მეოცე საუკუნიდან მოყოლებული ხშირი იყო დავა როულსის თეორიისა და უტილიტარიზმის მომხრეებს შორის. სწორედ ამ გაუთავებელმა დავამ განაპირობა, მოცემული საკითხის მიმართ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი.
სტატიის მთავარ მიზანს წარმოთადგენს როულზის თეორიისა და უტილიტარიზმის შედარება, ერთმანეთისგან გამიჯვნა და შეძლებისდაგვარად მათ შორის საუკეთესოს დადგენა.
როულსი სვამს კითხვას, თუ, ზოგადად, რას წარმოადგენს სამართლიანობის პრობლემა. მისი აზრით, ეს არის ის, თუ როგორ უნდა განაწილდეს ადამიანების თანამშრომლობის ნაყოფი ისე, რომ არავინ იგრძნოს თავი უსამართლობის მსხვერპლად. საუბარია იმაზე, თუ განაწილების რომელი სქემაა სამართლიანი (მაგალითად, ყველას მოთხოვნის მიხედვით, ან ყველას უნარის მიხედვით და ა.შ.). მეორე მხრივ, შეიძლება იმას გვეკითხებიან, თუ განაწილების რომელი პროცედურაა სამართლიანი. როულსი იმ თეორიებს, რომლებიც ამ მეორე კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობენ, ”პროცედურული სამართლიანობის” თეორიებს უწოდებს.
როულსი აცხადებს, რომ სამართლიანობის თეორია რაციონალური თეორიის ნაწილია. თუ ჩავთვლით, რომ თანამშრომლობა შესაძლებელთა შორის საუკეთესო ვარიანტია (მთელი საზოგადოებისთვის), მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ ისიც, რომ არც ერთმა ინდივიდმა არ უნდა იგრძნოს თავი უსამართლობის მსხვერპლად. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სამართლიანი პირობები განვსაზღვროთ. შეთანხმება სამართლიანი არ იქნება, თუ იგი სამართლიანი პირობების საფუძველზე არ იქნება მიღწეული.
ესეთ შემთხვევაში, საკითხავია, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ სამართლიანობის საწყისი პოზიცია. როულსი უარყოფს სამართლიანობის პირობების შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრის შესაძლებლობას. მისი აზრით, იგი სრულიად განსხვავებული პროცედურის მიხედვით უნდა განისაზღვროს, რომელსაც ”რეფლექსური წონასწორობის” მეთოდს უწოდებს. მორალისტური რეფლექსიის პროცესში ჩვენ გამოგვაქვს დასკვნების ამა თუ იმ კონკრეტულ ქმედებასთან, თუ მოვლენასთან დაკავშირებით. ამ დასკვნებს გონებრივ ექსპერტიზას ვუტარებთ და ვადგენთ ზოგად პრინციპებს. შემდეგ ვუბრუნდებით ცალკეულ დასკვნებს და ვადგენთ მათ შესაბამისობას მორალის ზოგად თეორიასთან. ასე ვივლით წინ და უკან ცალკეულ, კონკრეტულ დასკვნებსა და ზოგად პრინციპებს შორის მანამდე, სანამ არ მივაღწევთ იმ წერტილს, როცა აღარ დაგვჭირდება რომელიმე მათგანის შეცვლა. ამ წერტილს რეფლექსური წონასწორობის წერტილი ეწოდება. ათვლის წერტილად იგი იღებს იმ ფაქტს, რომ ყველა ინდივიდი უნდა განიხილებოდეს, როგორც თავისუფალი და თანასწორი. აქედან გამომდინარე, უმაღლეს ფასეულობად ადამიანი, როგორც ავტონომიური არსება მიიჩნევა.
უტილიტარიზმი (ლათინურიდან utilis - სასარგებლო) არის მიმართულება ეთიკაში (ეთიკური თეორია), რომლის მიხედვითაც ქცევის ან საქმის ზნეობრივი ღირებულება განისაზღვრება მისი სარგებლიანობით. მოქმედების სარგებლიანობა ნიშნავს ყველა დაზარალებული მხარის მიერ მოქმედების შედეგების ხანგრძლივობის განუყოფელ სიამოვნებას ან ბედნიერებას. უტილიტარიზმი ეთიკური თეორიების შედეგობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, ვინაიდან იგი მოქმედებას განსჯის არა თავისთავად, არამედ მისი შედეგებით.
