top of page
  • მარია ქოჩორაშვილი

აუცილებელი მოგერიება, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება.



აუცილებელი მოგერიება, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება.

სამართლის დარგის ერთ-ერთ უნმიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს სისხლის სამართალი. სამართალის ინტერპრეტაცია ყველას სხვადასხვანაირად წარმოუდგენია და შეუძლია, ვინაიდან კონკრეტული ასპექტი ვიღაცისთვის სამართლიანია, ვიღაცისთვის უსამართლო. ამიტომ ვფიქრობ, რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენნაირი სამართალგაგებაა. ვერავის მოსთხოვ, იცოდეს ყველა მუხლი ზედმიწევნით, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს მუხლები რომლის ცოდნა ყველა ადამიანის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა. სწორედ აუცილებელი მოგერიებაც ერთ-ერთი მათგანია.


სანამ უშუალოდ ვისაუბრებთ აუცილებელ მოგერიებაზე, როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემობაზე, მანამდე საჭიროა, ვიცოდეთ რა არის მართლწინააღმდეგობა. მართლწინააღმდეგობა, ეს არის დადგენილი ნორმის საწინააღმდეგოდ მოქცევა, მართლწესრიგის დარღვევა, თუმცა ყოველი ერთი შეხედვით დანაშაულებრივი ქმედება, როდი წარმოადგენს დანაშაულს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28 (1)- ის მიხედვით, აუცილებელი მოგერიება ეს არის პირის უფლება, დაიცვას სხვისი და საკუთარი სამართლებრივი სიკეთე და თავიდან აიცილოს მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

რატომ არის აუცილებელი მოგერიება მართწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება?

ადამიანი, ეს არის კონსტიტუციურად თავისუფალი ინდივიდი. პირს, რომელსაც აქვს უფლებები და მოვალეობები. ადამიანი არ არის ვალდებული ეგუებოდეს მისი სამართლებრივი სიკეთის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ხელყოფას. უმაღლესი სამართლებრივი სიკეთე, რომელიც უმაღლეს ადგილს იკავებს სხვა სიკეთეებთან შედარებით, არის ადამიანის სიცოცხლე. არცერთი ინდივი არ არის ვალდებული ითმინოს სამართლებრივი სიკეთის მართლსაწინააღდეგო ხელყოფა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს აუცილებელი მოგერიების უფლება და ამ უფლების გამოყენება არ წარმოშობს მის სისხლის სამართელბრივ პასუხისმგებლობას. მაგალითად, პირი, რომელსაც აყენებენ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, არ არის ვალდებული ელოდოს სამართალდამცევლების ჩარევას და მხოლოდ მას შემდეგ მოქმედებას, არამედ იგი უფლებამოსილია, განახორციელოს ისეთი მოქმედება, რომელიც მას საშუალებას მისცემს მაქსიმალურად აირიდოს თავიდან მისი სიკეთის დაზიანება. ქალი, რომელსაც იძულებით ქორწინების მიზნით გაიტაცებენ არ არის ვალდებული, ელოდოს როდის ჩაერევა შესაბამისი პირი ამ საკითხში, არამედ ის უფლებამოსილია უმწუთიერ მართლსაწინააღდეგო მოქმედებას უპასუხოს აუცილებელი მოგერიებით. დღევანდელ რეალობაში, ადამიანმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მას აუცილებელი მოგერიების უფლება აქვს და იფიქროს, რომ მის მიერ სამართლებრივი სიკეთის დაცვისათვის განხორციელებული მოქმედება დანაშაულებრივია. სწორედ ამიტომაც მომაჩნია, რომ ყველასათვის ნათელი უნდა გახდეს, ამ უფლების მნიშვნელობა.

ყოველთვის მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა აუცილებელი მოგერიება?

