top of page
  • გიორგი ასლამაზიშვილი

პირგასამტეხლოს როლი სახელშეკრულებო ურთიერთობებში


ადამიანთა ცხოვრება აწყობილია ურთიერთობებზე, ორი მხარის ურთიერთობისას კი ერთი ყოველთვის კისრულობს რაღაცის შესრულების ვალდებულებას, ხოლო მეორე ელოდება ამავე შესრულებას. ალბათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხშირად გვქონია შეხება სახელშეკრულებო ურთიერთობებთან,როდესაც გარკვეული სახის ორმხრივ ხელშეკრულებას ვდებთ და სახელშეკრულებო პირობებში წერია ,, პირგასამტეხლო‘’ მაგრამ ხშირად არ ვიცით, თუ რას ნიშნავს იგი და მაინც ვაწერთ ამ ხელშეკრულებას ხელს, შემდეგ კი თუ ვალდებულებას ჯეროვნად არ ვასრულებთ ან გარკვეულ დაწესებულ ვადას ვაცილებთ აღმოჩნდება, რომ გარკვეული სახის ფულადი ზიანი გვაკისრია, როგორიცაა პირგასამტეხლო.


რა არის პირგასამტეხლო ?

პირგასამტეხლოს შესახებ ცნება და სახეები მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლში , რომელიც მოიცავს პირგასამტეხლოს ცნებას, კერძოდ, პირგასამტეხლო არის – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლოზე შეთანხმება გულისხმობს არანაკლებ ორმხრივი ნების გამოვლენას. საინტესრესოა, რომ პირგასამტეხლოს არსი მისი საჯარიმო ხასიათიდან ვლინდება, რაც გულისხმობს იმას, რომ მისი გამოყება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან მისი არაჯეროვნად შესრულებისთვის. აქედან გამომდინარე , პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან დამატებითი ვალდებულების შესრულების დარღვევისას. უნდა აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრაში ჩარევის უფლება აქვს სასამართლოს, სწორედ, სასამართლო აფასებს იმ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებებს, რაც უფლების განხროციელებას ძირითადი კერძოსამართლებრივ პრინციპებთან მოიყვანს შესაბამისობაში.


პირგასამტეხლოს რა ფუნქცია აქვს ?

პირგასამტეხლოს ორი უმთავრესი ფუნქცია აქვს:

1) რომ ის წარმოადგენს კონტრაჰენტის წახალისების საშუალებას, რათა მან ხელშეკურლებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს.

2) ხოლო მეორე მხირვ მისი ფუნქცია კონტრაჰენტის მიერ ვალდებულების დაღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციის დაკისრებაში გამოიხატება, რათა ამით მიყენებული ზიანი სწრაფად ანაზღაურდეს.


-პირგსამტეხლოს დათქმისას მხარეებმა შესაძლოა თავისუფლად განსაზღვორონ პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა. კანონი ასევე უშვებს ისეთ შეთანხმებასაც, როდესაც პირგასამტეხლოს თანხა აღემატება შესაძლო ზიანს, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირგამსატეხლო მეტად ქმედით ინსტრუმენტს წარმოადგენს კრედიტორი ხელში მოვალის მიმართ ეფექტური ზეწოლის განსახორციელებალად ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ,,იძულებისათვის’’.

პირგასამტეხლო კრედიტორს უქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის მტკიცების აუცილებლობისგან განთვისუფლდეს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვენლობა მიადგა თუ არა კრედიტორს ზიანი მოავლის მიერ ვალდებულების არაჯეროვანად შესრულებისა თუ შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოხს თანხა მაინც უნდა გადაეცეს კრედიტორს მოვალისგან. ამასათ, აღსანიშნია ისიც, რომ გდასახდელი თანხა პირდაპირ არის მითითებული პირგასამტეხლოს შესახებ სახელშეკრულებო დათქმაში, რის გამოც მისი ოდენობა სადავო ან საეჭვო არ არის.

მიუხედავად, იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს უზრუნველყოფის საშუალებად განამტკიცებს, შესაძლოა ის უფრო საჯარიმო სანქციად ჩავთვალოთ, ვიდრე უზრუნველყოფად. თავისი სამართლებრივი ბუნებით პირგასამტეხლო აქცესორულ უფლებას წარმოადგენს, მისი ნამდვილობა სრულიად დამოიკიდებულია ძირითადი უფლების– ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულებით–სამართლებრივი მოთხოვნის უფლების არსებობაზე. თუ ეს არ წამოიშობა გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლით, პირგასამტეხლოც არ ითვლება წარმოშობილად. თუ ძირითადი უფლება შემგომში გაუქმდა, ეს ავტომატურად იწვევს პირგასამტეხლოს გაუქმებასაც მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების ან ერთმანეთს შორის კომუნიკაციის გარეშე.

