top of page
  • თამარ ფიფია

მოსწავლე როგორც გლობალურ-დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი



დემოკრატიული კანონებისა და ინსტიტუტების ფუნქციონირების აუცილებელ პირობას

წარმოადგენს ის რომ კანონები და ინსტიტუტები ეფუძნებოდეს დემოკრატიის

კულტურას,თუმცა დემოკრატიული სახელმწიფოს შენება არც თუ ისე მარტივი

პროცესია,მითუმეტეს,დღევანდელ თანამერდოვე სამყაროში.

ყველა ვთანხმდებით იმაზე რომ დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბება

უმნიშვნელოვანესი, საკმაოდ რთული და გრძელვადიანი პროცესია,რაშიც დიდი წვლილი

განათლებამ უნდა შეიტანოს, სწორედ, რომ განათლებული, დემოკრატიული უნარ-

ჩვევებისა და ღირებულებების მქონე საზოგადოება ქმნის დემოკრატიულ კულტურას

სახელმწიფოში.

დემოკრატია არ არის მმართველობის სრულყოფილი ნიმუში,როცა ამაზე ვსაუბრობთ

აუცილებლად გაგვახსენდება იუნსტონ ჩერჩილის სიტყვები,მისი აზრით „დემოკრატია

ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის,მაგრამ უკეთესი არ არსებობს“. ალბათ

აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა,მაინც რას გულისხმობს დემოკრატიული ცხოვრება?

გიპასუხებთ რომ აღნიშნული გულისხმობს კრიტიკულ

ცნობიერებას,გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას,ძლიერ სამოქალაქო

ჩართულობას და კეთილდღეობაზე ზრუნვას.

სად უნდა ისწავლოს ადამიანმა დემოკრატიული ქცევა და აზროვნება? ერთ-ერთი არის

სკოლა,რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული კულტურის

ჩამოყალიბებაში,როცა აღნიშნულზე ვსაუბრობთ მართებული იქნება თუ გავიხსენებთ

დიმიტრი უძნაძის სიტყებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,მისი აზრით

„დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარება დამოკიდებულია დემოკრატიულ

ღირებულებებზე დაფუძნებულ სამოქალაქო საზოგადოებაზე“. როგორ საზოგადოებაში

ვიცხოვრებთ ჩვენ ახალგაზრდები ხვალ,ამას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ის თუ

როგორ და რა გარემოში ვიღებთ განათლებას დღეს.


საქართველოს კანონით ზოგადი განათლების შესახებ,მესამე მუხლის "ა" და "ბ" ქვეპუნქტების თანახმად განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზანსწარმოადგენს მოსწავლის ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე

თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა და ასევე

დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერების

ჩამოყალიბება,ასევე ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლის მეორე

ნაწილის ა პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად სახელმწიფო

უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას და თანაბარ ხელმსაწვდომობას

ყველსთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

სკოლებისთვის,კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვნად უნდა იქცეს ახალგაზრდა თაობის

მომზადება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის.აღნიშნული რა თქმა უნდა მოიცავს


იმის უზრუნველყოფას,რომ მოსწავლეები ფლობდნენ ცოდნას იმ გამოწვევების

შესახებ,რომელთა წინაშეც ისინი დგანან და მათ მიერ მიღებული გადაწვეტილებების

შედეგების შესახებ,იმის იმის შესახებ თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ და რისი

გაკეთაბისგან უნდა შეიკავონ თავი.

როგორ შიძლება მოსწავლეები გახდნენ გლობალურ-დემოკრატიული საზოგადოების

ნაწილი?

მოსწავლეები,ახალი თაობა არის სამშობლოსა და მსოფლიოს ნათელი წერტილი,აქედან

გამომდინარე,ვფიქრობ რომ მოსწავლეები საკმარისი და აცილებელი ოდენობით უნდა

ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებების შესახებ,აფასებდნენ მათ და იცავდნენ

ამავდროულად სხვათა უფლებებს,აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მცირე

დოზით არის საუბარი სამოქალაქო განათლების წიგნებში,რომელიც სასკოლო პროგრამის

ნაწილია,თუმცა მიმაჩნია რომ ეს არ არის საკმარისი და კიდევ უფრო მეტი პოზიტიური

ნაბიჯი უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით.

აუცილებლად აღსანიშნავიაა,ასევე ის გარემოებაც რომ გაერთიანებული ერების

ორგანოები,როგორიცაა:ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი,გაეროს

განათლების,მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაიცა (Unesco),გაეროს ბავშვთა

ფონდი (Unisef),სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად,როგორიცაა ევროპის

საბჭო და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სააგენტოებთან ერთად

რეკომენდაციას უწევენ ადამიანის უფლებათა სწავლებას,ხაზგასმით აღნიშნავენ რომ

სასკოლო სწავლებაში შეტანილ უნდა იქნას ადამიანის უფლებებისა და მათი დაცვის

თემა.

ადამიანის უფლებათა სწავლებას გააჩნია,როგორც ნორმატიული,ასევე სამართლებრივი

მხარე.ადამიანის უფლებათა სწავლების ნორმატიული მხარწ გულისხმობს იმ

ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებში შესული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო

სტანდარტების შესახებ თანხმობის მიღწევას,რომელთა შესრულების ვალდებულებასაც

სახელმწიფოები კისრულობენ,აღნიშნული ინფორმაცია მოსწავლეებს უნდა მიეწოდოთ

ზომიერად და მათი გონებრივ-ინტელექტუალური დონის მომზადების

შესაბამისად.მიმაჩნია რომ ყველაფერ ზემოთ აღნიშნულთან ერთად მისაღები იქნება თუ

დაინერგება კვირეულები,ჩამოყალიბდეს კლუბები,სადც საუბარი იქნება ადამიანის

უფლებებზე,მათ მნიშვნელობასა და განხორციელებაზე.

აქედან გამომდინარე,იმისთვის რომ მოსწავლე გლობალურ-დემოკრატიული

საზოგადოების ნაწილი გახდეს,მნიშვნელოვანია ჩვენი,საზოგადოების მზაობა,რათა

ისინი ამ სოციუმის სრულფასოვანი წევრები გახდნენ.


ავტორი: თამარ ფიფია

bottom of page