ადამინის თავისუფლება კი კონსტიტუციის უმთავრესი პრიორიტეტია, მაგრამ არ არსებობს აბსოლუტურად თავისუფალი ადამიანი, ასევე აუცილებელი მოგერიება კი მართლსაწინააღდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა მაგრამ არა ყოველთვის. სწორედ ამიტომ, სისხლის სამართლის კოდექსი, საუბრობს იმ ძირითად პირობებზე, რომლის დროსაც აუცლებელი მოგერიება, მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებაა. ესენია:

1. ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო

2. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ყოველთვის საფრთხეს უნდა უქმნიდეს სისხლის სამართლით დაცულ ობიექტს.

3. მოქმედება უნდა იყოს იმწუთიერი

4. მომგერიებელი უნდა იცავდეს სამართლებრივ სიკეთეს

5. გადაცილებული არ უნდა იყოს მოგერიების ფარგლები.

მნიშვნელოვანია, რომ მოგერიება უნდა იყოს იმწუთიერი, თუკი ა-მ ცივი იარაღით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა ბ-ს და შედეგ ბ-ს მეგობარმა გ-მ სამაგიეროს გადახდის მიზნით მეორე დღეს ა-ს ასევე მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ეს არ წარმოადგენს აუცილებელ მოგერიებას, ვინაიდან ქმედება არაა იმწუთიერი. სისხლის სამართლის კოდექსის 28 (3) მიხედვით ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფით წართმეული ქონების ან სხვა სამართლებრივი სიკეთის დასაბრუნებლად მართლზომიერია იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მოხდა უშუალოდ ხელმყოფის ხელში ამ სიკეთის გადასვლისთანავე და თუ მისი დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება ჯერ კიდევ შეიძლებოდა.

მომგერიებლის ან დამხმარის მოტივი, უნდა იყოს ის რომ დაიცვას სამართლებრივი სიკეთე და არაა პირადი მიზნები განახორციელოს. მაგალითად: ა დააყაჩაღა ვინმე ბ-მ, ხოლო გ-მ დაინახა რომ ა ცდილობდა ბ-სგან უკან დაებრუნება საკუთარი ნივთი, ამ დროს გ-მ ამოიცნო ბ რომელთანაც წარსულში უთანხმოება ჰქონდა და გადაწვიტყა ბ-სთვის მიეყენებინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ვითომ ა-ს დახმარების განზრახვით და ამ დროს პირადი განზრახვა ამოძრავებდა, ეს არ არის აუცილებელი მოგერიება და ამ დროს პირი ჩვეულებრივ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში.

თუკი კონკრეტულ სიტუაციაში პირს ჰქონდა უფლება გაქცევით ეშველა თავისათვის მაგრამ მაინც მიმართა აუცილებელ მოგერიებას, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ის მოქმედება მართლსაწინააღმდეგოდ, იმ მტკიცებით რომ მას გაქცევის საშუალება ჰქონდა და არ გაიქცა. სისხლის სამართლის კოდექსის 28 (2) აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. მაგალითად თუ ა-ს ბ მისდევდა ცივი იარაღით სიცოცხლის მოსასპობად და ა-ს შეეძლო გაქცეულიყო ან ვინმესთვის დაეძახა და ამით აერიდებინა თავიდან მართლსაწინაარდეგო შედეგი და ამის მაგივრად მან ბ-ს წინააღმდეგობა გაუწია და ამით აირიდა თავიდან ეს ჩვეულებრივ აუცილებელი მოგერიებაა.


პირის მოქმედება, უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და უნდა ხელყოფდეს ვინმეს სამართლებრივ სიკეთეს. და რაც ყველაზე მთავარია გადაცილებული არ უნდა იყოს მოგერიების ფარგლები. მომგერიებლის ან დამხმარის მიერ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას, მაშინ როდესაც პირს სხვა გზა არ აქვს საკუთარი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად, ეწოდება ინტენსური ექსცესი.

და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებელი მოგერიება არ უნდა სცდებოდეს მის ფარგლებს. მაგალითად თუ ა-მ ბ-ს მხოლოდ ხელით შეეხო და ბ-მ ცივი იარაღით მიაყენა ჯანრთელობის მძიმე დაზიანება, მაშინ ვერ ჩაითვალება რომ ა მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პირობებში. შესაბამისად ეს კრიტერიუმიც მეტად მნიშვნელოვანია.

