top of page
  • ნიკოლოზ თომასიანი

ფარული საგამოძიებო მოქმედებები და პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება


ადამიანის ძირითად უფლებებზე საუბრისას ცალსახად უნდა ითქვას, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ამ უფლებებში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. ფარული მიყურადების კონტროლი მიუხედავად მკაცრი საკანონმდებლო რეგულაციებისა დღემდე რჩება ჩვენი საზოგადოების პრობლემად , ეს ყველაფერი კი მეტყველებს ჩემს მიერ განხილული თემის აქტუალობაზე .

ადამიანის უფლებათაევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ითვალისწინებსპირადი და ოჯახური ცხოვრებისდაცულობის უფლებას , ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ყველასაქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი დაოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა, ხოლოამ მუხლის მეორე ნაწილით . დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაშისაჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულსაზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდანასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ანდასხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.[1]

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432 -ე მუხლით,ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებისას.[2]


რა შემთხვევაში ტარდება ფარული საგამოძიებო მოქმედება?

ფარულისაგამოძიებო მოქმედებატარდება მხოლოდიმ შემთხვევაში, თუ მისიჩატარება გათვალისწინებულია ამ კოდექსითდა ისაუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ანდანაშაულის ჩადენისთავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვაპირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. ფარული საგამოძიებო მოქმედება აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუ მისიჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით დაის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი დაპროპორციული საშუალებაა. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდმაშინ, როდესაცსხვა საშუალებით გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონემტკიცებულებების მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდძალისხმევას საჭიროებს. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისფარგლები (ინტენსივობა) ფარული საგამოძიებო მოქმედების ლეგიტიმური მიზნის პროპორციული უნდა იყოს.[3]

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის კონტექსტში . დადგენილი სტანდარტის შესაბამისად ასეთი ჩარევა უნდა იყოს კანონთან შესაბამისი, დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე და აუცილებელია,რომ არსებობდეს დაცვის გარანტიები სახელმწიფოს მხრიდან .


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყველაზე ვრცელი პრაქტიკა და მსჯელობა ფარული საგამოძიებო მოქმედების კონტექსტში ,სწორედ ,,კანონთან შესაბამისობის“ სტანდარტზე აქვს ჩამოყალიბებული. იმისათვის,რომ შეზღუდვა ჩაითვალოს კანონთან შესაბამისად, აუცილებელია, შეზღუდვას გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი და ამავდროულად კანონი უნდა იყოს საკმარისად ზუსტი და შეიცავდეს საჯარო ხელისუფლების თვითნებობისგან დაცვის მექანიზმს.

ევრო სასამართლომ საქმეზე P.G. and J.H. v. United Kingdom სასამართლომ აღნიშნა, რომ „კანონთან შესაბამისობა’’ორ იმპერატივს მოიცავს. პირველ რიგში ,სადავო ღონისძიებას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში; შემდეგ განიხილება კანონის ხარისხი, რაც გულისხმობს, რომ იგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ცხადად ფორმულირებული, რათა პირმა წინასწარ შეძლოს თავისი ქმედების შესაძლო შედეგის განჭვრეტა; ასევე, დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობის ზოგადი პრინციპი[4]

ასევე საქმეზე Malone v. United Kingdom სტრასბუგრის სასამართლომ განაცხადა ,,ფრაზა ,,კანონთან შესაბამისი“ არ გულისხმობს მხოლოდ შიდა სამართალს, იგი გულისხმობს ასევე ზოგად პრინციპებსაც[5]


ასევე ძალიან საინტერესოა რა მსჯელობას ავითარებს ევრო სასამართლო თავის პრაქტიკაში „ დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობის’’ საკითხთან დაკავშირებით. არა-ერთ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ,რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას კონვენციით გათვალისწინებული ორგანოები ამოწმებენ სამ ფაქტორს“ პირველი - რამდენად იყო შეზღუდვა აუცილებელი, მეორე- იყო თუ არა შეზღუდვის მიზანი ლეგიტიმური, ბოლოს კი მოწმდება ,რამდენად არის სადავო უფლების შეზღუდვის საშუალებები ,, დასახული ლეგიტიმური მიზნის პროპორციული“

,,აუცილებლობის“ მნიშვნელობასთან დაკავშირებით სასამართლომ საქმეში Handyside v. The United Kingdom აღნიშნა,რომ ,, იგი არ წარმოადგენს სიტყვა ,,იმპერატიულად აუცილებელიას“ სინონიმს ... და არც ისეთი მობილურობა გააჩნია , როგორიც აქვთ შემდეგ გამონათქვამებს : ,,დასაშვები“ , ,,ჩვეულებრივი“ , ,,ხელსაყრელი“ , ,,გონივრული“ ან ,,სასურველი“ [6]

ევრო სასამართლომ მოგვიანებით საქმეში Olsson v. Sweden განავითარა მსჯელობა და დაადგინა ,, აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან“ [7]

საბოლოოდ, ის, თუ რა არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში მე-8 მუხლის მიზნებისთვის , განსაზღვრულია ინდივიდუალურ უფლებებსა და საზოგადოების ინტერესს შორის ბალანსის დადგენით, პროპორციულობის პრინციპის გამოყენებით.

