• მარიამ ლაბაძე

სამართალი და სამართლიანობა



სანამ დავიწყებდე მსჯელობას ზოგადად სამართლიანობასა და სამართალს შორის ურთიერკავშირზე,მინდა მოკლედ ვისაუბრო სამართლის არსსა და მნიშვნელობაზე,რათა უკეთ მოვახდინოთ მისი ასოციაცია სამართლიანობის ფენომენთან.ალბათ,ბევრ ჩვენგანს აინტერსებს,თუ რაა სამართალი.პარადოქსია, მაგრამშეკითხვაზე: ,,რა არის სამართალი?" პასუხი ჯერ კიდევ არ გვაქვს.მიუხედავად სამართლის უაღრესად მნიშვნელოვანი დატვირთვისა, ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად განვმარტოთ იგი. პრობლემა ისაა, რომ სამართალი რთული ფენომენია.

მოგეხსენებათ რამდენად მრავლისმომცველი და რთული ფენომენია სამართალი და მასთან დაკავშირებული თითოეული ელემეტი.შესაბამისად, რთულია სამართლიანობის,როგორც სამართლის თანმდევი პრინციპის,ზუსტად განსაზღვრა.ადამიანებს ღრმად გვწამს,რომ სამართალი სამართლიანობის მისაღწევად შეიქმნა და სამართალი არაფერია თუ არა სამართლიანობა.როგორც ძველი ბერძენი მოაზროვნე არისტოტელე აღნიშნავდა, სამართალი უნდა ემსახურებოდეს "სამართლიანობის კრიტერიუმს". იმისათვის, რომ იცოდეთ თუ რაა სამართალი, წერდა ძველი რომაელი იურისტი ულპიანე, თქვენ უნდა გესმოდეთ რა ფენომენებთან არის დაკავშირებული და საიდან მოდის იგი. პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ "მან მიიღო თავისი სახელი მართლმსაჯულებისგან - სიმართლე, სამართლიანობა", რომ სამართალი არის "სიკეთის ხელოვნება", "თანასწორობა და სამართლიანობა"(ხუბუაგ,,სამართლისთეორია,თბილისი ,2015წელი).ძველი ისტორიის სწავლულების ეს ნააზრევი სწორად და ზუსტად აყალიბებს კავშირს სამართლიანობასა და სამართალს შორის.ფილოსოფოსები და მოაზროვნეები სხვადასხვა გზით განმარტავენ, თუ რა არის სამართალი.


ბუნებრივია,რომ სამართლის არსებობა შეუძლებელია სამართლიანობის გარეშე,მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა,მოგეხსენებათ ერთი ჭეშმარიტი ფრაზა,რომრამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე იმდენი განსხვავებული აზრი არსებობს,საზოგადოება მეტად ჭრელად მოაზროვნე ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული და აქ რთულია აზრები და შეხედულებები დავამთხვიოთ,ამიტომაცაა რომ სამართლიაობის მრავალნაირი გაგება არსებობს.ამიტომ შეკითხვაზე-რა არის სამართლიანობა არ შეიძლება ერთი კონკრეტული პასუხი გვქონდეს.ჩვენმა სამართლიანობის მრავალნაირმა გაგებამ გაგვიჩინა სახელმწიფოში არსებული სამართლის სისტემის მიმართ სხვადასხვა მოთხოვნები.ამ სხვდასხვაობამ გააჩინა სისტემები სხვადასხვა სამართლიანობის გაგებით,როგორებიცაა:ტოტალიტარიზმი,კაპიტალიზმი,სოციალიზმი,ანარქიზმი ლიბერალიზმი და სხვა.