პირგასამტეხლო შესაძლოა განისაზღვროს როგორც ჯარიმის სახით, ისე საურავის სახით, რაც გულისხმობს ვადაგადაცდენილი პერიოდისთვის გათვალისიწინებული თანხის ოდენობას. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ როგორც წესი ჯარიმა გამოიხატება კონკრეტულ თანხაში, ხოლო საურავი პროცენტში, რომელიც დარიცხვას განაგრძბს მას შემდეგაც რაც ვალდებულება დაირღვევა.


პირგასამტეხლოს სახეები .

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს პირგასამტეხლოს ძირითად ორ სახეს ჯარიმისა ან საურავის სახით .

ჯარიმის დროს თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს ერთჯერადი თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სახეზეა ჯარიმა. ამ შემთხვევაში კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც . თუმცა, კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ გამოირიცხება .

რაც შეეხება საურავს ამ დროს თუ მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს თანხის გადახდა გათვალისწინებულია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის, სახეზეა საურავი. ამ შემთხვევაში კრედიტორს შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც .


გარდა ამისა არსებობს გარკვეული სახის პირგასამტეხლოები , რომლებიც ჯარიმის ან საურავის სახელს ატარებს. ესენია :

1) კუმულაციური პირგასამტეხლოს ხშირად მოიხსენიებენ როგორც საჯარიმო პირგასამტეხლოს. შეგვიძია ვთქვათ, რომ იგი პრაქტიკაში პირგასამტეხლოს ყველაზე გავრცელებული სახეა. საინტერსოა რას გულსიხმობს უშუალოდ კუმულაციური პირგასამტეხლო. ამ დროს, კრედიტორს მის მიერ დაყენებული მოთხოვნის პარალელურად აქვს იმის უფლება, რომ მოითხოვოს ვალდებულების შესრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419–ე მუხლის პირობების დაცვით ან პირგასამტეხლოს გადახდა. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხა არ ჩაითვლება შესრულების ანგარიშში. აქ მთავარია ისიც, რომ კუმულაციური პირგასამტეხლოს შემთხვევაში მხარეს შეუძლია პირგასამტეხლოს მოთხოვნა დააყენოს ვალდებულების შესრულების შემდეგ დააყენოს, აქ მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ის, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მოქმედებს კრედიტორი.

2) ჩასათვლელი პირგასამტეხლოს შემთხვევაში პირგასამტეხლოს თანხა ასანაზღაურებელი თანხის ანგარიშში ჩაითვლება. კერძოდ, დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობის გამოანგარიშება მოხდება გადახდილი პირგასამტეხლოს გამოკლებით. და დამატებით ვერ მოვითხოვთ პირგასამტეხლოს გადახდას ასანაზღაურებელ თანხასთან ერთად .

3) ალტერნატიული პირგასამტეხლოს შემთხვევაში კრედიტორს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, მაგალითად, პირგასამტეხლოს გადახდისა თუ ვალდებულების შესრულების მოთხოვნებს შორის. ალტერნატიული პირგასამტეხლო მას არ უტოვებს მოქმედების ფართო არეალს. შესაბამისად, იგი ქართულ რეალობაში ხშირად არ გამოიყენება. რადგან ამ დროს კრედიტორს არ შეუძლია პირგასამტეხლოსა და ვალდებულების შესრუების ერთდროული მოთხოვნა , არამედ ერთ-ერთი უნდა აირჩიოს .

4) ექსკლუზიური პირგასამტეხლოს შემთხვევაში მოთხოვნის დაყენება ხდება მხოლოდ ჯარიმის ანაზღაურების კუთხით. ეს სახე ყველაზე ხშირად სატრანსპორტო ურთიერთობებში გამოიყენება, თუმცა არც ის არის ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაში. ვინაიდან ამ დროს კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდა .

5) კანონისმიერი (იგივე, ნორმატიული) პირგასამტეხლო კანონმდებლის მიერაა დადგენილი. რომლის უმთავრესი მიზანიც ვალდებულების დარღვევის პრევენციაში გამოიხატება. კანონისმიერი პირგასამტეხლო სსკ-ში არ გვხვდება რადგან იგი წესრიგდება ნორმით, რომელიც სპეციალურ სამართლებრივ ურთიერთობებს ეხება .აღსანიშნავია რომ კანონისმიერი პირგასამტეხლო შესაძლოა კონკრეტული უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგინდეს.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცნობს მხოლოდ ჩასათვლელ და ალტერნატიულ პირგასამტეხლოს, ხოლო საჯარიმოს და ექსკლუზიურს არ იცნობს თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ახლა როდესაც, უკვე ვიცით, თუ რას მოიცავს პირგასამტეხლო თავისუფლად შეგვიძლია, გავიგოთ, თუ რას მოიცავს ხელშეკრულებაში მოცემული პირობა ,, პირგასამტეხლოს დაკისრება ‘’.



ავტორი: გიორგი ასლამაზიშვილი

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 1 კურსის სტუდენტი



_________________________________________________________________________________________

გამოყენებული ლიტერატურა :

სამოქალაქო კოდექსის კომენტარი წიგნი 3 , თბილისი 2018 .

ნორმატიული მასალა :

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი .


bottom of page