top of page
განქორწინება.png

იხილეთ პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

როგორ ხდება განქორწინება?
განქორწინება შეგიძლიათ იუსტიციის სახლში იმ შემთხვევაში თუკი ორივე მხარე თანახმა ხართ განქორწინებაზე, მაგრამ თუკი რომელიმე მხარე უარს ამბობს განქორწინებაზე, ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ სასამრთლოს სარჩელით.

რომელ სასამართლოს მივმართო?
სარჩელით უნდა მიმართოთ იმ რაიონის სასამართლოს, სადაც ცხოვრობს მეორე მხარე (ცოლი ან ქმარი). 

არ მსურს მეუღლესთან კომუნიკაცია, შესაძლებელია ადვოკატმა ჩემს ნაცვლად გააწეროს ხელი?
თუკი არ გსურთ მეუღლესთან კომუნიკაცია ან შეხვედრა ამ საკითხზე, დიახ ადვოკატი უფლებამოსილია თქვენს გარეშე მინდობილობის საფუძველზე დაარეგისტრიროს განქორწინება იუსტიციის სახლში ან/და აწარმოოს საქმე სასამართლოში ისე , რომ თქვენი ჩართულობა საერთოდ არ იქნება აუცილებელი ამ პროცესებში. 

როგორ გავიარო ადვოკატთან კონსულტაცია?
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ მითითებულ ნომერზე და მიიღონ სატელეფონო კონსულტაცია ან პირადად შეხვდნენ ადვოკატს. გახსოვდეთ, რომ კლიენტსა და ადვოკატს შორის კომუნიკაცია  არის სრულიად კონფიდენციალური და დაცული მხარეთა შორის.

რა დოკუმენტებია საჭირო განქორწინებისთვის?
ქორწინების მოწმობის დედანი ან მისი ასლი, თუკი არ გაქვთ შესაძლებელია ხელახლა გამოთხოვა იუსტიციის სახლიდან რამდენიმე დღეში, ასე რომ ეს არ წარმოადგენს პრობლემას. თუკი ადვოკატმა უნდა დაგიცვათ აუცილებლად დაგჭირდებათ მინდობილობა, რომელსაც ნებისმიერ სანოტარო ბიუროში დაამზადებს ნოტარიუსი.

არ ვიმყოფები საქართველოში და როგორ მოვიქცე, ვერ ვახერხებ ჩამოსვლას?
განქორწინებისთვის არ არის აუცილებელი ჩამოხვიდეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული ან სხვა ბარიერთან, მარტივად შეგიძლიათ განქორწინდეთ ადვოკატის დახმარებით, რომელიც მინდობილობით წარმოგადგენთ თქვენ სასამართლოში ან იუსტიციაში და იმოქმედებს თქვენი სახელით. 

როგორ გავაკეთო მინდობილობა უცხო ქვეყნიდან?
საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერ სანოტარო ბიუროში შეუკვეთოს მინდობილობა დისტანციურად (სკაიპის და სხვა ქსელების საშუალებით). თქვენ უბრალოდ ვიდეო ზარში ნოტარიუს წარუდგენთ პასპორტს ან პირადობის მოწმობას, რათა მოხდეს თქვენი იდენტიფიცირება, ასევე საჭიროა ორი მოწმე საქართველოში მყოფი, რომლებიც დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ნამდვილად არ იმყოფებით საქართველოში. 

მე ვიმყოფები საქართველოში, ხოლო მეორე მხარე უცხო ქვეყანაში, რა უნდა გავაკეთო?
ზოგჯერ მეორე მხარე იმყოფება საზღვარგარეთ , არ არის აუციელებელი დაელოდოთ როდის ჩამოვა ან საერთოდ ჩამოვა თუ არა, შესაბმისად განქორწინების საქმის დასაწყებად საკმარისია იცოდეთ მისი ადგილსამყოფელი (მისამართი), სადაც მას გაეგზავნება სასამართლო დოკუმენტები და დისტანციურად ჩაერთვება საქმის განხილვაში, შესაბამისად ეს არ წარმოადგენს სირთულეს. 