,,პირველი ასოციაცია რასაც იწვევს სამართალი, არისსამართლიანობა"(გიორგი ხუბუა). სამართლიანიგადაწყვეტილებებისმიღება,რასაკვირველია, ძალიანრთული და პრობლემატურია. სამართლისმეცნიერებას მუდამ აინტერესებდა სამართლიანობის პრობლემა. ,,იურისპუდენციაარის მეცნიერება სამართლიანობისა და უსამართლობის შესახებ'' - აღნიშნავდა ულპიანე. ,,სამართლიანობაარის სიქველე, მისწრაფებასამართლის განხორცილებისაკენ''(ულპიანე). ჩემთვისგანსაკუთრებით დიდ ყურადღებას იქცევსნეტარი ავგუსტინეს სიტყვები,რომლისმიხედვითაც ,,სახელწიფო სამართლიანობისგარეშე სხვა არაფერია, თუარა ყაჩაღთა ბანდა''.ამსიტყვებით ნათელი ხდება,რომსამართალს სამართლიანობის გარეშე მოიცავდა კოალიზიები,სრულიანარქია და სამართალი იქნებოდაარა საზოგადოებრივი რეგულირების საშუალება,არამედარაჰუმანური და ქაოტური დისციპლინა. სამართლიანობის ცნების განსაზღვრაში ასევე გვეხმარება მიქელანჯელოს მიდგომა. „ქვასმოვაშორე ის რაც დავითსარ ეკუთვნოდა“. ჩვენშეგვიძლია გავიგოთ რაარის სამართლიანი, თუმას ჩამოვაშორებთ ყველაფერს,რაცარ არის სამართლიანი. თანამედროვედროს, როდესაცხდება ერთიანობის განცდის და თანადგომის დეფიციტი, როცა იზრდება ეგოცენტრისტულიმისწრაფებები, უფრო მნიშვნელოვანი ხდებასამართლიანობის როლი ადამიანების განვითარებაში. საერთო ფასეულობების, ერთიანობისადა სოლიდარობის პრობლემა განსაკუთრებით ჩანს ახალი დემოკრატიისქვეყნებში, მათ შორისსაქართველოშიც. შედეგის მისაღწევად საკმარისი არ არის მხოლოდსახელმწიფოს ჩამოყალიბება, საჭიროასამართლიანობის პრინციპები ჩანდეს რეალურ საქმიანობაში.


სამართლიანობისსახეები

არისტოტელესაზრით არსებობს აბსტრაქტული და პოლიტიკური სამართლიანობა.თუმცააქ არ მთავრდება ჩამონათვალი,არსებობს სამართლიანობის მრავალი სახე.განასხვავებენსამართლიანობის ორ ძირითად სახეს: განაწილებითი და გათანაბრებითი.განაწილებითისამართლიანობა მოიცავს ამა თუ იმსიკეთის განაწილების პროცესს და მასში მონაწილე, სულ მცირე, სამსუბიექტს.განაწილების მასშტაბიშეიძლება იყოს თანასწორობა, შეტანილიწვლილი ან მოთხოვნილება. თანასწორობისპრინციპის მიხედვით, თითოეულსუნდა მიეკუთვნოს თანაბარი წილი.განაწილებითისამართლიანობის შემთხვევაში თანასწორობას აყალიბებს გეომეტრიული პროპორციულობა.გათანაბრებითი სამართლიანობა არარის დამოკიდებული პირის ინდივიდუალურ შეხედულებებზე. განაწილების პროცესშიარც ერთი მხარე არუნდა იყოს მოგებული ანწაგებული. გათანაბრებითი სამართლიანობისშემთხვევაში თანასწორობას აყალიბებს არითმეტკული პროპორციულობა.ფორმალური სამართლიანობამოითხოვს, რომ ნორმაუნდა იყოს ზოგადი დააბსტრაქტული, უნდა არეგულირებდესგანმეორებით ურთიერთობებს და მიმართული იყოსსუბიექტთა განუსაზღვრელი წრისკენ.ინდივიდუალურისამართლიანობა ითვალისწინებს გამონაკლისს ზოგადი სამართლებრივი წესიდან, არგამორიცხავს შემთხვევითობას და მოსამართლის თვითნებობას.სოციალური სამართლიანობა ეხება მთლიანად საზოგადოების ინსტიტუციონალურ წესრიგს.


სამართლიანობადათანასწორობა

მიმაჩნია,რომ სამართალი მხოლოდსამართლიანობა არ არის, იგითანასწორობაცაა:სამართლიანობა,რეალურად ადამიანისსწრაფვაა თანასწორობისკენ, მაგრამ ესთანასწორობაც იმდენად რთული საკითხია,რომმისი რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა საკმაოდ რთულია.