აუცილებელია ასევე ყურადღება გამახვილდეს გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების კრიტერიუმზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-ე მუხლის მიხედვით არ არის მყარი და ყველა საზოგადოებაზე უნივერსალურად მორგებული .ის ცვალებადია დროსა და სივრცეში - პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოცემულობის გათვალისწინებით. ის, რაც ერთ საზოგადოებაში შესაძლოა ჩაითვალოს საჭიროებად ,შესაძლოა სხვა საზოგადოებაში არ იქნეს მიჩნეული არსებითად.

რაც შეეხება სახელწმიფოს მხრიდან გარანტიებს , საქმეზე Shimovolos v. Russia სასამართლომ დაადგინა, რომ კანონი, რომელიც უშვებს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, უნდა მოიცავდეს ,, დაშვებული ზომების ხასიათს, შინაარსსა და ხანგრძლივობას, მათი მიღების საფუძვლებს, მათ განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოებისა და პირების ჩამონათვალს და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებას“ [8] რათა თავიდენ იქნეს აცილებული ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება.

შეჯამებისთვის, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია შეიქმნა, რათა დაიცვას და განამტკიცოს დემოკრატიული საზოგადოების იდეალები და ღირებულებები საქმე Soering v. The United Kingdom. [9]შესაბამისად, სასამართლომ ,რომელიც გასცემს ნებართვას მსგავსი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ უნდა ეძიოს ბალანსი საზოგადოების ზოგად ინტერესსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის, სასამართლომ არ უნდა დაუშვას ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და თავისი გადაწყვეტილებით არ დატოვოს ადამიანები სამართლებრივი დაცვის გარეშე.






ავტორი: ნიკოლოზ თომასიანი

ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი .



გამოყენებული ლიტერატურა



1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია https://matsne.gov.ge/ka/document/view/1208370?publication=0

2. საქართველოს კანონი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=133

3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს,2001 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება N44787/98 file:///C:/Program%20Files/New%20folder/Downloads/001-59665.pdf

4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, 1984 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N8691/7 https://hudoc.echr.coe.int/fre#{"itemid":["001-57533"]}

5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს , 1976 წლის 7 დეკემბრის N 5493/72,https://hudoc.echr.coe.int/eng#{"fulltext":["HANDYSIDE%20V%20UNITED%20KINGDOM"],"documentcollectionid2":["GRANDCHAMBER","CHAMBER"],"itemid":["001-57499"]}

6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, 1988 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებაhttps://hudoc.echr.coe.int/eng#{"fulltext":["OLSSON%20V%20SWEDEN"],"documentcollectionid2":["GRANDCHAMBER","CHAMBER"],"itemid":["001-57548"]}

7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს , 2011 წლის 28 ნოემრბის გადაწყვეტილება N 30194/09 https://hudoc.echr.coe.int/eng#{"fulltext":["\"CASE%20OF%20SHIMOVOLOS%20v.%20RUSSIA\""],"documentcollectionid2":["GRANDCHAMBER","CHAMBER"],"itemid":["001-105217"]}

8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ,1989 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება N 14038/88 . https://hudoc.echr.coe.int/eng#{"fulltext":["SOERING%20V%20UNITED%20KINGDOM"],"documentcollectionid2":["GRANDCHAMBER","CHAMBER"],"itemid":["001-57619"]}


[1] ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხლი 8, კონვენცია ხელმისწავდომია https://matsne.gov.ge/ka/document/view/1208370?publication=0 [2] საქართველოს კანონი ,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, გამოქვეყნებულია 03/11/2009. კანონი ხელმისაწვდომია https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=133 [3] საქართველოს კანონი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, გამოქვეყნებულია 03/11/2009 . კანონი ხელმისაწვდომია https://matsne.gov.ge/ka/document/view/90034?publication=133 [4] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს,2001 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება N44787/98 გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია file:///C:/Program%20Files/New%20folder/Downloads/001-59665.pdf [5] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, 1984 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N8691/79 , გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია https://hudoc.echr.coe.int/fre#{"itemid":["001-57533"]} [6] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს , 1976 წლის 7 დეკემბრის N 5493/72,გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია https://hudoc.echr.coe.int/eng#{"fulltext":["HANDYSIDE%20V%20UNITED%20KINGDOM"],"documentcollectionid2":["GRANDCHAMBER","CHAMBER"],"itemid":["001-57499"]} [7] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს , 1988 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება N10465/83 გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია https://hudoc.echr.coe.int/eng#{"fulltext":["OLSSON%20V%20SWEDEN"],"documentcollectionid2":["GRANDCHAMBER","CHAMBER"],"itemid":["001-57548"]} [8] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს , 2011 წლის 28 ნოემრბის გადაწყვეტილება N 30194/09 გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია https://hudoc.echr.coe.int/eng#{"fulltext":["\"CASE%20OF%20SHIMOVOLOS%20v.%20RUSSIA\""],"documentcollectionid2":["GRANDCHAMBER","CHAMBER"],"itemid":["001-105217"]} [9] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ,1989 წლის 07 ივლისის გადაწყვეტილება N 14038/88 ,გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია https://hudoc.echr.coe.int/eng#{"fulltext":["SOERING%20V%20UNITED%20KINGDOM"],"documentcollectionid2":["GRANDCHAMBER","CHAMBER"],"itemid":["001-57619"]}

bottom of page