top of page
  • Writer's pictureBeka Mosashvili

მეუღლეთა ქონების გაყოფა | ხარჯები და პროცედურა

Updated: Jun 22, 2020



რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს განქორწინების შემთხვევაში ქონების განაწილების საკითხი შეუძლიათ გაითვალისწინო საქორწინო ხელშეკრულებაში.


ხოლო თუკი მხარეებს არ აქვთ დადებული საქორწინო ხელშეკრულება, მაშინ ავტომატურად მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. უმეტეს შემთვევაში ქართულ რეალობასი არ არსებობს საქორწინო ხელშეკრულება შესაბამისად მხარეებს განქორწინებისას ან განქორწინების შემდეგ ქონებრივი დავის წარმოება უწევთ სასასამრთლოში.


ვნახოთ როგორია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის განმარტება ამ საკითხზე:


" მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი".


🔴ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.


სსკ-ის მუხლი 1130. გადაწყვეტილების მიღება მეუღლეთა ქონების გაყოფის თაობაზე

1. მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.



თუ საერთო ქონების გაყოფა ხდება ქორწინების განმავლობაში, მაშინ ქონების ის ნაწილი, რომელიც არ გაყოფილა, და აგრეთვე ქონება, რომელსაც ისინი შეიძენენ მომავალში, ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუკი საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.


ქონების გაყოფის საქმეები, რომელიც ვაწარმოეთ და დავასრულეთ წარმატებით, სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული განმარტებით და დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა ქონების გაყოფის თაობაზე.


მაგალითად: ✅თბილისი, გურჯაანი, გორის და სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა და ჩემი კლიენტი ცნობილ იქნა უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ. (შენობა ნაგებობა, ზოგ შემთხვევაშ მიწის ნაკვეთი და ავტომობილი ან/და ფულადი სახსრები).


👉 ზოგიერთ საქმეზე როდესაც ქონების გაყოფას ვითხოვდით, მოწინააღმდეგე მხარე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ ჩემი კლიენტი არ მუშაობდა და ფინანსურად არ ეხმარებოდა მეუღლეს, არ იხდიდა ვალებს და კომუნალურ გადასახადებს და მიიჩნევდა რომ უსამართლო იქნებოდა , თუკი სასამრთლო მეურლეს ქონების ნახევარს მიაკუთვნებდა. მაგრამ სასამართლომ იმსჯელა მოქმედი კანონის შესაბამისად და ქონება გაყო ორ თანაბარ ნაწილად.


ასეთი დავის წამოწყებისას, თუკი მხარეები შეთანხმდებიან ცხადია ქონება გაიყოს სხვა მოცულობითაც, რაზედაც დგება მორიგების აქტი და მტკიცდება სასამართლოს მიერ.


რაც შეეხება განქორწინებას, მოგახსენებთ, რომ ქონების გაყოფის თაობაზე სარჩელის აღძვრა დასაჩვებია ქორწინების შეწყვეტის გარეშეც და არაა სავალდებულო განქორწინება. მაგრამ გაითვაისწინეთ, რომ თუკი განქორწინებისას არ გაქვთ ქონების გაყოფის სურვილი, კანონი განქორწინებიდან სამ წელს გაძლევთ იმისთვის, რომ დაიწყოთ დავა ქონების გაყოფაზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ თქვენ აღარ გექნებათ მოთხოვნის უფლება და ვერ შეიტანთ სარჩელს სასამართლოში. ამასთანავე გაითვალისწინეთ რომ არსებობს გარკვეული რისკები, მაგალითად მხარემ შეიძლება ქონება გაასხვისოს (თუკი მის სახელზე არის) ანდა აიღოს სესხი და დატვირთოს იპოთეკით, გადააფორმოს სხვა პირზე ან მოჩვენებითი გარიგებით გაასხვისოს. ცხადია ეს გარემოებები ართულებს დავას ამიტომ რეკომენდირებული არის განქორწინებასთან ერთად მოვითხოვოთ ქონების გაყოფაც.


ალბათ გაინტერესებთ თუ რა არის საჭირო ქონების გაყოფისათვის.


პირველ რიგში აუცილებელია ადვოკატთან კონსულტაცია, რომელიც მოგისმენთ და მოგცემთ რჩევას თუ როგორ უნდა წარმართოთ ეს პროცესი.


რაც შეეხება დოკუმენტებს, აუცილებელია წარმოადგინოთ ქორწინების მოწმობა, ხოლო თუ დაკარგული გაქვთ განაახლოთ იუსტიციის სახლში. ამასთანავე მატერიალურად უნდა შეფასდეს ის ქონება რომელიც არის სადავო. რასაც აკეთებს აკრედიტირებული/ლიცენზირებული შემფასებელი- ექსპერტი. რომელიც ადგენს ქონების საბაზრო ღირებულებას. უმეტეს შემთხვევაში სასამართლო ითხოვს ამ ექსპერტიზის ჩატარებას, სხვაგვარად სარჩელს არ მიიღებს წარმოებაში. ეს აუცილებელი არის იმისთვის რომ განისაზღვროს დავის რირებულება და სასამართლო დაეყრდნოს მტკიცებულებას.

რაც შეეხება ხარჯებს, მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით იხდით მოთხოვნილი ქონების 3% , მაგალითად თუკი ქონება შეფასდა 40000 ლარად, თქვენ გადაიხდით 20 000 ლარის სამ პროცენტს, რადგან თქვენ კანონი გაძლევთ ქონების ნახევრის მოთხოვნის უფლებას, შესაბამისად ხარჯიც იქნება პროპორციული , ესეიგი 600 ლარი იქნება ბაჟი განხილულ მაგალითში.


გახსოვდეთ უფლება გაქვთ იდავოთ მხოლოდ იმ ქონებაზე, რომელიც შეძენილი არის ქორწინების რეგისტრაციის დღიდან განქორწინებამდე, ესეიგი რაც შეძენილია თანაცხოვრებაში (სახლი, ბიზნესი, აგარაკი, მიწა, ავტომობილი და ა. შ).


სხვა დანარჩენს გაიგებთ კონსულტაციაზე.




👉კონსულტაციის მისაღებად დარეკეთ: 579-275-900

660 views0 comments
bottom of page