რა საერთო აქვთ სამართლიანობასა და თანასწორობას?- ამ კითხვაზეპასუხისათვის განვსაზღვროთ ურთიერთმიმართება ამ ორ ფენომენსშორის.პირველ რიგშიმიმაჩნია,რომ აღნიშნულსაკითხებს შორის უდიდესი კავშირია.ვინაიდანთანასწორობა,გამომდინარეობს ადამიანისგონიდან,იგი დაკავშირებულიასამართლიანობასა და ჰუმანურობასთან .აუცილებელია, რომ თანასწორობას საფუძვლადედოს სამართლიანობა,რადგან იმშემთხვევაში თუ აღნიშნულნი აცდებაერთმანეთს მივიღებთ ,,ქაოტურწესრიგს“.აქედან გამომდინარესამართლიანობასა და თანასწორობას მრავალისაერთო აქვთ.უპირველესყოვლისა ორივე მათგანი პრესტიჟულია და მოწესრიგებეული, ისინისაზოგადოების ცნობიერების ერთ-ერთფორმას წარმოადგენენ. ცნობიერებაკი ის უმთავრესი მახასიათებლებია, რომელთა გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია ორივე მათგანის არსებობა. ამასთანისინი გგვევლინებიანპიროვნებისა და საზოგადოების ინტერესთაშემათანხმებელ და საზოგადოებრივი ცხოვრებისფაქტორად.შეუძლებელია მშვიდობიანობისდამყარება რომელიმე მათგანის გარეშე,ამიტომაცარსებული რეალობისთვის აუცილებელია არსებობდეს როგორც თანასწორობა ისე სამართლიანობა.ესორივე აუცილებელია და ერთ საერთომიზანს ემსახურება,ესმიზანი კი ყველასთვის მნიშვნელოვანია,რადგან წარმოუდგენელია ცხოვრება სამართლისა და სიმშვიდის გარეშე.

------------------------------------------------------------------------------------------------

მოკლედ,ძნელია ერთ ტერმინში - "სამართალი" - შევაჯამოთ ყველაფერი, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია სამართლიანობასთან , რომელიც მოქმედებს მხოლოდ როგორც მისი განხორციელების ფორმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამართლის მიმართ უფრო დამკვიდრებული ხედვაა საჭირო, რომ იგი გამოყენებულ იქნას კონკრეტული ცხოვრებისეული ამოცანებისა და საკითხების გადასაჭრელად, რათა საჯაროდ მოწესრიგდეს მისთვის საგულისხმო სოციალური ურთიერთობები

,,სამართალი არის მართლწესრიგისა და სამართლიანობის ხელოვნება"(დიგესტები).სამართალმა ისე უნდა მოაწესრიგოს ადამიანთა ქცევა,რომ მოგება და ზარალი სამართლიანად განაწილდეს,საპირისპირო ინტერესები სამართლიანად ურთიერთშეჯერდეს,საზოგადოებაში წარმოშობილი სამართლებრივი პრობლემები სამართლიანად გადაწყდეს.სწორედ ესაა ჭეშმარიტება და საფუძელი ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობისა.

და ბოლოს ,,სამართლიანობა -ეს არაა განყენებული თეორიული აბსტრაქცია", ის გამოიყენება კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად.სამართლიანობა იმაზე მეტია ვიდრე ჩვენ გვგონია.სამართლიანობა და სამართალი კი ერთად ქმნის მოწესრიგებულ და თვიმყოფად სახელწიფოს,რადგან მათ გარეშე ყოველივეს მოიცვამდა ანარქია.სადაც არსებობს სამართალი, იქ უნდა არსებობდეს სამართლიანობა და,პირიქით.ერთის დარღვევა უნდა იწვევდეს მეორის შელახვას დომინოს პრინციპის შესაბამისად.


ავტორი- მარიამ ლაბაძე

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის 1-ლი კურსის სტუდენტი.


გამოყენებული ლიტერატურა

1)ხუბუა გ,სამართლის თეორია,თბილისი,2015 წელი.(ძირითადი ლიტერატურა).

2)ოლაფ მუთჰორსტი,სამართლმცოდნეობის საფუძვლები,თბილისი,2019 წელი.

ელექტრონული მასალა

<<https://lawcourse1.blogspot.com/>>


326 views0 comments