top of page
  • Writer's pictureBeka Mosashvili

რა უნდა ვიცოდეთ ავტოდაზღვევით სარგებლობისას!!!

Updated: Jul 17, 2020


საქართველოში ბევრი კომპანია სთავაზობს ავტომობილის მფლობელებს სხვადასხვა ტიპის სადაზღვევო პაკეტს და შესაბამისად სხვადასხვა სადაზღვევო შემთხვევის დაზღვევას. ძალიან კარგია, რომ ქართულ ბაზარზე არის ბევრი კომპანია და კლეინტს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მისთვის სასრულველი სერვისი და პირობები.


ზოგადად როდესაც დაინტერესებული პირი მიმართავს სადაზღვევო კომპანიას მისი ავტომობილის დაზღვევის მიზნით, სტანდარტულად ხდება ავტომობილის საბაზრო ღირებულების შეფასება და მხარეთა შორის იმ თანხის განსაზღვრა, რაც ანაზღაურდება კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას.

მხარეებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, კლიენტი იხდის ასევე პირველად შესატანს, განისაზღვრება ყოველთვიური გადასახადი, ასევე შესაძლებელია დათქმა მესამე პირების შესახებ და იწყება სახელშეკრულებო ურთიერთობა.


რა სახის პრობლემამ შეიძლება იჩინოს თავი კლიენტსა და სადაზღვეო კომპანიას შორის?


ჩემს საადვოკატო პრაქტიკაში ყოფილა სხვადასხვა სახის არაერთი დავა კლიენტსა და სადაზღვევო კომპანიას შორის, რომელიც დასრულებულა მორიგებით ან სასამართლოში საქმის დაწყებით.

წინამდებარე პოსტში მინდა გესაუბროთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე, რომელიც მე მქონია საადვოკატო საქმინობის ფარგლებში კლიენტის და სადაზღვევო კომპანიის იდენტიფიცირების გარეშე. ზოგადად როგორც შემთხვევებზე:


სადაზღვეო კომპანიების უმეტესობა დაუყოვნებლივ ანაზღაურებს მცირე ოდენობის ზიანს (მაგალითად: სამღებრო სამუშაოებს, ფარის, ე.წ. ბამპერის და სხვა დეტალების ახლით ჩანაცვლებას და ა. შ) , მაგრამ საინტერესოა რა ხდება, როდესაც საქმე ეხება ე.წ. "გატოტალებულ" ავტომობილს, ესეიგი ისეთ მდგომარეობაში მყოფ ავტომობილს, რომელიც რაიმე მოვლენის ან პირის ქმედების გამო უვარგისია ექსპლუატაციისთვის, დაკარგული აქვს ღირებულება და მარტივად რომ ვთქვად არის უბრალოდ "ჯართი".


მაგალითად: ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ავტომობილის დაწვით, დამტვრევით და სხვაგვარი დაზიანებით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორ და რატომ დააზიანა.


CASE N1

შევეხები ერთ საინტერესო ფაქტს, რომელსაც რამდენიმე საქმეში წავაწყდი და ყველა შემთხვევაში სხვადასხვა კომპანია მანიპულირების საგნად იყენებდა და კლიენტს, რომელიც იხდიდა ყოველთვიურ გადასახადს არ უნაზღაურებდა ზარალს წლების მანძილზე.


მაგალითად: წარმოვიდგინოთ, რომ ავტომობილი არის ავტოსადგომზე და დაუდგენელმა პირმა დაწვა და მიიმალა, კლიენტი საქმის კურსში აყენებს სადაზღვევო კომპანიას და ცხადია სამართალდამცავ ორგანოებს.

ხდება ფაქტის ფიქსაცია, იწყება გამოძიება, პროკურატურა კლიენტს ცნობს ოფიციალურად დაზარალებულად და ოფიციალური საექპერტო დასკვნის საფუძველზე დგინდება თუ რა მოცულობის ზიანი მიიღო ავტომობილის მესაკუთრემ.


ახლა რა ხდება, კლიენტი ამ საბუთებით (დადგენილებით და ექსპერტიზის დასკვნით) მიდის სადაზღვევო კომპანიაში, რათა დაუყოვნებლივ აინაზღაუროს ზარალი. სადაზღვევო კომპანია კლიენტს ეუბნება, რომ იცით უნდა მოითმინოთ რადგან ჯერ პოლიციას დამნაშავე არ დაუდგენია და არ არის დაკავებული.როდესაც დააკავებენ აუცილებლად აგინაზღაურებთ.....

ზოგჯერ კლიენტი იძულებულია დაელოდოს რადგან ფიქრობს, რომ აქვს ამის ვალდებულება, რეალურად ეს არის სადაზვევო კომპანიის ინტერესი, რომ შემდგომ "რეგრესის წესით" ამოიღოს ზიანის მიმყენებელი პირისგან ის თანხა , რომელსაც კომპანია კლიენტს გადაუხდის.


