top of page
დოკუმენტის გამოთხოვა
მე დაგემხარებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან/ ორგანიზაციიდან დოკუმენტების კანონის შესაბამისად გამოთხოვის პროცესში თუკი რაიმე მიზეზის გამო თქვენ ვერ ახერხებთ ან არ იმყოფებით საქართველოში და თავად ვერ ახერხებთ დოკუმენტის მიღებას უწყებიდან.
ეს სერვისი საკმაოდ მოსახერხებელი არის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და ემიგრაციაში მყოფთათვის, რადგან ხშირად დაჩქარებული წესით სჭირდებათ კონკრეტული საბუთის მიღება შესაბამისი უქყებიდან მაგრამ საამისოდ ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. ამასთანავე ხშირია მოთხოვნა უკვე გამოთხოვილი დოკუმენტის ან არსებული დოკუმენტის თარგმნის და აპოსტილით დამოწმების პროცედურაზე, რაშიც ასევე გთავაზობთ წარმომადგენლობით სერვისს და შემჭიდროვებულ ვადებში დაგეხმარებით დოკუმენტის მიღებაში.
ყველაზე ხშირად რა ტიპის დოკუმენტებს ითხოვენ?
ნებისმიერი დოკუმენტის (ასევე ასლის) მიღება, რომელიც დაცული/შენახული არის სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებაში, შესაძლებელი არის მინდობილობის საფუძველზე.
-
ქორწინების/განქორწინების მოწმობა -
დაბადების მოწმობა -
ნასამართლობის ცნობა -
ცნობა მსჯავრდების შესახებ -
დიპლომი უნივერსიტეტებიდან -
მართვის მოწმობა -
ტრანსპორტის სამართლებრივი მდგომაორების ცნობა -
საქმის მასალების ასლების სასამართლოდან -
ასევე სხვა მრავალი ტიპის დოკუმენტი
როგორ ხდება დოკუმენტის გამოთხოვა?
ჩვენი კლიენტი გვიხსნის თუ რა ტიპის დოკუმენტის სჭირდება და რა მიზნით, რომელ სახელმწიფოში წარსადგენად, რა ენაზე უნდა იყოს თარგმანი მომზადებული და სჭირდება თუ არა დოკუმენტს აპოსტილი ან ლეგალიზაცია.
ამის შემდეგ კლიენტს ვაწვდით მომსახურების პირობებს და ვიწყებთ დოკუემნტის გამოთხოვის პროცედურას. დოკუმენტის მიღების შემდეგ კლიენტს იგი გადაეცემა ხელზე ან ეგზავნება ფოსტით მისთვის სასურველ მისამრთზე (მათ შორის საზღვარგარეთაც).
კოსნულტაციის მისაღებად დარეკეთ +995 579 275 900
whatsapp; viber
bottom of page