bigstock-Family-Law-Family-Right-Conce-2

579-275-900

აღწერილობა

გაინტერესებს  პრაქტიკაში როგორ ხდება განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, მშობლის უფლების შეზღუდვა ან ჩამორთმევა, მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა, ბავშვთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტა სასამართლო წესით?

გინდა ისწავლო სარჩელის, შესაგებლის და სხვა საპროცესო დოკმენტების მომზადების სპეციფიკა?

მაშინ ეს კურსი შენთვი არის.

როგორი იქნება სასწავლო პროცესი?

მეცადინეობა ჩატარდება ინდივიდუალურად ან ჯგუფურად - თითოეული ჯგუფი დაკომპლექტდება მაქსიმუმ 2- მსმენელისგან.

 

სწავლების პროცესი იქნება ძალიან საინტერესო, რადგან გარდა სავალდებულო პროგრამისა პერიოდულად ადვოკატი გაგაცნობთ რეალური საქმეებიდან საინტერესო მაგალითებს, რომელიც დაგეხმარებათ ზოგიერთი საკითხის უკეთ გააზრებაში და პრაქტიკული საკითხების ათვისებაში. გაიგებთ საოჯახო სამართლის სპეციფიკას, გაეცნობით ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გადაჭრის მეთოდებს და მარეგულირებელ აქტებს. 

დაგევალებათ საპროცესო (სარჩელი, შესაგებელი) და იურიდიულ დოკუმენტებზე მუშაობა, სამართლებრივი საკითხების დამუშავება და სტატიების მომზადება სურვილის შემთხვევაში.

თქვენ არ მოგიწევთ რაიმე საკითხის დაზეპირება. ყველა საკითხს აითვისებთ ანალიზის და სიღრმისეული განხილვის საფუძველზე. გექნებათ წარმოდგენა თუ როგორია თეორიული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელების და გამოყენების გზები, რა სირთულეები არსებობს და როგორია პრაქტიკოსი იურისტის საქმინაობის სპეციფიკა.

-კურსის ხანგრძლივობა (1 თვე ან მეტი) დამოკიდებულია იმაზე თუ რა საკითხების შესწავლა სურს დაინტერესებულ პირს, შესაბამისად ინდივიდუალურად ხდება სასწავლო პროგრამის შედგენა და ხანგრძლივობის განსაზღვრა. შესაძლებელია 1, 2 თვიანი და მეტი ხანრგძლივობის კურსის შედგენა.

მეცადინეობის ხანგრძლივობა; თვეში 6 მეცადინეობა 2-2 საათიანი (ჯამში 12 სასწავლო საათი).

კურსის გავლის შემდეგ წახალისების მიზნით გადმოგეცემათ შპს ბითიდი ლეგალის - სერთიფიკატი.

სტუდენტებს მოამზადებს - ადვოკატი ბექა მოსაშვილი

-სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი;

- კონკურენციისა და კომერციული სამართლის კომიტეტის წევრი

-აკადემიური ხარისხი - სამართლის მაგისტრი; საადვოკატო ოფისის - ADVOKAT. GE -ის (შპს ბითიდი ლეგალ-ის დირექტორი) ხელმძღვანელი.