ტერმინი "უტილიტარიზმი" ეკუთვნის ინგლისელ ფილოსოფოსს ჯონ სტიუარტ მილს. ასე ერქვა მის მთავარ მორალურ და ფილოსოფიურ მოღვაწეობას - "უტილიტარიზმი", რომელშიც მან დაანახა და დაასაბუთა მისი მასწავლებლის, ჯერემი (იერემია) ბენტამის მიერ შემუშავებული ძირითადი დებულებები ტრაქტატში "ზნეობისა და კანონმდებლობის საფუძველი"
ყველა ადამიანი, ბენტამის თქმით, ცდილობს დააკმაყოფილოს საკუთარი სურვილები. ბედნიერება, ან სარგებელი სიამოვნებაშია, მაგრამ ტანჯვის არარსებობაში, ე.ი. ბედნიერება მდგომარეობს სუფთა, ხანგრძლივ და განუწყვეტელ სიამოვნებაში.
ამავე დროს, უტილიტარიზმი არის ეგოიზმის წინააღმდეგ მიმართული თეორია, ე.ი. ასეთი თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ, რომლის მიხედვითაც კარგია ადამიანის პირადი ინტერესის დაკმაყოფილება. მიღებული სიამოვნების ან სარგებელის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში მისაღები ან მიუღებლობა განისაზღვრება იმით, რომ ისინი ხელს უწყობენ უმაღლესი მიზნის მიღწევას, ე.ი. ზოგადი ბედნიერება. მოვლენების და მოვლენების კარგი ან ცუდი განმარტება (შეფასება) ამას ემყარება.
უტილიტარიზმი ემყარება ჰედონიზმს ან ევდემონიზმს - ღირებულებით (აქსიოლოგიურ) სწავლებას, რომლის მიხედვითაც, უმაღლესი ღირებულება სიამოვნებაა ან ბედნიერება. ამ დროს პრობლემად რჩება სიამოვნების და ბედნიერების მკაცრი განმარტებები. კიდევ ერთი პრობლემატური საკითხია იდენტურია თუ არა ეს ცნებები. თანამედროვე დასავლური უტილიტარები ცდილობენ მათ იდენტიფიცირება.
შეჯამების სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როულზის თეორია ყველა ადამიანს განურჩევლად სქესისა, რასისა და წარმომავლობისა აძლევს თანაბარ შესაძლებლობებს, თუმცა ამ შესაძლებლობების სხვადასხვაგვარად გამოყენებამ შესაძლოა წარმოშვას სოციალური უთანასწორობა.
უტილიტარიზმი კი საერთო სარგებელზეა ორიენტირებული, ის მჭიდრო კავშირშია ლიბერალიზმთან. ეს ყველაზე მეტად ვლინდება იმ შემთხვევაში, როდესაც მრავალი ადამიანის საერთო სიკეთე აჭარბებს რამდენიმე პიროვნების სიკეთეს. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უტილიტარიზმი ემსახურება უმრავლესობის ინტერესების დაცვას, თუმცა ამ პროცესში ილახება კერძო პირთა ინტერესები, ვინაიდან პრიორიტეტი ენიჭება უმრავლესობის ინტერესებს, მაშინაც კი, როდესაც აღნიშნული ქმედება უსამართლოა და არღვევს კონკრეტული ადამიანის უფლებებს.
მიუხედავად იმისა, რომ როულზის თეორია უშვებს თანაბარი შესაძლებლობების პირობებში დამდგარ უთანასწორობას, მისი თეორია მეტად გამართულად და მისაღებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამის მთავარ არგუმენტად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ როულზის თეორია უფრო ინდივიდუალისტურია, და შესაბამისად უფრო იცავს ცალკეული ინდივიდების უფლებებს. ამავდროულად, ის გამორიცხავს იმ უთანასწორობას, რომელიც წარმოიქმნება უტილიტარიზმის შემთხვევაში. როულზის თეორია არ ჩაგრავს უმცირესობას, პირიქით, ის თანაბარ შესაძლებლობას ანიჭებს ყველას და შესაბამისად თითოეული ადამიანის მომავალი დამოკიდებულია თავად ამ ადამიანზე და არა უმრავლესობის აზრზე.
თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი
ნია ტორონჯაძე
გამოყენებული ლიტერატურა:
გიორგი ხუბუა - „სამართლის თეორია“ 2015წ;
«ЭТИКА ПОСЛЕДНЕЙ ТРЕТИ ХХ – НАЧАЛА ХХI ВЕКА: ПЕРСОНАЛИИ И ПРОБЛЕМЫ»( Министерство образования Республики Беларусь Белорусский государственный университет Факультет философии и социальных наук Кафедра философии культуры) გვ.13
John Rawls “A THEORY OF JUSTICE” Revised edition (the Belknap press of Harvard university press Cambridge, Massachusetts).
Comments