• სალომე ჩაგუნავა; თამარ სირაძე

ჩვენი კონსტიტუცია - როგორც საუკუნის ღირებულება



და განაცხადეს: ,,ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას.“


და მაინც რა არის კონსტიტუცია? რამდენად ბანალურადაც უნდა ჟღერდეს პასუხი ამ კითხვაზე,ვფიქრობთ,ის მაინც მოიაზრებს უმთავრეს ღირებულებებს და არის ,,ყველაზე ფართო ლაკონური განმარტება“: ,,კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია“. სიტყვა უზენაესს შეგვიძლია,მრავალგვარი დეფინიცია მოვუძებნოთ და მივანიჭოთ,მაგრამ საბოლოოდ,მაინც შევთანხმდებით,რომ სახელმწიფოს ვერ ექნება დასრულებული სტრუქტურა კონსტიტუციის გარეშე,რადგან სწორედ ის განსაზღვრავს სახელმწიფოს კონკრეტულ წესრიგს,მიზანს,ხელისუფლების სამართლებრივ ჩარჩოებს,სახელმწიფოს ორგანიზაციულ სტრუქტურას,ადამიანის ძირითად უფლებებს.სწორედ,რომ კონსტიტუციაშია თავმოყრილი ის სახელმძღვანელო პრინციპები,რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს სახელმწიფო ხელისუფლება.


საქართველოს კონსტიტუცია მართლაც,რომ ღირებულებათა დოკუმენტია თავისი ღრმა წარსულითა და ისტორიით. მოქმედი კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოსაა მიღებული,თუმცა საინტერესოა,როდიდან დაიწყო საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარება და რა გზა განვლო მან? მიუხედავად იმისა,რომ საქართველოს ისტორიაში ბევრმა ისეთმა სამართლებრივმა ძეგლმა მოიყარა თავი,რომლებიც შეიძლება,კონსტიტუციური სამართლის წყაროს მივაკუთვნოთ, საკუთრივ კონსტიტუციონალიზმის ისტორიის დასაწყისად 1918 წლის 26 მაისი უნდა მივიჩნიოთ,როდესაც ეროვნულმა საბჭომ პირველი კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო,ამ აქტის საფუძველზე „საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელად“ გამოცხადდა, ხოლო „საქართველო სრულუფლებოვან, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.“თუმცა,მოგეხსენებათ,რომ შექმნილ აწმყოში მან ვერ შეძლო,სრულყოფილი ფორმით ემოქმედა და შეესრულებინა დაკისრებული მოვალეობანი.

შემდეგი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში გახლავთ 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია. ეს კონსტიტუცია მატიანეში ჩაიწერება,როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარების ერთ-ერთი გარდამტეხი,ფუნდამენტური ეპიზოდი. მისი მიზნის რელევანტურობა ცხადი იყო,კერძოდ,დოკუმენტს უნდა განემტკიცებინა ქვეყნის საგარეო მდგომარეობა და აემაღლებინა საერთაშორისო ავტორიტეტი. 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია არა მხოლოდ პოლიტიკური და სულიერი კავშირია,არამედ სამართლებრივიც პირველ რესპუბლიკასა და დღევანდელ საქართველოს შორის.სწორედ 1921 წლის კონსტიტუცია იქცა სიმბოლოდ იმ გზისა,რომელიც დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველომდე მიდიოდა,თუმცა, ქვეყანამ ამ კონსტიტუციით ცხოვრება ვერ მოასწრო გასაბჭოების გამო,რადგან 25 თებერვალს ქვეყნის მიწაზე წითელარმიელები შემოვიდნენ ...

და მაინც 1921 წლის კონსტიტუციის ღირებულებად უნდა მივიჩნიოთ ,,დამფუძნებელი მამების“ მცდელობა პარლამენტარიზმისა და დემოკრატიის მათეული გაგებიდან გამომდინარე,ხელისუფლება ისე მოეწყოთ,რომ ერთი მხრივ,ხელი შეეშალათ ხალხის მმართველობის დესპოტიზმისაკენ გადახრისთვის,ხოლო მეორე მხრივ,შეუძლებელი ყოფილიყო ქვეყანაში დიქტატურის დამყარება.დოკუმენტი აღიარებდა ისეთ ღირებულებებს,რომელთაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა: თავისუფლება,სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია.გარდა ამისა, კონსტიტუციის უდიდესი დამსახურებაა იმის გაცნობიერებაც, რომ ადამიანი არის ძირითადი სოციალური ღირებულება.ადამიანი არის სამართლის მიზანი და არა მიზნის მიღწევის საშუალება. მასში ვხვდებით ისეთ თავებს, როგორებიცაა:„მოქალაქეობა“, „მოქალაქის უფლებანი“, „ადგილობრივი თვითმმართველობა“, „სწავლა-განათლება და სკოლა“, „სოციალურ-ეკონომიკური უფლებანი“ და სხვანი.

გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს.,,არ შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს რესპუბლიკის რომელიმე ეროვნული უმცირესობის თავისუფალი სოციალურ-ეკონომიური და კულტურული განვითარება, განსაკუთრებით, მისი დედაენით სწავლა-აღზრდა და ეროვნულ-კულტურულ საქმეთა შინაური მართვა-გამგეობა; ყველას აქვს უფლება წეროს, ბეჭდოს და ილაპარაკოს დედაენაზე“

ამავე კონსტიტუციით გარანტირებული იყო რწმენის თავისუფლება,გენდერული თანასწორობა ,, ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით“,-ვკითხულობთ კონსტიტუციაში.


აგრეთვე კონსტიტუციის მე-19 მუხლით გაუქმდა სიკვდილით დასჯა. რაც იმდროინდელი მსოფლიოსთვის უპრეცედენტო,ჰუმანურ იურიდიულ აქტს წარმოადგენდა.


სტატიის ავტორები:

თამარ სირაძე

სალომე ჩაგუნავა


____________________________________________________________________________________________

გამოყენებული ლიტერატურა:https://www.civiceducation.ge/ka/lessons/2-23

http://constitution.parliament.ge/uploads/masalebi/1921-konstitucia.pdf


ყველა უფლება დაცულია © ბექა მოსაშვილი 2019 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now