top of page
  • Writer's pictureBeka Mosashvili

წაიკითხეთ ყველამ! რატომ უნდა დავდოთ ხელშეკრულება წერილობით?


ყოველდღიურად უამრავი სახის გარიგებებს დებენ ფიზიკური პირები, ხშირად კი წვრილმან გარიგებაში ეს ხდება ზეპირი ფორმით.

ასევე მეწარმეები და სხვადასხვა ტიპის ბიზნეს ოპერატორებიც დებენ უამრავი სახის ხელშეკრუელბას, ზოგჯერ კი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საკმოდ ძვირადღირებული საქონელი ან სერვისი.


ცხადია სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში შესაძლებელია მხარეები შეთანხმდნენ ზეპირსიტყვიერად, რაც პრაქტიკაში არც ისე იშვიათია და შედეგიც შესაბამისად სამწუხაროდ არც ისე სახარბიელოა.

ასეთ დროს ხელშეკრულების მხარეები ზოგავენ დროს და ფინანსებს და ნდობაზე დაყრდნობით ზეპირსიტყვიერად ცდილობენ მოაწესრიგონ მათ შორის ურთიერთობა.

სამწუხაროდ ასე დადებულ ხელშეკრულებას ხშირად მოჰყვება დავა და უარყოფითი შედეგებიც.

ალბათ ბევრისთვის საინტერესოა ის, თუ რატომ უნდა დავდოთ ხელშეკრულება წერილობითი ფორმით და ამასთანავე რატომ უნდა იყოს ხელშეკრულება გამართული სამართლებრივად და თუნდაც ტექნიკური კუთხით.


პირველ რიგში როდესაც ხელშეკრულებას წერილობით დებთ არ უნდა იფიქროთ მცირე დროის და ფინანსების დახარჯვაზე, რომელსაც იურისტს (კომპანიას) გადაუხდით. რადგან წერილობით მომზადებული ხელშეკრულება იძლევა შესაძლებლობას ნებისმიერი საკითხი დარეგულირებული იყოს დეტალურად, ისე რომ ორივე მხარის უფლებები და ინტერესები იყოს დაბალანსებული და დაცული. ამასთანავე კვალიფიციური იურისტი ამოწმებს არამარტო ტექნიკურ საკითხებს, არამედ იურიდიულად აწესრიგებს ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

პრაქტიკაში ხშირად ხელშეკრულებას თავად მხარეები ამზადებენ, რადგან დღეისათვის ინტერნეტსივრცეში ხელმისაწვდომია ხელშეკრულების შაბლომები.

მაგრამ „შაბლონურ ხელშეკრულებას“ აქვს თავისი მინუსები, ისინი ვერ ერგებიან ყველა სახის ურთიერთობას და მასში ვერ იქნება დეტალურად გათვალისწინებული ის საკითხები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია.



საკმარისი არ არის ხელშეკრულებაში ეწეროს მხარეთა რეკვიზიტები და ნასყიდობის (ხელშეკრულების) საგანი და გადახდის ოდენობა, აუცილებელია რიგი საკითხების დეტალურად მოწესრიგება, რაც დავის შემთხვევაში არ მიგიყვანთ სასამართლომდე, ან თუკი მაინც საქმე სასამართლოში წარიმართება, თქვენი შანსები უნდა იყოს გაზრდილი.


ამიტომ თუკი გადაწყვეტილი გაქვთ თქვენი საქმე აკეთოდ კანონის დაცვის ფარგლებში და იყოთ დაცული სამომავლო ხარჯებისგან და სასამართლო დავისგან, მიმართეთ ადვოკატს, რომელიც არის სპეციალისტი მოცემულ საკითხში და რომელმაც იცის როგორ მოამზადოს თქვენს ურთიერთობაზე მორგებული ხელშეკრულება ისე, რომ დაცული იყოს როგორც კანონმდებლობა ერთი მხირვ და ასევე მხარეთა ინტერესები მეორე მხრივ.


ჩვენი იურიდიული კომპანია სთავაზობს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ნებისმიერი ტიპის და სირთულის ხელშეკრულების მომზადებას ქართულ და ინგლისურ ენაზე. იმისათვის რომ ხელშეკრულება იყოს გამართული, საჭიროა მხოლოდ იურისტს მიაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას ხელშეკრულების მომზადებისას.



255 views1 comment
bottom of page