რა დრო სჭირდება სასამართლოში საქმის დასრულებას?
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სასამართლოში მოხდება საქმის წარმოება და რომელ მოსამართლეს დაეწერება თქვენი საქმე განსახილველად, რადგან  ყველა საქმე არის ინდივიდუალური და განიხილება რიგირთობით. 

საერთოდ არ ვიცი სად იმყოფება მეორე მხარე, რა უნდა ვქნა ასეთ დროს?
ასეთ დროს სარჩელი უნდა შევიტანოთ იმ მისამართის მიხედვით, რომელიც თქვენთვის იყო ცნობილი ბოლოს. საქმის წარმოების დროს სასამართლო ცდილობს მეორე მხარის პოვნას და მისთვის დოკუმენტების ჩაბარებას, საფოსტო გზავნილების, პოლიციის დახმარებით ან სხვა საჭირო ღონისძიებით. 

როცა მეორე მხარე სხვა რაიონში არის, როგორ ვიქცევით?
მაგალითად თუკი თქვენ ცხოვორბთ თბილისში, ხოლო მეორე მხარე (მეუღლე) ბათუმში ან სხვა ქალაქში, ადვოკატი სარჩელს შეიტანს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და იქ მოხდება საქმის განხილვა. დაესწრებით თუ არა სხდომებს ეს თქვენ სურვილეა, რადგან თქვენს ინტერესებს იცავს ადვოკატი და წარმოგადგენთ. 

რატომ მჭირდება ადვოკატის დახმარება?
ადვოკატი გეხმარებათ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაში და იცავს თქვენს ინტერესებს, მას აქვს სპეციალური ცოდნა და იცის საქმის წარმოების წესები, ამასთანავე ადვოკატის საშუალებით თავიდან აირიდებთ რიგ არაკომფორტულ პროცედურაში მონაწილეობის მიღებას (მაგ: არ შეხვდებით მეორე მხარეს). 

როგორ ხდება უცხო ქვეყნის მოქალქესთან ქროწინების შეწყვეტა?
უცხო ქვეყნის მოქალაქესთან განქორწინება ხდება ზუსტად იგივე წესების დაცვით, რაც აუცილებელია საქართველოს მოქალაქესთან. მთავარია რომ ქორწინება იყოს საქართელოში რეგისტრირებული.

ორივე მხარე ვართ საზღვარგარეთ და ორივე ვართ თანახმა განქორწინებაზე,როგორ მოვიქცეთ?
თუკი ორივე მხარე თანხმა ხართ, შესაძლებელია იუსტიციის სახლში დარეგისტრირდეს განქორწინების შესახებ განაცხადი ადვოკატის საშუელაბით, რომელსაც თქვენ დისტანციურად მინდობილობის საფუძველზე დაავალებთ ამ მოქმედების განხორციელებას.

სავალდებულო არის თუ არა განქორწინების მოწმობის აღება?
განქორწინების შემდეგ, გადაწყვეტილება იგზავნება და რეგისტრირდება იუსტიციის სახლში, თუკი გჭირდებათ განქორწინების მოწმობა შეგიძლიათ აიღოთ,სხვა შემთხვევაში არ არის სავალდებულო მისი აღება დაუყოვნებლივ.
მჭირდება განქორწინების მოწმობის თარგმნა და აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია
საჭიროების შემთხვევაში ადვოკატი საქმის დასრულების შემდეგ გადათარგმნის განქორწინების მოწმობას სანოტარო წესით და უზრუნველყოფს მის დამოწმებას კანონის დაცვით.


კონსულტაციის მისაღებად დარეკეთ : 579 275 900 (whatsapp/viber)
კონსულტაცია საოჯახო საკითხებზე არის უფასო. ჩაწერა ხდება წინასწარ დარეკვით.




უკვე ხუთი წელიწადია რაც აქტიურად ვმუშაობ განქორწინების საქმეებზე, ამაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით
და წარმატებით დავასრულე მრავალი საქმე. ამიტომ გადავწვიტე დაინტერესებულ პირებს შევთავაზო განქორწინების ახალი პლატფორმა - wwww.ganqorwineba.ge სადაც იპოვით ყველა პასუხს თქვენს კითხვებზე. 




 

www.Ganqorwineba.ge.png
bottom of page