top of page
  • თამარ სირაძე

,,გულგრილობის ვირუსი კლავს“! ქალთა და გოგონათა ძალადობის კონტექსტში


სიყრმიდანვე ყურში ჩაძახებულმა ვითომ ,,მარილითა მადლისაითა“ შეზავებულმა სიტყვებმა:,, შენ რადგან შემოქმედს ქალად დაუბადებიხარ, შენი წესიც ეს უნდა იყოს, ხმაგაკმენდილი ჩუმად იყავი, თვალები დახუჭე და იჯექ“ გახმაურებული ტრაგედიები დაგვატეხა თავს, მაგრამ მე ,,ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან ერთს გამოვყოფდი ..- ყველაზე საშინელს, უსიამოს, გულდამწყვეტსა და ვინ იცის, კიდევ რა - ესაა პირველი გორახის დაცემა საფლავში ჩადგმულ კუბოს სახურავზე, გაგახსენდათ, არა? ყრუ ხმაურია, საზარლად ფშვნადი.....“

ალბათ ნაცნობია თემა,რომლის ფარგლებშიც იმ პრობლემებზე ვისაუბრებ ქალები ყოველ დღე რომ აწყდებიან.ვინაიდან ჯერ კიდევ არსებობს ჩვენი ქვეყნის მიუწვდომელ , ბნელ კუნჭულებში ადგილები , სადაც ,,ჯაყოების“ მიერ გათელილ ,,მარგოებზე“ შემზარავად ალტრუისტი თეიმურაზ ხევისთავები არ საუბრობენ, რადგან მათ რცხვენიათ მსხვერპლი რომ ჰქვიათ დაუნდობელი მოძალადეების,რადგან მათ არ იციან ან არ უნდათ რომ იცოდნენ იმ უფლებების შესახებ ,რომლებიც მათ იცავს.ასეთი გულქვა საზოგადოება ხომ დუმს ,მაშინ როცა დუმილი კლავს თავდაუცველ ახალგაზრდა ქალებს ან უარესი ისინი თვითმკლელობამდე მიჰყავთ,რითაც ოსტატურად ცდილობენ მოძალადის პასუხისმგებლობის მსხვერპლზე დაკისრებას ,ხოლო სოციუმის დამანგრეველი ,გენდერული პატერნები თაობიდან თაობას გადაეცემა.


სტატიის მიზნებისთვის ,დისკრიმინაციის ყველაზე ექსტრემალური ფორმა გენდერის ნიშნით არის ძალადობა, ეს უკანასკნელი გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.

ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა ისევე, როგორც ადრეული და იძულებითი ქორწინება, ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმად რჩება საქართველოში.სამწუხაროდ,ქალები ისევ ხდებიან მსხვერპლი ფიზიკური ძალადობის,ფსიქოლოგიური ძალადობა - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება და მუქარა უკვე ყოველდღიურობაა იძულება - საზოგადოებას აღარ უკვირს მისი ექსტრემალური ინტენსივობის გამო ,ხოლო სექსუალური ძალადობა კი ვირუსულად ვრცელდება ჩვენ ირგვლივ.

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად (2017), საქართველოში დაახლოებით 17 000 ქალი მეუღლის/პარტნიორის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. დაახლოებით 20 000 ქალს სექსუალური ძალადობა სხვა პირის მხრიდან განუცდია. 67 000 გოგო ბავშვობაში გამხდარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

ამის მიუხედავად, მაგალითად, 2016 წელს გაუპატიურების მხოლოდ 13 საქმე განიხილა სასამართლომ, სადაც 1 შემთხვევაში პირი გამართლდა. 2017 წელს სასამართლომ მხოლოდ 5 საქმე განიხილა, სადაც 3 შემთხვევაში პირი გამართლდა. 2018 წელს 8 საქმის განხილვა მოხდა, სადაც 3 შემთხვევაში პირი გამართლდა.რატომ? იმიტომ ,რომ ჯერ ერთი ,სექსუალური ძალადობის თაობაზე ქალები იშვიათად ატყობინებენ პოლიციას,შესაბამისად დანაშაულების სათანადო გამოძიება იშვიათად ხდება,ხოლო მეორე მხრივ,სექსუალური ძალადობის დასადასტურებლად არაადეკვატურად ბევრი მტკიცებულებაა საჭირო. მსხვერპლის მონათხრობის ხშირად არ სჯერათ. სამართლებრივი პროცესები უკიდურესად ტრავმულია. შედეგად, სექსუალური ძალადობა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ისჯება.


