top of page
Simple Work Blog Banner.png

579-275-900

აღწერილობა

სამოქალაქო სამართალი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა და პრაქტიკული თვალსაზრისით საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას.

 

როგორი იქნება სასწავლო პროცესი?

მეცადინეობა ჩატარდება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად - თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდება მაქსიმუმ 2- მსმენელისგან.

 

სწავლების პროცესი იქნება ძალიან საინტერესო, რადგან გარდა სავალდებულო პროგრამისა პერიოდულად ადვოკატი გაგაცნობთ რეალური საქმეებიდან საინტერესო მაგალითებს, რომელიც დაგეხმარებათ ზოგიერთი საკითხის უკეთ გააზრებაში და პრაქტიკული საკითხების ათვისებაში.

დაგევალებათ საპროცესო და იურიდიულ დოკუმენტებზე მუშაობა, სამართლებრივი საკითხების დამუშავება და სტატიების მომზადება სურვილის შემთხვევაში.

თქვენ არ მოგიწევთ რაიმე საკითხის დაზეპირება. ყველა საკითხს აითვისებთ ანალიზის და სიღრმისეული განხილვის საფუძველზე. გექნებათ წარმოდგენა თუ როგორია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების და გამოყენების გზები, რა სირთულეები არსებობს და როგორია პრაქტიკოსი იურისტის საქმინაობის სპეციფიკა.

-კურსის ხანგრძლივობა ( 1 თვე ან მეტი) დამოკიდებულია იმაზე თუ რა საკითხების შესწავლა სურს დაინტერესებულ პირს, შესაბამისად ინდივიდუალურად ხდება სასწავლო პროგრამის შედგენა და ხანგრძლივობის განსაზღვრა. 

მეცადინეობის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 საათამდე. (თვეში რვა შეხვედრა). სულ - 16 საათი

კურსის გავლის შემდეგ წახალისების მიზნით გადმოგეცემათ სერთიფიკატი.

სტუდენტებს მოამზადებს - ადვოკატი ბექა მოსაშვილი

-სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი;

- კონკურენციისა და კომერციული სამართლის კომიტეტის წევრი

-აკადემიური ხარისხი - სამართლის მაგისტრი; საადვოკატო ოფისის - ADVOKAT. GE -ის (შპს ბითიდი ლეგალ-ის დირექტორი) ხელმძღვანელი.

bottom of page