top of page
  • თამარ ფიფია

ხელოვნური ინტელექტის როლი იურიდიულ პროფესიაში




დღეს XXI საუკუნეში, როცა სამყარო ტექნოლოგიური მიღწევების ავანგარდშია, წარმოუდგენელია გვერდი ავუაროთ ხელოვნური ინტელექტის არსზე, მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე საუბარს.

უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის არსზე რომ ვისაუბროთ ის არის ალგორითმებისგან შემდგარი მოწყობილობა, რომელსაც თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე მარტივად და სწრაფად შეუძლია ადამიანებს გარკვეული სერვისების მიღებაში დაეხმაროს. მსოფლიოს განვითარებასთან ერთად მუდმივად იზრდება და იხვეწება ხელოვნური ინტელექტის როლი,არეალი და შესაძლებლობები, ამის დასტურად შეგვიძლია ვთქვათ ის რომ ახლა AI (Artificial inteligence) ხელოვნური ინტელექტი არის გაცილებით ჭკვიანი,ვიდრე,ერთი ან რამდენიმე წლის წინ იყო,თუმცა სადამდე შეგვიძლია განვავითაროთ ხელოვნური ინტელექტი? და არსებობს თუ არა ზღვარი?,ამაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია.


ხელოვნურმა ინტელექტმა დღეს თითქმის ყველა სფერო მოიცვა: ჯანმრთელობა,კულტურა,განათლება,იურისპრუდენცია და ა.შ..აღნიშნულმა გარკვეული ადგილი დაიკავა იურისპრუდენციაშიც. იურისტის პროფესია უაღრესად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, რადგანაც ის კანონის უზენაესობას ემსახურება, იურისტის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანურია სხვა ჰუმანურ პროფესიათა შორის, ამ პროფესიაში უმთავრესია ადამიანი, იურისტი ეწევა კანონშემოქმედებით საქმიანობას, მონაწილეობას იღებს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და ა.შ., აქედან გამომდინარე, საინტერესოა რამდენად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს და საერთოდ შეუძლია კი ჩაანაცვლოს ადამიანი ამ პროფესიაში? განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პირობებში, როდესაც ურთიერთობებმა და აქტივობებმა გადაინაცვლა ვირტუალურ სივრცეში,იურისპრუდენციაში არსებულმა ვითარებამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა და მაგალითისთვის თვით სასამართლო პროცესებმაც კი გადაინაცვლა დისტანციურ რეჟიმში, სადაც აშკარად გამოკვეთა ხელოვნური ინტელექტის როლი და მნიშვნელობა.

ჩვენი ქვეყნის მაგალითზე თუ განვიხილავთ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პირველი ქართველი იურისტი ბოტი-ლობოტი, ლობოტის მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა იურიდიული მომსახურების მიღება ადამიანი იურისტის ჩართულობის გარეშე, მნიშვნელოვანია ის, რომ ლობოტის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ორ ძირითად მოქმედებაზე, პირველ რიგში ლობოტი სვამს შეკითხვებს, რომლებიც აუცილებელია სამართლებრივი პრობლემების ანალიზისთვის და შემდგომ მიღებული პასუხების ანალიზის შედეგად ლობოტი ამზადებს გარკვეულ სამართლებრივ დოკუმენტებსა თუ ამასთან დაკავშირებით დასკვნას, რობოტის შეკითხვები ე.წ. დახურული შეკითხვების პრინციპზეა დაფუძნებული, რომლის შედეგადაც მომხმარებელს მხოლოდ იმ სახით უწევს შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რომლითაც სთხოვს რობოტი.


როდესაც ხელოვნური ინტელექტის როლზე და მომავალ პერსპექტივებზე ვსაუბრობთ იურიდიულ პროფესიაში,ვფიქრობ მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ იმაზე თუ რა პოზიტიური გავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლო სისტემაში იურიდიული სერვისების განვითარებამ. დღეს ყველა ნათლად ხედავს და თანხმდება იმაზე რომ სასამართლო სისტემა არის არის მნიშვნელოვნად გადატვირთული, სასამართლოში ათი ათასობით საქმე შედის, რის შედეგადაც ფერხდება სამუშაო პროცესი, დღეს როცა ტექნოლოგირი კუთხით ასეთი მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს გლობალური მასშტაბით, ვფიქრობ ტექნოლოგიური სიახლეების უფრო მეტად და აქტიურად დანერგვა სასამართლოში პოზიტურ ზეგავლენას მოახდენს სამუშაო პროცესზე,ეს მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს იმას რომ სასამართლო სისტემამ სწრაფად, კვალიფიციურად ,ჯეროვნად და დადგენილ ვადებში შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა.

თანამედროვე მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა წარმოებაში დღეს აქტიურად იყენებს,ტექნოლოგიების მაღალი განვითარების შედეგია ხელოვნური ინტელექტის შექმნ აც,რომელიც თვითონ ადამიანის გონიერების ნაყოფია, არამხოლოდ ლოკალურად, არამედ საერთაშორისო ჭრილშიც თუ შევხედავთ ამ საკითხს, მსოფლიოში დღეს უკვე შექმნილია რობოტები, ჩათბოტები,რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ იურისპრუდენციის განვითარებაში, მისი მნიშვნელობიდან და პოტენციალიდან გამომდინარე შესაძლოა არსებობდეს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ რობოტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ადამიანთა ცხოვრებაში, მაგრამ ასევე არსებობს ვარაუდი იმისა რომ იურისტმა რობოტებმა შესაძლოა ადამიან იურისტებს გარკვეული პრობლემები შეუქმნან , ამ საკითხთთან დაკავშირებით არსებობს აზრთასხვადასხვაობა, ერთი ნაწილი საზოგადოებისა მიიჩნევს რომ აღნიშნული პოზიტურ როლს შეასრულებს,ხოლო მეორე ნაწილის აზრით კი ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია ფუნდამენტური როლი შეასრულოს იურისპრუდენციაში.

საბოლოო ჯამში,შემიძლია ვთქვა რომ ნებისმიერ ტექნოლოგიურ სიახლეს ადამიანები პოზიტიურად უნდა შევხვდეთ და ფეხი უნდა ავუწყოთ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ვფიქრობ რომ ხელოვნური ინტელექტი ვერ მოახდენს რევოლუციას იურისპრუდენციაში, რადგანაც სამართალი არ არის ზუსტი მეცნიერება, რაც იმას ნიშნავს რომ ერთი და იგივე საკითხი ორმა იურისტმა შესაძლოა სხვადასხვაგვარად აღიქვას განიხილოს, შეაფასოს და შემდეგ ასევე გაანალიზოს, შესაბამისად ალბათ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ამისთვის საჭიროა ანალიტიკური აზროვნება და ლოგიკური მსჯელობა, რომელიც მხოლოდ ღმერთის მიერ შექმნილ ქმნილება-ადამიანს შესწევს, აქედან გამომდინარე, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, ნაკლებად არსებობს საფრთხე იმისა რომ იურისტის პროფესია სრულად გაციფრულდეს და მასში მთავარი რგოლი არ იყოს ადამიანი.


თამარ ფიფია

სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული


___

გამოყენებული ლიტერატურა: https://forbes.ge/news/5912/Sedegze-momarTuli-SemoqmedebiToba


Comentarios


bottom of page