• არტურ ჩობანიანი

თაღლითობის ცნება, არსი, მნიშვნელობა


თაღლითობა საკუთრების უფლების საწინააღმდეგო ეკონომიკური დანაშაულია, რომელიც ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით[1]. ის მოიაზრებს დაზარალებულის ქონებრივ ზიანს. ამ მუხლის დისპოზიციის მიხედვით, თაღლითობა სხვისი ნივთის დაუფლებას გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებას; სწორედ მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი წყარო.

დანაშაული ჩადენილად მიიჩნევა მაშინ, როდესაც მოხდება ნივთის (ქონების) მესაკუთრისა ან მფლობელისგან ნივთის ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება; არ აქვს მნიშვნელობა, შეძლო თუ არა დამნაშავემ საბოლოო მიზნის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ფორმითი ხასიათის დანაშაულია.

საჭიროა აგრეთვე ქურდობისა და თაღლითობის ურთიერთგამიჯვნა: ქურდობა გულისხმობს რამე ფასეულობის მიღებას ძალისმიერი გზით. მისგან განსხვავებით, თაღლითობა მოიცავს მზაკვრული გზით მოპოვებულ მესაკუთრეობას. ეს უკანასკნელი განზრახ ჩადენილი დანაშაულია. მის განხორციელებისას აუცილებელია, რომ ჩამდენს შეგნებული ჰქონდეს ქმედების შედეგი და უნდა აცნობიერებდეს, რომ ატყუებს მესაკუთრეს (ანუ ვოლუნტატიური (ნებელობა) და კოგნიტიური (ცოდნა)-ელემენტები, ეს 2 ნიშანი მას ამოძრავებს) ან მის კანონიერ მფლობელს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთსა თუ ქონებას.

თაღლითობა შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც აქტიური, ისე პასიური მოტყუებით. აქტიური მოტყუებაა, როდესაც პირის შეცდება ცრუ ინფორმაციის წინასწარი შეტყობით, პასიური მოტყუება კი გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას, რომლის დაზარალებულისთვის შეტყობინება სავალდებულო იყო.

საქართველოს სსკ 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თაღლითობა ისჯება ან ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ან გამასწორებელი სამუშაოთი, ან თავისუფლების 2-4 წლით აღკვეთით ვადით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თაღლითობა, ჩადენილი დამამძმებელ გარემოებებში, კერძოდ, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმითა ან 4-7 წლით თავისუფლების აღკვეთით.

სსკ 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, თაღლითობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით (იგულისხმება ნებისმიერი პროფესიული საქმიანობა ან სხვა სამუშაო, როგორც საჯაროსაზოგადოებრივ, ისე კერძო სამსახურის სფეროში), დიდი ოდენობით ან არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 6-9 წლამდე,

სსკ 180-ე მუხლისმეოთხე ნაწილის მიხედვით, თაღლითობა, ჩადენილი ორგანიზაციული ჯგუფისა თუ ორ- ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისთვის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-10 წლამდე.

თაღლითობის განსხვავება მოტყუებით დადებული გარიგებისგან

მთავარი განსხვავება ამ ქმედებებს შორის განხორციელების მიზეზია. მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, მოტყუება ხდება გარიგების დადების მიზნით, თაღლითობას კი სოციალურად უფრო მეტი საშიშროების შემცველი მიზანი აქვს. ამასთანავე, 82-ე მუხლში მითითებულია, რომ მნიშვნელობა არ აქვს არასწორი ცნობების შეტყობინება მიზნად ისახავს რამე სარგებლის მიღებას, თუ მეორე მხარისთვის ზიანის მიყენებას.

იმ შემთხვევაში, როცა პირს ტყუილით სარგებლის მიღება და მეორე მხარისთვის ზიანის მიყენება სურს, თაღლითობის შემადგენლობა გვექნებოდა, ხოლო მაშინ, როცა პირის მიზანი არაა მეორე მხარისთვის ზიანის მიყენება და მხოლოდ სარგებლის მიღება სურს გარიგების დადებით, აქ ცალსახად მოტყუებით დადებულ გარიგებასთან გვაქვს საქმე.

მოტყუებულ, დაზარალებულ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობა და ამასთანავე ამ გარიგებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ასევე განმასხვავებელი ნიშანია ისიც, რომ მოტყუებით დადებული გარიგება საჭიროებს შეცილებას; მაშასადამე, მოტყუებით დადებული გარიგება საცილო გარიგებაა და ნამდვილია შეცილებამდე, იქამდე, ვიდრე გარიგების მონაწილეები არ მოითხოვენ ამ გარიგების გაბათილებას, ხოლო თაღლითობის შედეგად დადებული გარიგება სამართლებრივ შედეგებს საერთოდ არ წარმოშობს და შეცილების გარეშეც ბათილია გარიგების დადების მომენტიდან.


ავტორი: არტურ ჩობანიანი




____________________________________________________

წყარო:

[1] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი-https://matsne.gov.ge/ka/document/view/31702

16 views0 comments