პარალელურად ,კაცების თავდამსხმელმა და ქალების დავდაუცველმა პოლიტიკამ კი განაპირობა სექსუალური ძალადობის და ქალის სექსუალობასთან დაკავშირებული დანაშაულების სირცხვილსა და სტიგმასთან ასოცირება .ქალები ,რომლებმაც განიცადეს სექსუალური ძალადობა ამ საკითხზე არ საუბრობენ ,რადგან მას ზურგს აქცევს ოჯახი, საზოგადოება და ბიუროკრატიული სახელმწიფო. ძალადობის მსხვერპლი მიიჩნევა „ღირსებადაკარგულად’’, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავის, როგორც მძიმე დანაშაულის ჩამდენის განსჯა და დასჯა ხდებოდეს. თავად სიტყვა „გაუპატიურებაც“ კი, სამწუხაროდ, მსხვერპლის “პატივის აყრაზე”,დამცირებაზე აკეთებს აქცენტს. მიუხედავად იმისა ,რომ სექსუალური ძალადობა ყოველთვის მოძალადის და არა უფლებაანულირებული მსხვერპლის ბრალია,საზოგადოებაში მაინც ფიქრობენ,რომ ქალის ჩაცმულობა, საქმიანობა, ცხოვრების წესი თუ სხვა ატრიბუტი სექსუალური ძალადობის გამართლებაა.

ქალებზე ძალადობა და მათი დისკრიმინაცია არ არის მხოლოდ პატრიარქალური წყობის ან "ქართული მენტალიტეტის" შედეგი.

ეს არის თავად იმ სისტემის ბრალიც, რომელსაც უკვე წლებია ჩვენ , სამოქალაქო საზოგადოება, თავად ვაშენებთ და დიდად წინ ვერ წავიწიეთ ცნობიერების ამაღლების კუთხით. ე.ი. სტატიაში ქალთა უფლებების მიმართ დამოკიდებულება არა მხოლოდ სახელმწიფოს ,არამედ საზოგადოების ცნობიერების ბრალეულობამდე გადის.რადგან ,,პრინცის ტირანია ფეოდალურ სახელმწიფოში საერთო კეთილდღეობისთვის ნაკლებ მავნებელია,ვიდრე მოქალაქის აპათია დემოკრატიულ სახელმწიფოში“.

ამიტომ რა გასაკვირია, თუ ჩვენ გარშემო კვლავ იბადებიან ,,ჯაყოები’’-, რომლებიც დაძრწიან ყველგან, პოულობენ დაუცველ, საზოგადოებისგან, ოჯახისგან , მეგობრებისგან მიტოვებულ ქალებს და გოგონებს,ერთი სიტყვით მასზე ძალადობენ.მაგრამ ერთ სიტყვაში წარმოუდგენელია იმ შედეგების ჩატევა ,რასაც საზოგადოება თავად ხედავს.ამ დროს კი ჩვენი კოლექტიური ცნობიერება პატივმოყვარეობის სინდრომით შეპყრობლი ერისას, თავის გასამართლებლად ათას ჭორს შეთხზავს ხოლმე ,ხოლო საფლავში მსხვერპლს გაუგონრად გაუგებარ წინადადებას ჩააყოლებს - ,,გააუპატიურეს და დანაშაული გამოისყიდა სიკვდილით”. ......


ამ განუკითხაობის ფონზე კი კითხვა მდგომარეობს შემდეგში, რაშია გამოსავალი?!გამოსავალი საზოგადოების და სახელმწიფოს კორელაციულ მოქმედებაშია.ამათგან კი უფრო მნიშვნელოვანი საზოგადოების როლი და ცნობიერებაა, რადგან ძალადობის მსხვერპლი გოგონები თავს იმიტომ იკლავენ ,რომ მათ რცხვენიათ იმის , მსხვერპლი რომ ჰქვიათ , რადგან მათ ამ საზოგადოებაში პიროვნების თავისუფალი განვითარება არ უწერიათ.


რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ? ვინაიდან ძალადობა გულისხმობს კონტროლსა და ძალაუფლებას, ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა, დავეხმაროთ ,მეგობარსა თუ ოჯახის წევრს, არის მისი გაძლიერება,რათა მან თავად მიიღოს გადაწყვეტილება და თავად დაიწყოს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა.

· ამიტომ მოუსმინე!

· არ განსაჯო!

· მხარი დაუჭირე!

,,არამკითხე მოამბის“ პრობლემა რომ დასაგმობია ეს დიდი ხნის წინ უნდა გაგვეაზრებინა მანამ, სანამ გოგონები და ქალები ძალადობრივი სიტუაციიდან ყველაზე მარტივ გამოსავალს-თვითმკვლელობას მიმართავდნენ და ამრიგად სიცოცხლის უფლებას, სიკვდილის უფლების ინტერპრეტაციით ჩაანაცვლებდნენ. ერთი შეხედვით გამოსავალი გაბედვა და სტერეოტიპულ საზოგადოებასთან დაპირისპირებაა საჭირო, ამიტომ აიმაღლე ხმა სხვისი უფლებების დასაცავად დღეს!

თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ: „112“ ერთიანი საგანგებო ნომერი 24/7 საათის განმავლობაში. ასევე, კონსულტაციის მიღების მიზნით დარეკეთ ცხელ ხაზზე: 116 006



ავტორი: თამარ სირაძე



____________________________________________________________________

გამოყენებული ლიტერატურა:

იხ.https://police.ge/files/pdf/sakanonmdeblo%20baza/12..Law_on_Domestic_Violence.pdf (ნანახ.2021.02.15)

იხ.https://wisg.org/ka/news/detail/225/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%90%E1(ნანახ.2021.02.15)

იხ.https://www.civiceducation.ge/ka/lessons/1-9((ნანახ.2021.02.15)

58 views0 comments
bottom of page