ასე გადიოდა თვეები და წლები თურმე იქამდე, ვიდრე მე არ მომმართეს და ჩემი ჩარევის შემდეგ გაირკვა, რომ თურმე ამის საჭიროება არ ყოფილა და ხელშეკრულება ისედაც ავალდებულებდა ზიანის ანაზღაურებას, რადგან ლოგიკურია ხომ? წარმოიდგინეთ რომ პოლიციამ საერთოდ ვერ იპოვოს დამნაშავე პირი , კლიენტი მთელი ცხოვრება ხომ არ დაელოდება. ცხადია არა!!


გაითვალისწინეთ რომ ამასობაში გადის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც!!


განვიხილოთ მეორე საინტერესო საქმის გარემოება:


არის შემთხვევები, როდესაც ავტომობილი მოულოდნელად რაიმე ტექნიკური პრობლემის გამო გამოვა მწყობრიდან ან მოულოდნელად დაზიანდება და რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს?

სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობას აქვს ე.წ. ქოლ ცენტრი, ესეიგი ჰყავთ გადმზადებული თანამშრომლები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს, მათ შორის მათ კლიენტებს აწვდიან გარკვეულ ინფორმაციას და ზოგჯერ ინსტრუქციას!!


მქონდა ასეთი საქმე, როდესაც ავტომობილის მფლობელი გვიან ღამის საათებში იმყოფებოდა მაღალმთიან რეგიონში და გაუფუჭდა ავტომობილი. მან დაუყოვნებლივ გააჩერა მანქანა და დარეკა ქოლცენტრში რჩევის მიღების მიზნით, მან აუხსნა ოპერატორს სიტუაცია და სთხოვა დახმარება, ჰკითხა იყო თუ არა შესძლებელი ავტომობილის გადაადგილება და ამ კითხვაზე მიიღო განმარტება: "თუკი გადაადგილება ტექნიკურად შეაძლებელია დიახ შეგიძლიათ გადაადგილოთ ავტომობილი", რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ კლიენტს არ აუნაზღაურდა თანხა, რადგან ხელშეკრულებაში ეწერა, რომ თუკი გაუმართავი ავტომობილის დაძვრა მოხდება ადგილიდან ეს არის დარღვევა და კომპანია მიყენებულ ზიანს არ აანაზღაურებს...


ერთი შეხედვით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებზე, კლიენტმა ივარაუდება რომ წაიკითხა ეს პირობები და მოაწერა ხელი, ანუ მან იცოდა ამ ჩანაწერის შესახებ შეგვიძლია ვივარაუდოთ. მაგრამ ხელშეკრლების ზეპირად ცოდნა და ისეთ დროს როდესაც ადამიანი არის სადღაც დაუსახლებელ ადგილას და არის ფორს-მაჟორული შემთხვევა, იჩენს კეთილსინდისიერებას და ატყობინებს ფაქტს, ითხოვს დახმარებას ნუთუ შესაძლებელია ხელშეკრულების პირობების ზეპირად ცოდნა. ამ დროს კკი ოპერატორის მიერ შესაძლოა მოხდეს სხვაგვარი ინფორმაციის მიწოდება.


ცხადია სადაზღვევო სერვისით სარგებლობა კარგია, ზოგჯერ აუცილებელიც, რომ ვიყოთ მეტად დაცულები და გვქონდეს გარკვეული გარანტია, რომ თუკი მოხდება რაიემ შემთხვევა ზიანი აგვინაზღაურდება ან აუნაზღაურდება იმ პირს ვისაც მივაყენეთ და ა.შ. .


მაგრამ მნიშვნელოვანია იცოდეთ ხელშეკრულების ყველა პირობა და იყოს თქვენთვის გასაგები, თუკი ხელშეკრულებაში არის ბუნდოვანი პირობა თუ ჩანაწერი ვიდრე ხელს მოაწერთ, შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპანიისგან განმარტება ან უფრო დაზუსტება კონკრეტული დებულების/პირობის, რადგან თქვენ სერვისში იხდით ფულს და ვალდებულებასთან ერთად გაქვთ უფლებები.


ამ სტატიის მიზანიც იყო ის, რომ თქვენი ყურადღება გამემახვილებინა ზოგიერთ ბუნდოვან საკითხზე და მომეწოდებინა გარკვეული ინფორმაცია თქვენი უფლებების შესახებ.


შესაბამისად თუკი დადგებით ზემოაღნიშნული პრობლემების წინაშე დამიკავშირდით და მიიღეთ ჩემგან ამომწურავი ინფორმაცია როგორ უნდა იმოქმედოთ ასეთ დროს, როგორ მოვაგვაროთ დამდგარი პრობლემა ერთობლივად და რა არის ამისთვის საჭირო.






86 views0 comments
bottom of page