top of page
Writer's pictureBeka Mosashvili

როგორ ხდება კომპანიის რეგისტრაცია?



თუკი ყიდი რაიმე სახის პროდუქციას/საქონელს ან აწვდი სერვისს და გსურს შენს საქმიანობას მისცე ორგანიზაციული სახე და ბაზარზე ოპერირება განარგძო როგორც მეწარმე სუბიექტმა კომპანიის ფარგლებში, მაშინ ეს სტატია შენთვი არის.


არ აქვს მნიშვნელობა რას საქმიანობ, რამდენი გაქვს შემოსავალი, რა პროდუქტს ქმნი, მთავარია ის , რომ გადაწყვეტილი გაქვს კომპანიის რეგისტრაცია და აუცილებელია რეგისტრაციის დროს არ დაუშვა შეცდომა ან არ გამოგეპაროს რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი.


საქართველოში მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია (შპს. სპს და ა.შ) და თუნდაც არასამეწარმეო ორგანიზაციის დაფუძნება საკმაოდ ადვილია მოქმედი კანონმდებლობის გამო, რადგან კანონმდებლობა დაინტერესებულ პირს არ სთხოვს კაპიტალს ან რაიმე სახის გარანტიას და ერთი შეხედით სულ რაღაც დაახლოებით 100 ლარად შეგიძლიათ კომპანიის რეგისტრაცია იუსტიციის სახლში.


ზოგიერთი ფიქრობს , რომ ყველას შეუძლია კომპანიის რეგისტრაცია და ამას არ სჭირდება რაიმე სპეციალური ცოდნა. მაგრამ მე ვერ დაგეთანხმებით, რადგან პრაქტიკამ აჩვენა რომ ეს ასე არ არის და ლოგიკურია რომ ვერც მომავალში იქნება.


ვგულისხმობ იმას, რომ ცხადია ყველას აქვს ამის უფლება და ხშირად დამოუკიდებლად ახდენენ რეგისტრაციას იქვე არსებული შაბლონური წესდების გამოყენებით და აი სწორედ აქედან იწყება ძირითადი პრობლემები.


ახლა აგიხსნით თუ რა არის საჭირო კომპანიის რეგისტრაციისთვის და რატომ გჭირდებათ ამ დროს მცოდნე ადამიანის დახმარება.


  1. პირველ რიგში აუცილებელი არის მოფიქრებული გქონდეს კომპანიის სახელწოდება, განსაზღვრული გქონდეს რეგისტრაციის მისამართი, ელექტრონული ფოსტა და დამფუძნებლებს შორის შეთანხმებული იყოს თუ ვინ იქნება ან იქნებიან დირექტორები, რამდენი მეწილე ეყოლება ორგანიზაციას და ვის რა მოცულობით შეხვდება წილი.

  2. უნდა იცოდეთ თუ რა სფეროებს მოიცავს თქვენი საქმიანობა და რა ძირითადი აქტივობებით შემოიფარგლებით, სამოქალაქო კოდექსი არ გზღუდავთ ამ საკითხში და შეგიძლიათ აკეთოთ ყველაფერი, რაც კანონით არ არის აკრძალული ან სახელმწიფოს მხრიდან არ საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზირებას.

  3. წესდება - ეს არის ძირითადი სადამფუძნებლო დოკუმენტი ანუ პარტნიორთა შეთანხმება. ამ დოკუმენტში დეტალურად უნდა იყოს ყველა პირის უფლებამოსილება შეზლებისდაგვარად ნათლად წარმოჩენილი და ასახული, როგორც წარმომადგენლობითი ასევე აღმასრულებელი პირის უფლებამოსილებები, პარტნიორთა კრების და მმართველი ორგანოს უფლებები, გადაწყვეტილების მიღების წესი და ხმების საკითხი და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საუბარია მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში.

  4. წესდებაში მიეთითება ის პირი , რომელიც უფლებამოსილი არის ასევე სარეგისტრაციო ცვლილებების განხორციელებაზე და ლიკვიდაციის პროცესის დაწყებაზე.

ხშირად ხდება ისე, რომ სტარტაპერები მარტივად ცდილობენ დაარეგისტრირონ კომპანია, მათი საქმიანობა შეიძლება საკმაოდ წარმატებული იყოს ბაზარზე და მოგებაც შეიძლება კარგი ჰქონდეთ, მაგრამ თუკი რაიმე სახის გაურკვევლობა ან დავა წარმოიშვება დამფუძნებლებს ან ორგანიზაციის სხვა წევრებს შორის და ამ დროს წესდებით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი არ იქნება დარეგულირებული, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების საკითხი და ა.შ. შეიძლება ასე წამოწყებული ბიზნესი მისი წარმატების მიუხედავად უცბად ჩამოიშალოს. ხშირად ხდება, რომ პარტნიორები ვერ თანხმდებიან და მოინდომებენ დაშლას, ქონების განაწილებას , ამ დროს კი ის პარტნიორი რომელმაც დიდი შრომა ჩადო უსამართლოდ დაზარალდეს იმ შეცდომის გამო, რომ წესდებით არ იყო დარეგულირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასე თუ ისე ატარებს პრევენციულ ხასაითს და გამორიცხავს ბევრ სამართლებრივ რისკებს.


ცხადია ამ საკითხზე შესაძლებელია ვრცელი საუბარი, ვინაიდან სამეწარმეო საქმიანობა და მარეგულირებელი აქტები მოიცავს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს, მაგრამ წინამდებარე პოსტით მსურდა ყურადღება გამემახვილებინა სწორედ რეგისტრაციის დროს არსებულ პრობლემებზე.



Comments


bottom of page