XXI საუკუნეში,როდესაც ჩვენ ადამიანებს გვაქვს ზღვა ინფორმაცია და
შესაძლებლობები, ამ მოცემულობის ფონზე, ჩვენ ვდგავართ მძიმე სამწუხარო რეალობის
წინაშე,რომელიც ლოგიკურად და სამართლიანად ასოცირდება დაკარგულ
ბავშვობასთან. ადრეული ქორწინების პრობლემა მწვავედ დგას, როგორც
განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში, ამიტომაც ეს საკითხი გლობალურ
პრობლემად აღიქმება.
სამწუხაროა, თუმცა ფაქტია რომ XXI საუკუნეშიც კი ირღვევა ბავშვთა,ისეთი
ფუნდამენტური უფლებები,როგორიცაა განათლების მიღების უფლება, არჩევანის,განვითარების თავისუფლება და ა.შ. ადრეულ ბავშვთა ასაკში
ქორწინება არის ძალადობის ფორმა,როდესაც არასრულწლოვანი გონებრივი და
ასაკობრივი განვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს მოსალოდნელ
რისკებსა და საფრთხეებს,რასაც შემდგომში ქორწინებაზე თანხმობა მოჰყვება.ნაადრევი
ქორწინება მთელრიგ ფსიქო-სოციალურ და სამართლებრივ პრობლემებთან არის
დაკავშირებული.აღნიშნული საკითხის სამართლებრივ დეფინიციაზე თუ
გავამახვილებთ ყურადღებას , ეს არის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ
ადამიანს შორის,რომლებთაგანაც ერთ-ერთი მაინც არის 18 წელს მიუღწეველი, საქართველოში არსებული სამართლებრივი რეგულაციის თანახმად 18
წლამდე ქორწინება აკრძალულია,გამონაკლისების გარეშე.
იმისთვის რომ ქორწინება შედგეს,ქვეყნის მატერიალური სამართალი აწესებს გარკვეულ პირობებს სსკ-ის 1107-ემუხლის მიხედვით დაქორწინებისთვის აუცილებელია ორი პირობის არსებობა ა) საქორწინო ასაკი ბ) დასაქორწინებელ პირთა თანხმობა,მსგავსი ხასიათის მოთხოვნებსაყენებს ქორწინების მიმართ მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობაში, ეს საკითხის ხვადასხვაგვარად არის მოწესრიგებული, ზოგიერთი ქვეყანა მინიმალურ საქორწინო ასაკად საკმაოდ მცირე ასაკს განსაზღვრავს,ზოგიერთი არასრულწლოვანთა ქორწინებას მხოლოდ კანონიერ წარმომადგენლის ნებართვით უშვებს ა.შ.
როდესაც ამ საკითხებზე ვსაუბრობთ ,მნიშვნელოვანია შევეხოთ ქალთა უფლებებს, ქალთა საქორწინო ასაკის ჭრილში, რადგანაც ადრეული ქორწინების არაერთი შემთხვევა დღესაც ფიქსირდება, სამწუხაროდ ფატალურადაც სრულდება, ძალიან ბევრია ისეთი
შემთხვევა, როდესაც გოგნები არიან მსხვერპლნი თავიანთი ოჯახების
მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები
განხორციელდა ამ მიმართულებით, მაინც დიდია გოგონათა ადრეული ქორწინების
შემთხვევები, აღნიშნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას, ეთნიკური
უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიულ ერთეულებში ნაადრევი ქორწინების
განმაპირობებელი ტრადიციები არსებობს, მოსაზრება რომ ადრეული ქორწინება მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებში ხდება,თუმცა ეს მცდარია, რადგან აღნიშნული გლობალური ხასიათის გამოწვევაა, ვფიქრობ რომ ეთნიკურ უმცირესობებში, ეს პრობლემა განპირობებულია მოძველებული ადათებითა და
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით.
როგორც უკვე აღვნიშნე ნაადრევი ქორწინება სამართლებრივთან ერთად, მძიმე
სოციალური პრობლემაცაა. 2017 წელს საქართველოში ადრეული ბავშვობის ასაკში
ქორწინების კომპლექსური ხასიათისა და მასთან დაკავშირებული უთანასწორო
გენდერული ნორმების სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, გაეროს მოსახლეობის
ფონდმა საქართველოში, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან promoudo-
სთან ერთად პარტნიორობით განხორციელდა მასშტაბური კვლევა ,რომლის მიზანიც იყო
გამოევლინა თუ რას ეფუძნებოდა საქართველოში ადრეული ბავშვობის ასაკში
ქორწინებასთან არსებული დამოკიდებულებები,კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ
ადრეულ ასაკში ქორწინება გავრცელებული მოვლენაა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ადრეული ქორწინება წარმოშობს მთელ რიგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ
პრობლემებს,მათ შორის ფსიქოლოგიურსაც,რადგანაც ისინი ხშირად ხდებიან
ძალადობის მსხვერპლნი,აღნიშნული ნაბიჯის გადადგმით ისინი მოკლებულნი არიან
განათლების მიღების პროცესს,ვერ ახერხებენ დასაქმებას და აქედან გამომდინარე,ვერ
ახერხებენ საზოგადოებაში ადაპტირებას. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ პრობლემის
აღმოსაფხვრელად? პირველ რიგში მნიშვნელოვანია მეტი საინფორმაციო-
საგანმანათლებლო კამპანიის განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით,ვფიქრობ
ეთნიკურმა უმცირესობებმა თავიანთ მშობლიურ ენაზე მეტი ინფორმაცია უნდა
მიიღონ,რამდენად მანკიერი მოვლენაა ადრეული ქორწინება .
უნდა გვახსოვდეს რომ ქორწინება,ეს არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა და სავსებით
სამართლიანად ასოცირდება დაკარგული ბავშვობასთან და აქედან გამომდინარე,ჩვენ
ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ რომ დროთა განმავლობაში შემცირდეს და შემდგომ
აღმოიფხვრას ნაადრევი ქორწინების პრობლემა.
ავტორი: თამარ ფიფია
სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებული
გამოყენებული ლიტერატურა:
1.www.Matsne.gov.ge / საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
2. ს.დეკანაძე,საქართველოში ადრეული ქორწინების მდგომარეობა და მისი გავლენა
ჯანმრთელობაზე,სამაგისტრო ნაშრომი,თბილისი 2019
3.www.unicef.org
Comentarios