და აქვე, აუცილებელი მოგერიეგბის თანაფარდობისას, გასათვალისწინებელია, შემდეგი გარემობები.

1. სქესი

2. ფიზიკური სიძლიერე

3. ასაკი

4. მომგერიებლის პროფესია


გამიზნული პროვოკაცია

გვაქვს შემთხვევა როდესაც პირი გამიზნულად ახორციელებს, ისეთ მოქმედებას, რომ გააღიზიანოს პირი, რომელიც შემდეგ მას თავს დაესმხევა და გამღიზიანებელმა გამოიყენოს აუცილებელი მოგერების უფლება. მაგალითად: ა სასტიკად განაწყენებულია ბ-ზე. მან იცის რომ თუ ბ-ს ზიანს მიაყენებს პასუხისმგებლობაში მიეცემა, ამიტომ ის ურეკავს ბ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა და ა.შ. იმ გაზრახვით რომ ბ გააღიზიანოს და შემდეგ აუცილებელი მოგერიების უფლება გამოიყენოს. ამ დროს პირს აქვს თუ არა აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენება სადაოა. ავტორთა ერთი ჯგუფი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ა-ს მოქმედება არ ჩაითვლება აუცილებელ მოგერიებად და ის უნდა დაისაჯოს განზრახ მოქმედებისათვის, ხოლო მეორე ჯგუფი ამბობს, რომ ა-ს აქვს უფლება გამოიყენოს აუცილებელი მოგერიების უფლება. მიუხედავად იმისა რომ ის იყო პროვოკატორი. ჩემი აზრით, პროვოკატორი უნდა დაისაჯოს განზრახ მოქმედებისათვის, ვინაიდან ის ნებელობით ახორციელებს გამიზნული პროვოკაციული მოქმედების ჩადენას, მიუხედავად ამისა ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ბ-ს მიმართ მას შეუძლია გამოიყენოს აუცილებელი მოგერიების უფლება, რადგან ამ დროს შეიძლება ბ-მ სერიოზული ზიანი მიაყენოს ა-ს, ამიტომ ა-ს უნდა შეეძლოს აუცილებელი მოგერიების გამოყენება, მიუხედავად იმისა რომ ა-მ ნებელეობით გამოიწვია მისი გაღიზიანება, მაგრამ ეს არ გულისხმობს მის პასუხისმგებლობისგან გათავლსიფლებას და მგონია, რომ ის მაინც პროვოკატორია და მაინც განზრახვისთვის უნდა დაისაჯოს,ვიანიდან მან გამოიწვია არსებული ვითარება და არ აქვს მნიშვნელობა ბ-ს ა მოკლავს შედეგ თუ არა.


მაშასადამე, აუცილებელი მოგერიება, ეს არის პირის უფლება, თავი დაიცვას მის მიმართ განხორციელებული მართსაწინააღმდეგო მოქმედებისაგან. იგი არ არის ვალდებული უსასრულოდ ელოდოს შესაბამის პირებს დასახმარებლად, ან სიცოცხლე მოისპოს მხოლოდ იმაზე არასწორად ფიქრით რომ თუ დამზიანებელს თვითონაც მიაყენებს ზიანს, ამით ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცემა.


სტატიის მიზანი: სტატიის მიზანია, ყველა ადამიანმა იცოდეს, რომ სიცოცხლე, როგორც სამართლებრივი სიკეთე, ყველაზედ უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი სიკეთეა და მისი დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია. ინდივიდს სისხლის სამართლის კოდექსი ანიჭებს უფლებას, დაიცვას მისი სამართლებრივი სიკეთე და არ დაუშვას მისი მართლსაწინააღდეგო ხელყოფა. სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი მოგერიების უფლება ჩემი, შენი, ჩვენი უფლებაა! იცოდე შენი უფლების შესახებ, იყავი ინფორმირებული!


ავტორი: მარია ქოჩორაშვილი

381 views0 comments
bottom of page