო დონეზე, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით რომ დღესდღეობით ფაქტობრივად იგი თავის განვითარებისა და აღორძნების ზენიტზეა საქართველოში. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს იმის აღვნიშნა, რომ საქართველოში ძირითადად ეს სახელშეკრულებო სპექტრი კონცენტრირებულია სწრაფი კვების ინდუსტრიის ირგვლივ. ჩემი აზრით, საქართველოსთვის ფრენშაიზინგის განვითარების მთავარი მამოძრავებელი და მასტიმულირებელი ძალა ისაა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი ინოვაციური იდეების დანერგვის შესაძლებლობა მისცეს, რაც პერპექტივაში მათი პროდუქტიულობის ამაღლების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. გამიჩნდა სურვილი რომ, გაცნობოთ ეს საბაზრო-სეგმენტი ქართულ პლატფორმაზე.
წარმოგიდგენთ იმ კომპანიათა ჩამონათვალს რომლებიც ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით მუშაობენ საქართველოში:
-„მაკდონალდსი“ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც ფრენშაიზას ხელშეკრულებით მუშაობს საქართველოში. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნულ საქმიანობას ეწევა „შერატონი“, “ჰაიტი“, “კოკა-კოლა“. პარფიუმერული სალონი „ივ-როშე“(საფრანგეთი), „ისი-პარი“, „ვულე-ვუ“, ბენზინგასამართი სადგურების ქსელი –„ვისოლი“, „ლუკოილი” და სხვ. საქართველოში ამ ხელშერკულებით მოსარგებლე კომპანიებს ასევე გააჩნიათ შიდა ფრენშაიზინგის განვითარების შესაძლებლობები. ამ კომპანიათა რიცხვშია, საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდის ,,SPAR”-ის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელი, ,,სპარ საქართველო”, რომელიც ყველა ადგილობრივ საცალ მოვაჭრეს, მაღაზიას თუ მაღაზიათა ქსელს შიდა ფრენშაიზინგის ლიცენზიის მოპოვებასა და ბრენდის ქვეშ გაერთიანების შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში პირველი ფრენშაიზის მიმღები შპს ,,ევროფუდია”, რომელიც სწორედ აღნიშნული პროექტის საფუძველზე ჩამოყალიბდა. 2000-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში ფრენშაიზინგის განვითარების დიდი პერსპექტივა იგრძნობა. კერძოდ, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში წარმატებული არაერთი მსოფლიო ბრენდი, ქართულ კომპანიებს სთავაზობს წარმოდგენილი იყვნენ როგორც ფრენშაიზის მიმღებები და შესაბამისად, თვითონ აარჩიონ ასორტიმენტისა და ფასების კატეგორია, თავისი რეგიონის შესაბამისად. ამასთან, რაც გასახარებელია კომპანიებს მოუწევთ მცირე ოდენობის დანახარჯის გაწევა ბიზნესში შესვლისა და ასორტიმენტის განახლებისათვის. საქართველოში ფრენშაიზინგის განვითარების უდიდეს პოტენციალზე და პროგრესზე მიუთითებს სწორედ ის ფაქტიც, რომ 2017 წლის ივნისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, თბილისში პირველად, ფრენშაიზინგის საერთაშორისო გამოფენა ,,BUYBRAND Transcaucasia” გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება საგამოფენო ცენტრ ,,ექსპო-ჯორჯიაში“ ჩატარდა და წარმოდგენილი იქნა რამდენიმე ათეული ბრენდი, რომლებმაც საკუთარ ფრენშაიზის პირობები გააცნეს ინვესტორებს საქართველოდან და სომხეთიდან. აუცილებელია აღინიშნოს, რომ ფრენშაიზინგის განვითარება საქართველოში რიგი სირთულეებით ხასიათდება. რიგ შემთხვევებში, ფრენშაიზის მიმღები არ ასრულებს თავის მოვალეობებს, კერძოდ ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც მიჰყავს ამ გარიგებას გაუქმებამდე. მოგახსენებთ რომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მეტწილად უპირატესობას ანიჭებენ პროდუქტების, ძვირადღირებული ნივთებისა, და სხვა საჭიროებების შეძენას მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ცალკეული კომპანიები პროდუქციას საერთაშორისო ნდობის მქონე ბრენდების სახელწოდებით სთავაზობენ, თუმცა სიღრმისეულად დაკვირვების შემთხვევაში, შესაძლებელია აღმოჩნდეს, რომ ასეთი კომპანიები ბაზარზე თვალთმაქცურად მოქმედებენ, შესაძლოა მათ არ გააჩნდეთ შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი საბუთი/დოკუმენტი, არ სარგებლობდნენ ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით და არც ჰქონდეთ რაიმე ვალდებულება, საკუთარი სტატუსის თაობაზე არსებული ინფორმაცია მიაწოდონ მომხმარებელს. ასევე ცნობის ასამაღლებლად მინდა აღვნიშნო რომ ბოლო პერიოდში ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდარომ საქართველოში ფრენშაიზინგის განვითარება განსაკუთრებით ხელსაყრელია ისეთ დარგებში, სადაც არ მოითხოვება მილიონობით დოლლარის ინვესტიცია, არამედ, სადაც საჭიროა შედარებით მცირე ოდენობის კაპიტალის დაბანდება.აქედან გამომდინარე, საქართველოსთვის ფრენშაიზინგის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა სწორედ ეს არის. ვინაიდან მცირე და საშუალო ბიზნესს, ახალი ინოვაციური იდეების დანერგვის შესაძლებლობა ნაკლებად აქვს, რაც იწვევს პროდუქტიულობის/ნაყოფიერების დაბალ დონეს და საბოლოოდ, აისახება მათი შეტანილი არასაკმარისი წვლილით საქართველოს ეკონომიკის განვითარების საქმეში. ფრენშაიზინგს როგორც ქართულ საბაზრო არეალზე ასევე მსოფლიო პლატფორმით გააჩნია როგორც უპირატესობები ასევე ნაკლოვანებები.
უპირატესობად დავასახელებდი:
1)ღირებული ბრენდისა და სავაჭრო მარკის ექსპლუატაცია
2)ე.წ. ფრანჩიზის მიმღები/მოსარგებლე გარვეულ ტერიტორიაზე სარგებლობს ექსკლუზიური უფლებებით, ფრანჩიზის გამცემი იგივე ტერიტორიაზე სხვას არ მისცემს ამ შესაძლებლობას.
3)ფრანჩიზის გამცემისგან დახმარება
4)ბიზნესი ემყარება ბრწყინვალ იდეას
ნაკლოვანებად დავასახელებდი:
1)შეიძლება წარმოიშვას გათვლილზე მაღალი ხარჯები
2)ბენეფიტის გაზიარება ფრანჩიზის გამცემთან
3)ფრანჩიზით მოსარგებლე ვერ სარგებლობს სრული ავტონომიით
ბოლოს, პრივილეგიებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით, გირჩევთ ახლად დამწყებ ბიზნესმენებს რომ, წინდახედულობითა და მოკრძალებული კაპიტალის დაბანდებით, თავიდან წამოწყეთ მცირე ბენეფიტის მიღებაზე ორიენტირებული ეკონომიკური/სამრეწველო საქმიანობა.
ავტორი-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი სტუდენტი
არტურ ჩობანიანი
Comments