საქართველოს სამოქალაქო კოდექსში წარმოდგენილი სანივთო უფლებების სისტემა,როგორც ჩვენთვისაა ცნობილი,ძირითადად გერმანული სამართლის რეცეფციის შედეგია. სწორედ აქედან გამომდინარე, სანივთო უფლებები იყოფა საკუთრებად და შეზღუდულ სანივთო უფლებებად, რომლებიც თავის მხრივ, შეგვიძლია დავყოთ სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლებებად და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად. ამ სტატიაში განვიხილავთ სხვისი საკუთრებით შეზღუდულ სარგებლობას,რათა უკეთ წარმოვაჩინოთ სანივთო სამართლის ამ ნაწილის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ის თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს მსგავსი სარგებლობა.
რას გულისხმობს სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობა?
სანივთო სამართალი,გარდა ნივთზე აბსოლუტური კუთვნილებითი უფლებისა, ასევე იცნობს შეზღუდულ სანივთო უფლებებს. შეზღუდული უფლებების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მესაკუთრეს შესაძლებლობა აქვს,თავისი აბსოლუტური კუთვნილებითი უფლებიდან გამომდინარე, ნივთზე გარკვეული უფლებები გადასცეს მესამე პირს,ეს უფლება არის სანივთო სამართლის ნაწილი,რადგან სწორედ ამ დროს მესაკუთრე მესამე პირს ანიჭებს ნივთთან მიმართებით კონკრეტულ უფლებამოსილებებს. ,,მთავარი არსი ამ უფლებებისა არის ის,რომ აღნიშნული უფლებები საკუთრების უფლებისაგან განსხვავებით,უფლებამოსილებების მაქსიმალურ და ყოვლისმომცველ მიკუთვნებას არ ასახავს,არამედ,როგორც სახელწოდება მიგვითითებს,მხოლოდ შეზღუდულს,რადგან,როგორც უკვე აღვნიშნე,მესამე პირს მესაკუთრე ანიჭებს მხოლოდ ცალკეულ,კონკრეტულ უფლებებს“(ზარანდია თ,სანივთო სამართალი,თბილისი,2019წელი, გვ.393)
ეს უფლებები უზრუნვეყოფს ნივთით სარგებლობის უფლებამოსილებას,მაგრამ არ მოიცავს ნივთის გასხვისების უფლებას.
სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის სახეები:
1)აღნაგობა-მაქსიმალურისარგებლობის სანივთო უფლებაა. საქართველოსსამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლისმიხედვით, აღნაგობის უფლებაარის შეზღუდული სანივთო უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიცმიწის ნაკვეთის გამოყენებას, მასზენაგებობის აღმართვას, ნაგებობისქონის უფლებას, ასევე, ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვებისადა გაქირავების უფლებას წარმოშობს. რაცშეეხება ხანგრძლივობას, ის განისაზღვრებამხარეთა შეთანხმებით და იგი არუნდა აღემატებოდეს 99 წელს. აღნაგობის უფლების დატვირთვის საგანი არის მიწის ნაკვეთი,რომელიც დარეგისტრირებული უნდა იყოს დამოუკიდებლად რეესტრში.
ხდება თუ არა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი ამ ნაკვეთზევე აგებული შენობა-ნაგებობა?
შენობა-ნაგებობა აღნაგობისუფლების არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, როდესაც აღნაგობის უფლება წყდება, შენობა-ნაგებობა გადადის მიწის მესაკუთრის საკუთრებაში. მიწის მესაკუთრე ვალდებულია გადაიხადოს კომპენსაცია, სსკ-ის 239-ე მუხლითგათვალისწინებულიწინაპირობების არსებობისას. თუმიწაზე აშენებული ნაგებობის დანგრევა მოხდება, ამითარ შეწყდება აღნაგობის უფლება და შესაბამისად აღნაგობისუფლება დასაშვებია ისეთ მიწის ნაკვეთებზეც, სადაც დანგრეული ან დაუმთავრებელი შენობებია. ასევე, აღნაგობისუფლების შინაარსიდან გამომდინარე მშენებლობის იერი უნდა აღიქმებოდეს ისე, რომდადგინდეს საქმე რამდენ სამშენებლო ნაგებობას ეხება.
აღნაგობის უფლების რეგისტრაცია
ამ საკითხზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ სსკ-ის 183-ე და 234-ე მუხლების მიხედვით. შეგვიძლია დავასკვნათ,რომ აღნაგობის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგებით გათვალისწინებული უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
აღნაგობის უფლების შეწყვეტა
აღნაგობის უფლებისშეწყვეტის მიღებული საფუძველია ვადის გასვლა. საჯარო რეესტრში ამ მოთხოვნის შეტანა საჭირო არაა და თუმაინც იქნება შეტანილი მოთხოვნა, მას მხოლოდ დეკლარაციული ხასიათი ექნება.
მხარეთა ისეთი შეთანხმება, რომლის მიხედვით აღნაგობის უფლების გასვლის შემდეგ ნაგებობა მეაღნაგეს რჩება, ბათილად იქნება მიჩნეული, რადგან კანონი უშვებს მხოლოდ აღნაგობის უფლების გაგრძებლების შესაძლებლობას.
