top of page
  • Writer's pictureBeka Mosashvili

ისჯება თუ არა არასრულწლოვნისათვის ცივი იარაღის მიყიდვა?


ისჯება თუ არა არასრულწლოვნისათვის ცივი იარაღის მიყიდვა?


მოცემული სტატიით მსურს საზოგადოების ინფორმირება მოვახდინო იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება არასრულწლოვნებისათვის ცივი იარაღის მიყიდვა მაღაზიებში, ბაზრობებზე და სხვა სავაჭრო ადგილებში (მათ შორის ცნობილ სავაჭრო ცენტრებში) ისე, რომ გამყიდველს არავინ სჯის ამ უკანონო ქმედებისათვის და საერთოდ არ ხდება ბაზარზე ცივი იარაღის კონტროლი სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურის მიერ.


ალბათ ყველას აინტერესებს კანონით რა სახის სანქცია არის გამყიდველისათვის გათვალისწინებული არასრულწლოვნისათვის ცივი იარაღის მიყიდვის შემთხვევაში. ეს ქმედება ისჯება ადმინისტრაციული წესით. კერძოდ, ამ ქმედებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული არის მხოლოდ ჯარიმა.

აღნიშნული კანონი გარდა იმისა, რომ გამყიდველს/სავაჭრო ობიექტს უკრძალავს არასრულწლოვნისათვის ცივი იარაღის მიყიდვას, ასევე დასჯადია ამკრძალავი საინფორმაციო ბანერის განთავსების მოთხოვნათა დარღვევა. მოცემულ ბანერზე გარკვევით და თვალსაჩინოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ აკრძალულია არასრულწლოვნისათვის ცივი იარაღის მიყიდვა. ასეთი ბანერის არ ქონა სავაჭრო ობიექტში, სადაც იყიდება ცივი იარაღი პირველ ჯერზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მიყიდვის შემთხვევაში სანქციას, ასეთ დროს კოდექსი აწესებს პირველ ჯერზე 300 ლარს. ესეიგი თუკი ბაზრობაზე ან ნებისმიერ სხვა სავაჭრო ადგილას არასრულწლოვანს მიყიდან ცივ იარაღს, ეს ქმედება ისჯება მხოლოდ 300 ლარის ოდენობით.

მოცემულ რეგულაციასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ჯარიმის ოდენობა 300 ლარი, არის ძალიან მცირე და მას არ გააჩნია მბოჭავი ეფექტი გამყიდველისათვის. მეორე პრობლემა არის ის, რომ სამართალდამცავი ორგანოები ვერ ახერხებენ ამ ფაქტების გამოვლენას ან საერთოდ არ აწარმოებენ ინსპექტირებას.

გარდა ამისა საზოგადოებასაც აქვს გარკვეული ვალდებულება იზრუნოს ბავშვების უსაფრთხოებაზე.

ბოლოს მინდა საზოგადოებას მოვუწოდო, თუკი შეესწრებით ფაქტს, რომ არასრულწლოვანს მიჰყიდიან ცივ იარაღს ან გამყიდველს არ აქვს განთავსებული ამკრძალავი ბანერი, გამოიჩინეთ სოციალური პასუხისმგებლობა და მიმართეთ შესაბამის ორგანოს (ცხელი ხაზი 112) დროულად, რადგან არ ვიცით უმოქმედობით რა შედეგი შეიძლება დადგეს.

ამასთანავე სავაჭრო ობიექტებმაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის ცივი იარაღის მიყიდვა შესძლოა დასჯადია ადმინისტრაციული წესით, მაგრამ თუკი მძიმე შედეგი დადგება გაყიდული ნივთის გამოყენებით, შესაძლოა მეწარმე სუბიექტიც სხვა სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.



58 views0 comments
bottom of page