top of page
  • თამარ ფიფია

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია-ქვეყნის ისტორიულ-სამართლებრივი მონაპოვარი



საქართველო მდიდარი ქვეყანაა,როგორც ისტორიულ-კულტურული,ასევე

სამართლებრივი წარსულითაც,ამის ნათელი მაგალითია მრავალი სამართლის

ძეგლი,რომელიც დღემდე მოვიდა ჩვენამდე.მოკლე ექსკურსი რომ გავაკეთოთ,პირველი

საერო აქტი,რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ფრაგმენტების სახით,ეს არის „სამართლის

წიგნი“,რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია,როგორც ბაგრატ კურაპალატის

კანონები,აღსანიშნავია XVIII საუკუნეში ვახტანგ VI ინიციატივითა და მისი აქტიური

მონაწილეობით შექმნილი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტი,რომელშიც

შედიოდა მოშეს კანონენები,ბერძნულ-რომაული სამართალი,მხითარ მოშას

კანონები,კათოლიკოსის სამართალი,გიორგი ბრწიყინვალისა და ბექა აღბუღას „წიგნი

სამართლის კაცთა შეცოდებისა და ყოველსავე“ ,ასევე ვახტანგ VI ეკუთვნის იმ

დროისათვის სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვანი და შესანიშნავი წყარო----

„დასტურლამალი“, დიდი ჩამონათვალიდან ეს მცირედიც ადასტურებს იმას თუ

რამდენად დიდი ისტორიულ-სამართლებრივი წარსულის მატარებელია ჩვენი ქვეყანა.

როდესაც ქვეყნის ისტორიულ-სამართლებრივ წარსულზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია

აღვნიშნოთ საქართველოს კონსტიტუციური ისტორია,საწყის ეტაპზე აუცილებლად

უნდა ვახსენოთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921წწ) დამფუძნებელი

აქტი,რომელიც საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო,სწორედ ამ დოკუმენტის

მიღებით ქვეყანამ მოამზადა ნიადაგი,რათა შეერთებოდა მსოფლიო

კონსტიტუციონალიზმის საზოგადოებას.საოცარია და აღნიშვნის ღირსია ის რომ სულ

რაღაც ერთგვერდიან დოკუმენტში მოკლედ და გასაგებად იყო ასახული საქართველოს

ისტორიის მოკლე მიმოხილვა,ის თუ რა ვითარება იყო ქვეყანაში აღნიშნული

დოკუმენტის მიღების დროს,იქ ასახული იყო დამოუკიდებელი საქართველოს საშინაო

და საგარეო პოლიტიკის საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოწყობის ძირითადი

პრინციპები,დოკუმენტი იმდენად პროგრესული იყო რომ საფუძველი ჩაეყარა ადამიანზე

სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულებას.

მართალია დამოუკიდებლობის აქტი კონსტიტუციის მაგივრობას ვერ სწევდა,თუმცა

უკვე არსებულ ისტორიულ-სამართლებრივ წარსულთან ერთად მნიშვნელოვანი წინ

გადადგმული ნაბიჯი იყო ქვეყნის შემდგომი კონსტიტუციური განვითარებისთვის.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი 1921 წლის 21 თებერვლის

კონსტიტუციის 100 წლისთავს,სწორედ ამ დოკუმენტიდან იწყება ჩვენი ქვეყნისთვის

კონსტიტუციონალიზმის ისტორია,აღნიშნული დოკუმენტი,ქვეყნის უზენაესი

კანონი,ძალიან საინტერესო დოკუმენტია,რომელშიც საკმაოდ კარგად არის შეჯერებული

მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის გამოცდილება და ასევე ქვეყნის ეროვნული

საწყისები.


დოკუმენტი საკმაო პრეგრესულობით გამოირჩეოდა,რადგან მკაფიოდ იყო ხაზი

გასმული,ისეთ საკითხებზე,რაც დღესაც საკმაოდ აქტუალური და პრობლემატურია

,არამხოლოდ საქართველოსთვის,არამედ მსოფლიო საზოგადაებისთვის,ესენია: ქალთა

უფლებები,უმცირესობების უფლებები და სხვა. საქართველოს 1921 წლის 21

თებერვლის კონსტიტუციის ღრმა პროგრესულობაზე,ასევე მეტყველებს გერმანიის

ყოფილი საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ჰანდ-დიტრიხ გენშერის

სიტყვები,ის აღნიშნავდა რომ „1921 წლის კონსტიტუციის ტექსტი,ერთ-ერთი

პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე,რადგანაც ის ჯერ კიდევ მაშინ

აღიარებდა,ისეთ ღირებულებებს,როგორიცაა თავისუფლება.დემოკრატია და

სამართლებრივი სახელმწიფო,რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა.

საბოლოო ჯამში,ვფიქრობ,ყველა ვთანხმდებით იმაზე,თუ რამდენად დიდი

მნიშვნელობის მატარებელია აღნიშნული დოკუმენტი,მას სიდიადეს კიდევ უფრო

მეტად მატებს,ის ლაითმოტივი,რაც მას შემუშავების პროცესში გასდევდა,აუცილებლად

უნდა აღინიშნოს პირველი კომისიის განზრახვაც,შექმნილიყო ისეთი სამრთლებრივი

დოკუმენტი,სადაც გათვალისწინებული იქნებოდა ქართველი ხალხის ისტორიულად

ჩამოყალიბებული ყოფა,ფსიქიკა და ზნე-ჩვეულებები.


ავტორი: თამარ ფიფია

სამართლის ფაკულტეტის

კურსდამთავრებული


გამოყენებული ლიტერატურა:

1. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4801430?publication=0

2.

https://iuristebi.files.wordpress.com/2012/12/e183a1e18390e183a5e18390e183a0e183

97e18395e18394e1839ae1839de183a1-

e18399e1839de1839ce183a1e183a2e18398e183a2e183a3e183aae18398e183a3.pdf

bottom of page