2)უზუფრუქტი-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლი იძლევა უზუფრუქტის ლეგალურ განმარტებას. უზუფრუქტში შედის ყველანაირი სახის სარგებლობა. უფროზუსტად რომ ავხსნათ, უზუფრუქტუარს გააჩნია იგივე უფლებები, რაცმესაკუთრეს, გარდა განკარგვისუფლებისა. ასევე, უზუფრუქტუარს არ აქვს უფლება შეცვალოსსარგებლის მიზანი და უზუფრუქტი არექვემდებარება სხვა პირისათვის გადაცემას.
უზუფრუქტი რომაული სამართლიდან მოდის და მას შემდეგდიდი და მნიშვნელოვანი ცვლილებებიარ განუცდია. შეიძლებაესეც ჩავთვალოთ, იმისმიზეზად, რომ დღესმისი გამოყენების მასშტაბები არც თუ ისედიდია. ასევე. მასშტაბებისსიმცირე გამოწვეულია იმით, რომამ ტიპის გარიგება გამოიყენება უფრო ეფექტურად სასოფლოსაქმიანობაში და სამრეწველო, ინდუსტრიულიდა კომერციული მიზნებისათვის რთულია უზუფრუქტის გამოყენება.
,,უზურფრუქტი მტკიცედაა დაკავშირებული უზურფრუქტუარის პიროვნებასთან.ამიტომაცაა,რომ მას ახასიათებს მემკვიდრეობითობა“()ზოიძე ბ,ქართული სანივთო სამართალი,თბილისი 2003წელი,გვ 235)
რა უნდა ვიცოდეთ უზურფრუქტის შესახებ?
უზუფრუქტუარი ვალდებულიანივთს შეუნარჩუნოს თავდაპირველი სამეურნეო დანიშნულება და ის უფლებამოსილია ნივთით ისარგებლოს მხოლოდ იმავე მიზნით, რამიზნითაც ეს ნივთი გაიცა. მან არ უნდაშეუცვალოს ნივთს ფორმა.
უზუფრუქტუარი უფლებამოსილია, რომ მიიღოს ნივთისნაყოფიც და სარგებელიც. იმშემთხვევაში, თუ უზუფრუქტუარიმიითვისებს ისეთ ნაყოფსა დასარგებელს, რომელიც არაამიღებული ნივთის ჩვეულებრივი სამეურნეო გამოყენების შედეგად, მაშინის ვალდებულია მესაკუთრეს აუნაზღაუროს ზიანი, რაცმიადგა მას ნივთის ასეთიგამოყენების შედეგად.
უზუფრუქტუარი უფლებამოსილიაქონება გააქირავოს ან იჯარით გასცესუზუფრუქტის მოქმედების ფარგლებში. თუმოქმედების ვადა გავა, მაშინმესაკუთრე დაიკავებს უზუფრუქტუარის ნაცვალდ ადგილს ამ სამართლებრივ ურთიერთობაში.
3)სერვიტუტი- სერვიტუტის ცნებას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლი(მიწის ნაკვეთიან სხვა უძრავი ქონებაშეიძლება სხვა მიწის ნაკვეთისან სხვა უძრავი ქონებისმესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნებს გამოყენებული, რომ ამ მესაკუთრესუფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ანაიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოსდატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ).სერვიტუტი იქნება სახეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაცული იქნება შემდეგი პირობები:1)სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს და 2. სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი უნდა გაუფრთხილდეს გამოყენებული (დატვირთული) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს.
სერვიტუტისშეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზიშეიძლება იყოს მისი გამოყენების შეუძლებლობა, როგორც სამართლებრივად, ისე ფაქტობრივი გარემოებების გამო. ასევე, სერვიტუტის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება იყოს ინტერესის დაკარგვაა, ანუ თუ სერვიტუტსარ მოაქვს პირდაპირი სარგებელი უფლებამოსილი პირისათვის, მაშინის უნდა შეწყდეს. ასევე, შესაძლებელია სერვიტუტის არამარტო შეწყვეტა, არამედმისი შინაარსის ცვლილება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
ბოლოს,ამ სტატიის ძირითადი მიზანია,ის რომ გაგვეცნობიერებინა,ის ფაქტი,რომ შეუზღუდავი საკუთრების იქით არსებობს შეზღუდული საკუთრების უფლებებიც.დღესდღეობით ძალიან ბევრია მსგავსი უფლებების რეალიზება, ამიტომ თითოეული ჩვენგანის უფლებაა ვიცოდეთ არსი ჩვენ მიერ განხილული საკითხისა.
ავტორი- მარიამ ლაბაძე
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის 1-ლი კურსის სტუდენტი.
___________________________________________________________________________________________
გამოყენებული ლიტერატურა:
1)ზარანდია თ,სანივთო სამართალი,თბილისი,2019წელი.
2)ზოიძე ბ,ქართული სანივთო სამართალი,თბილისი 2003წელი.
3)რუსიაშვილი გ, ჭანტურია ლ(რედ),სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეორე, 2018წელი.
ნორმატიული მასალა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
Comments